9 აპრილის ტრაგედია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
9 აპრილის ტრაგედია |
marine |
Mar 27 2008, 02:30 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია. ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ. დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე. მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა. ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება. გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა. დიდი პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
არაგველი |
Apr 23 2008, 09:37 AM
პოსტი
#42
|
ქართველი ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
დღე იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, მოდგა ვეშაპი და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა... ...ღამე ერთად უნდა გავათენოთ, მჯერა კვლავ ცხელ სანთელს ავანთებთ, ისე არ მოკვდება საქართველო, დედა არ უტიროს ჯალათებს... დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? -------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
T I K O |
Apr 23 2008, 09:24 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? გაგვიგონია, მაგრამ ზეპირად არ ვიცით შევეცდები მოგიძებნო ამ დღეებში მანამდე ფოცხიშვილის ძალიან ცნობილ ლექსს დავდებ 9 აპრილზე: დღე დგება უტყვი და უჩვევი მეწამულ ბილიკზე ვდგები ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები. თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით, ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი. ყველას სიყვარულში გიტყდებით, გლოცავთ და მიშრება ყელი, ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი! გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი - ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით, ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით, სიტყვა გამოვნახოთ თბილი - ლოცვით მიმოვფანტოთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს! ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები, შევუწყოთ ერთმანეთს ხმები - ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები. ო, სისხლო, რა უცებ წყალდები, ო, გულო, რა უცებ თვრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები, ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ, ვფხიზლობ და ვჩურჩულებ- ამინ! დავუთმოთ ერთმანეთს დილა და დავუთმოთ ერთმანეთს ღამე! პ.ს. ეს დღე ძალიან ტკივილიანი, მაგრამ მაინც გამარჯვების დღეა ღმერთმა აცხონოს იმ დღეს გარდაცვლილთა სულები და შეეწიოს მოწამლულებს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი