აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ნიანია |
Apr 24 2008, 10:08 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
Amuza
მოგესალმები ჩემო კარგო. მინდა გითხრა რომ ეგ მიმართვა ამ ფორუმზე ადრეც დავდე იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ!. მაშინ საკმაოდ ვრცელი კამათი მოყვა ამ ფორუმზეც და სხვა ფორუმებზეც. პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ეგ ტექსტი ამჯერად ოდნავ შეცვლილია. ციტატა მე მაინტერესებს, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. რას ემსახურება ეს ყოველივე? გრანტების მოპოვებას, თუ სხვა რამეს? იმიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი რომ ომი არ გივინდა ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით. ემსახურება იმას რომ ბოდიშს ვუხდით უბრალო აფხაზს ხალხს და არა სეპარატისტ მთავრობას ან ბოევიკებს!!! რომ ვერ შევაჩერეთ ომი. ამას ჩვენი ხელმძღვანელი 93-შიც აკეთებდა და ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა მარა რათქმაუნდა ათი სტუდენტის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. კიდევ იმიტომ ვამბობთ ამას რომ ქართველებს შევაგნებინოთ რომ მარტო ჩვენი ძმები და ქმრები ან შვილები არ მოუკლავთ იქ წამებით. აფხაზებიც არანაკლებად დაიტანჯნენ. კიდევ იმიტომ რომ ჩვენ, ქართველები თავს აფხაზებზე უპირატესად მივიჩნევთ ძალიან ბევრ სფეროში ასე რომ ჰუმანიზმიც მათზე მეტი უნდა გვქონდეს და თუ ასეა პირველებმა ჩვენ უნდა გადავდგათ პონანიების ნაბიჟი რომ ჩვენზე სუსტი ამ ნაბიჯისაკენ წავიყვანოთ. აქ ეხლა მიმართვის ახალ ვარიანტს დავდებ. ბევრი არაფერია შეცვლილი მაგრამ ის ნამეტანი რბილი ტონი შეცვლილია ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ. ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი. ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ. ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი. ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა. ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია. ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ. ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა. ომი უკვე დამარცხებაა. ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ. ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს. ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს. გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა. ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები. ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის, ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის. პ.ს. ისე ნამეტანი კარგი ინფორმაცია გქონია ამ კამპანიაზე. თითქმის ყველა ჩვენი სტატია წაკითხულია გქონია ეს მომწონს. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი