![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
T I K O |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
დედას
ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის, მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება, დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს დაბრუნებას. როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის, მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი, ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი. გახსოვთ თენება? მე გტოვებდით თქვენა და თბილისს, თქვენ არ სტიროდით; წვიმა სცრიდა, სციოდა ქუჩებს, ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს თრთოლვით და სხვა ათასი ვერც გაალხობს, ვერც დააყუჩებს, მთაწმინდის თავზე ინგრეოდა ნისლის ნინევი, ინგრევდა წუხილს, განშორებას, დარჩენის წადილს, შორს მიქანავდა ორთქმავალი, როგორც ირემი და მეც - ესოდენ ახლობელი მთაწმინდისათვის. თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე ბავშვის სიცილი, თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს. ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ. მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან, სწორებთან, მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე, ქედებზე, ყოველი წვიმა თქვენს მდუმარე ცრემლს მაგონებდა, და ის ცრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ. 1943 წელი, ფრონტი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 11:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი