ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ANELI |
Apr 23 2008, 11:10 AM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 85 რეგისტრ.: 2-February 08 წევრი № 3,830 |
მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო. -------------------- ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი