მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Apr 23 2008, 05:38 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ქართული პოეზია ამოუწურავია ულამაზესი შედარებების, მეტაფორების, განპიროვნების და ა.შ მაგალითებით
გიორგი ლეონიძე: "სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი. სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით.." მუხრან მაჭავარიანი: "...ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს, წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში; რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს... ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი." მიხეილ ქვლივიძე: "..ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.." გოდერძი ჩოხელი: სევდა ზღვა არის, იდუმალი და უნაპირო, გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი, მზის ჩასვლის მერე დარჩენილი თალხი ნაგრილი. მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება, გულში კი სევდა საღამოვდება, დგას ბნელი ღამე, იდუმალი და თავდახრილი... გაივლის ჟამი, მთის იქიდან ამოვა მთვარე და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება, როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში თეთრი აპრილი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი