აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
Amuza |
Apr 23 2008, 09:46 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
სოხუმი გენოციდის დროს
ასეთი სახის წერილი იქნა გაგზავნილი. გთხოვთ აზრის დაფიქსირებას. მე ვფიქრობ ეს წერილი ვაი ქართველებმა გააკეთეს. აფხაზებს ასეთი წერილი, უფრო თავდაჯერებულობას და მართალი კაცის პოზიციას შემატებს. კამპანია ,,ჰათამზაიტ’’ / `ბოდიში” თბილისი, 2007 წლის 14 მარტი მიმართვა აფხაზი ხალხისადმი ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ ამ მიმართვის გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით. დღეს, როდესაც 15 წელია გასული ტრაგიკული ომის მერე, გაცილებით ადვილია შეფასდეს ის მოვლენები, რამაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. წლების წინ საზოგადოების ნაწილი ცდილობდა წინ აღდგომოდა ომის ესკალაციას. ამ პროვოკაციული ომის საწინააღმდეგო განცხადებებს უკანონო დაკავებებიც მოჰყვა, რომელთა შესახებ საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი. ბევრი ჩვენგანი იმ დროს ბავშვი იყო და დღემდე გაუგებარია ომის მიზეზები. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი – ბუნდოვანი. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ჩვენ თითოეულ აფხაზს გვინდა პატიება ვთხოვოთ. ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი. ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა. ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ. ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა. ომი უკვე დამარცხებაა. ჩვენ კი გვინდა ჩვენი მიმართვის საჯაროდ გაცხადება: ბოდიში! ნუ დავყოფთ ერთმანეთს “ჩვენებად” და “იმათიანებად~, „მტრად~ და „მოყვარედ“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. თუმცა, ხელისუფლება ქართველი ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავდა. ბოდიში, რომ ქართველები ერქვათ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდნენ. ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია. ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს. დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „ბოდიში“ და გვინდა ყველა დავაფიქროთ ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, დავფიქრდეთ დღევანდელობაზე და ვეძებოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ვიწყებთ ბოდიშის მოხდით და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ სუფთა გულით მეტის მიღწევა შეიძლება და რომ ომს, ძალადობას და იარაღის ჟღარუნს არანაირი გამართლება არა აქვს. გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის აფხაზური კულტურა, აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა... ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ. მოგმართავთ თითოეულ აფხაზს. წინასწარ ვიცით, რომ ეს მიმართვა წინააღმდეგობას მრავალი მხრიდან გამოიწვევს. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეგვიძლია. ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, აფხაზი და ქართველი ხალხი რჩება. ჩვენმა შვილებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ. ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები. ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის. ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი