აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
შოთა |
Apr 22 2008, 07:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ციტატა რა მაინტერესებს იცით: რატომაა ლტოლვილი ქართველი და რატომ არაა არცერთი აფხაზი? რატომ უსურვეს ქართველებს მიწა-წყლის, სახლკარის მიტოვება და გაქცევა და რატომ აფხაზს არ აქვს ეს პრობლემა დღეს? და ჩვენ ვუხადოთ ბოდიში? იმედია მიმიხვდით რასაც ვამბობ. საბოდიშო მათ აქვთ, რომ აყარეს ქართველები და ამით სწორედ რომ ისინი არიან აგრესორები. 90-იანი წლების საქართველოს დღევანდელს ნუ შეადარებთ, ნურც დღევანდელ ქართულ ჯარს მაშინდელს, ისიც ძირითადად პარამილიტარისტულს. დაე, გამოცადონ მათაც რა არის ლტოლვილობა (სომხებთან ერთად, ჩეჩნებმა ასე თუ ისე გამოსცადეს) და მერე უძახონ ქართველებს აგრესორები! საქართველო კი არ ითხოვს მათ გადაშEნებას...მათგან განსხვავებით. ომი ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს არანაირად არ უნდა, მაგრამ თუ ამის აუცილებლობაა, სხვა გზა არ იქნება მაშინ. რუსებმაც და აფხაზებმაც ბევრი შეცდომები დაუშვეს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და ეს უნდა იქნას გამოყენებული. nana_007 ისინი თავის ნებით გარბიან აფხაზეთიდან, შენ გონია დიდი ბედნიერება მოუტანა ამ ომში გამარჯვებამ მაგათ?! განადგრებილია იქაურობა მეტი წილი ხნიერი ხალხი ცხოვრობს, დღეს დღეობით სომხები უფრო ბევრი არიან ვიდრე აფხაზები აფხაზეთში და რამოდენიმე ათეულ წელიღადში თუ ასე გაგრძელეს გადაჯიშების პირას მივლენ. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი