ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
arizona |
Apr 23 2008, 10:53 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,470 |
ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს -------------------- Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
|
marine |
Apr 23 2008, 11:07 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი! ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა. მადლობა მარინეს უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, თბილი სიტყვები რომ არ დაიშურეთ * * * სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია, რომ მის სიდიდეს ვერ გასწვდება სხივის შორება, კეკლუცია და მოხდენილი, - ისე ნაზია ეს სილამაზე მთელ სამყაროს გაუტოლდება. სად არ ვყოფილვარ - საჰარაში სილაც მიზილავს, ვწვევივარ ანდებს, ავსტრალიას, თოვლიან ალპებს, კოლხეთი ჩემი, რომ ვადარებ, წაჰგავს ზიზილოს, გადაფურჩქნული ჯგროდ რომ იცის მაისის დამლევს. ნიტარბის მთიდან მიცქერია ზღვის ტალღებისთვის, მზის ცად აზიდვას, მოვწვდომივარ ბაზალეთს ხელით; შხელდას და უშბას თუ შევკრებდით ცხვრის ფარებივით, არ ეყოფოდათ საძოვებლად შირაქის ველი. ჩანჩქერის ძაფზე ჩამოკიდულ კალმახის წინწკლებს არ ეყოფოდა ფიროსმანის ფუნჯის ფერები, ნახეთ მამული, როცა ვაზი კვირტსკდომას იწყებს, მკვდარს გაგაცოცხლებს, უმალ მიხვალ, მოეფერები. ამიტომ, დიახ, დიდია და ბუმბერაზია სამშობლო ჩემი, სამყაროს რომ გაეტოლება მარტო ის რად ღირს, რომ დაგვცქერის თავზე ვარძია, ჩემი წინაპრის სისხლნაყივლი ზეშთაგონება. * * * ისე ვარ ფიქრებს ჩამოკიდული როგორც ბალახზე წვეთები წვიმის, მაგრამ ვცოცხლდები გზაგარიყული, ალბათ, იმიტომ რომ ცისკენ სიმით ამიტაცებენ ჩემი ლექსები, და მათ სიმღერებს დავესესხები. * * * იმქვეყნად წასვლით ვერ დავწყვიტე მე იმდენს გული, უდროოდ წასვლით მე რამდენმაც გული დამწყვიტა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი