ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Apr 22 2008, 10:23 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#29
ნიკოლოზ გიორგაძე, 10 წლის. თერჯოლის რაიონი, ზედა სიმონეთი. ტელ: 899 72 96 06 ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ვარ ცერებრალური დამბლით დაავადებული, ვსწავლობ მე 2 კლასში, მიჭირს მეტყველება, ვერ ვწერდი. 2 წლის წინ, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი იმყოფებოდა წყალტუბოში, მისი კურთხევისა და ლოცვის შემდეგ, 1 თვის თავზე დავიწყე წერა, ეხლაც ვნატრობ მასთან შეხვედრას. გთხოვთ ამისრულოთ ეს ნატვრები, წინასწარ გიხდით მადლობას. გფარავდეთ ღმერთი. ანანო ვეკუა, 13 წლის. თბილისი. ცინცაძის I შესახვევი, #3. ტელ: 69 97 65. ძალიან მინდა კომპიუტერი და გთხოვთ ამიხდინოთ ეს ნატვრა. ჩემი მამიკო შემპირდა, კომპიუტერს გიყიდიო, მაგრამ იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ძალიან გამახარებთ თუ ამ ნატვრას ამიხდენთ. გმადლობთ წინასწარ. ნუკრი ბარათელი, 47 წლის. თბილისი, ვარკეთილი. ტელ: 893 30 05 94. ჩემი ნატვრაა სარეცხი მანქანა. მაწუხებს სახსრები და იქნებ ამოვისუნთქო, გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. წინასწარ დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს. ლილი მეგენეიშვილი, 74 წლის. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვ.მე-7 კორპ. ბინა#5. ტელ: 52 55 06 ჩემი ნატვრაა სკამების შეძენა. ძველი სკამები დაიმტვრა და ახლის შეძენის საშუალება არ გვაქვს. წინასწარ დიდი მადლობა. ლინკა ობოლაძე, 50 წლის. თბილისი. ტელ: 855 57 67 00 ჩემი ნატვრაა, მქონდეს პიანინო. ძალიან მინდა დავუკრა, ამით ნევროზისგნაც განვიკურნები. გთხოვთ შემისრულეთ ნატვრა, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს. ანი ლილუაშვილი, 33 წლის. ქუთაისი, ნიკეას ქ. #38. ტელ: 895 29 26 10 ჩემი ნატვრაა, დედას ჰქონდეს სარეცხი მანქანა. მას გული აწუხებს, მე კიდევ ვერ ვეხმარები შრომის შემსუბუქებაში რადგან ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. კეთილ ადამიანებს წინასწარ გიხდით დიდი მადლობას. ვარია ავალიშვილი, 89 წლის. თბილისი, სანთლის შესახვევი #16. ტელ: 38 25 60; რაც ნატვრის ბარათი არსებობს გწერთ, მინდა პატარა, ფერადი ტელევიზორი, ეხლა ფეხმოტეხილი ჩემს დასთან ვიმყოფები. იმედი მაქვს, ნატვრას ამისრულებთ. წინასწარ მადლობა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი