ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 22 2008, 01:52 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალზე მოწყალე იყო დიონისეს მონასტრის იღუმენი მამა ხარლამპე (+2001). ერთხელ ძმებმა ურჩიეს, შეეწყვიტა მოწყალების გაცემა, რადგან კელიის რემონტი დიდ ხარჯს მოითხოვდა. მაშინ მან ძმებს ასეთი ამბავი მოუთხრო:
ერთი იღუმენი ადრე მოწყალე გახლდათ, მაგრამ მერე შეწყვიტა მოწყალების გაცემა და ღმერთმაც მასზე წყალობის ხელი აიღო. მონასტერი გაღარიბდა და შიმშილის პირას მივიდა. მაშინ ღმერთმა შეიწყალა ისინი და იღუმენს ხილვა მოუვლინა. მას ორი კაცი გამოეცხადა და უთხრა: - ჩვენ მეგობრები ვართ, წმინდაო მამაო, სულ ერთად დავდივართ, ერთი ჩვენგანი შენ არ მოგეწონა და გააგდე მონატრიდან, ამიტომ მეორემაც დატოვა სავანეო. რა გქვიათო, - ჰკითხა იღუმენმა. „მე „მომეცი“ მქვია, ხოლო მეორეს - „მიიღეო“, - უპასუხა უცნობმა. იღუმენი მიხვდა თავის შეცდომას, ძველებურად გააგრძელა მოწყალების გაცემა და მონასტერმაც ამოისუნთქა. მამა ხარლამპე იხსენებდა ასევე ერთ მოწყალე დრამელ დედაკაცს. ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენაო - ლოცავდნენ მას გლახაკები. როცა გარდაიცვალა, სამი წლის შემდეგ მისი საფლავი წესისამებრ გახსნეს. მარჯვენის ძვლები შეყვითლებული დახვდათ და კეთილსურნელებას აფრქვევდა. ასე რომ, ვინც მოწყალეა სხვებისათვის და შეუბრალებელი საკუთარი თავისადმი, ღმერთი შეიწყალებს და აქვე, მიწაზე, ზეციური სასმისით მაცხოვნებელ წყაროს წყალს შეასმევს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი