IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთი, ახალი საიტი
ნიანია
პოსტი Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.

აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ.

პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
paso
პოსტი Apr 24 2008, 10:35 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-April 08
წევრი № 4,627



დილა მშვიდობისა,
საკმაოდ საინტერესო სტატიაა, რომელიც ასახავს აფხაზების განწყობას მსგავსი სახის ღონისძიებებისა თუ კამპანიების მიმართ:

გზა აფხაზეთისკენ17 აპრ. '08


“Грузия, я люблю тебя” - წერენ აფხაზი ბავშვები



მარიკა შონია, თბილისი


“აფხაზეთი ჩვენი მიწაა და უნდა დავიბრუნოთო, ეს სიტყვები ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, ხალხზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. სოხუმში რომ ჩავდივარ, ხშირად მეკითხებიან, აფხაზეთი აფხაზებისგან რომ დაიცალოს, ასეთი აფხაზეთი გინდათო? და მე არ ვიცი რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქაც ვგრძნობ, რომ ჩვენ რეალურად ვერ გავარკვიეთ, რა გვინდა, მიწის დაბრუნება თუ ამ ხალხთან შერიგება”, - აღნიშნავს ქალბატონი ესმა, რომელიც აფხაზეთში გაზრდილი აფხაზური ოჯახის შვილი და ამჟამად თბილისში მცხოვრები ქართველი შვილების დედაა.

ალბათ ეს ის კითხვაა, რაც პირველ რიგში მოითხოვს პასუხს.. როცა სიმღერებით ვესალმებით აფხაზეთს, ალბათ, იმ ხალხს ისისც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს სალამი მარტო თეთრ სანატორიას და თოლიებს არ ეგზავნებათ, არამედ იმ ხალხსაც რომელთანაც მრავალწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს, ჩვენი რესპოდენტებიც, სწორედ ამ კავშირების გახსენების და გაცოცხლების გზას თვლიან ყველაზე მოკლე და მართებულ გზად აფხაზეთამდე.

„მართალია, ომი მოხდა და ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული გადასალახია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია არ მახსოვდეს ის დიდი სითბო და განსაკუთრებული ურთიერთობები, ის საოცარი სიახლოვე, რაც მანამადე ჩვენს შორის არსებობდა, ვიღაცის შეცდომების გამო მომხდარმა ძალადობამ არ მინდა რომ ეს ყველაფერი წაშალოს.... და ჩვენ, ადამიანებმა დავკარგოთ ერთმანეთი, რადგან ჩვენ სინამდვილეში საერთო მიწის გარდა, ყველაზე მეტად ეს ურთიერთობები და სიახლოვე გვაკავშირებდა“, - ესეც ქალბატონი ესმას სიტყვებია.

ესმა კოკოსკერიას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურ ენოვანი “მოამბის” რედაქტორი გახლავთ, სწორედ ამ ურთიერთობების შესახებ ვესაუბრეთ, ამ ურთიერთობების გახსენებას და გაცოცხლებას ემსახურება უმთავრესად გადაცემა, რომელსაც ქალბატონი ესმა და მისი კოლეგები ამზადებენ, და როგორც აღმოჩდა, არც თუ უშედეგოდ. ქალბატონი ესმას თქმით, ამ გადაცემას აფხაზეთში დიდი ინტერესით უყურებენ, თუმცა სამწუხაროდ, მისი სიგნალი მხოლოდ ოჩამჩირემდე ვრცელდება, დანარჩენ აფხაზეთში სატელიტით თუ უყურებენ. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გადაცემის არა საინფორმაციო, არამედ ის ბლოკი, სადაც აფხაზეთიდან დევნილთა ცხოვრებაზეა საუბარი:

„ხალხს აქვს საშუალება უბრალოდ ნაცნობი სახეები ნახოს, ის სახეები, რომლებიც ენატრებათ, მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები… და როცა ჩვენ აქედან ვაჩვენებთ რომ ეს ხალხი ცოცხალია, რომ მათ ახსოვთ აფხაზეთი და ის ძველი ურთიერთობა, და ენატრებათ ეს ურთიერთობა, ეს, რა თქმა უნდა, იქითა მხრიდანაც იწვევს გამოხმაურებას“

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობები, რა თქმა უნდა იცნობენ ერთმანეთს და ბევრიც აქვთ კარგი გასახსენებელი, მოდის ახალი თაობაც, რომელსაც არასოდეს ჰქონია ეს ურთიერთობა და ომის დროს დაიბადა. რა იციან მათ ქართველებზე, გარდა იმისა რომ ქართველებმა დაიწყეს ომი? ამ კითხვით ისევ ქალბატონ ესმას მივმართეთ:

„აფხაზეთში ახალგაზრდებს ცოცხალი ქართველი პრაქტიკულად არ უნახავთ, არანაირი ინფორმაცია არა აქვთ აქაური ახალგაზრდების მენტალიტეტზე, მათ პოზიციაზე და ა. შ. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, როგორ უნდა დავიძინო დაწყნარებულმა, თუ გვერდზე ქართველი იცხოვრებსო... როცა ყოველთვის მტრის ხატის გამყარება ხდება, ასეთ შედეგს ვიღებთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან, აქაურმა მოსახლეობამ, 15 წლის მანძილზე როგორღაც შევძელით ამ ტრაგიკული განცდების გადალახვა. აქ, ასე ვთქვათ, ცხოვრება წინ წავიდა. იქ სხვა ვითარებაა, დრო გაჩერებულია, ჩაკეტილი გარემოა, ყოველდღე ადამიანს რომ უჩვენებ ომის სასტიკ კადრებს, ახსენებ ახალგაზრდობას რომ ეს იყო და ეს არ უნდა დაგავიწყდეს, რა თქმა უნდა ეს ყოველივე ფსიქიკაზე მოქმედებს

სამი წლის წინ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, რომელსაც ბატონი ზურაბ შენგელია ხელმძღვანელობს, მოვიპატიჟეთ აფხაზ ახალგაზრდათა ჯგუფი, სხვათა შორის, ესენი იყვნენ მეომარი ბიჭები, თბილისში ისინი რაგბის მატჩს დაესწრნენ, და თბილისშივე შემთხვევით ნახეს ნიკოლშოუს ცნობილი კლიპი. ძალიან მოეწონათ და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა ეს კლიპი აფხაზურადაც ყოფილიყოო. ეს იდეა ჩვენც მოგვეწონა და დავიწყეთ მისი განხორციელება. ნიკოლშოუს კლიპის გარდა, კიდევ 7 ქართული სიმღერა ჩაიწერა აფხაზურად, მათ შორის უცნობის “ვაგონი”, ლელა წურწუმიას, მწვანე ოთახის და სხვათა სიმღერები... ეს ჩანაწერები წავუღეთ აფხაზეთში. პირველი რეაქცია იცით რა იყო მათი მხრიდან? - А они оказываеться талантливые (ისინი თურმე ნიჭიერები ყოფილანო), გაიკვირვეს.

წარმოიდგინეთ რამდენად არიან ისინი მოკლებულნი ჩვენს შესახებ ინფორმაციას. ეს სიმღერები შემდეგ აფხაზეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყველა ბარში, რესტორანში, მანქანაში, ქორწილებში უსმენდნენ. ხალხი მიხვდა, რომ არც უცნობი და არც სხვა მომღერლები არ იყვნენ პოლიტიკოსები. მათ ეს სიმღერები მათთვის გულით ჩაწერეს, რითაც თავისი დამოკიდებულება გულწრფელად გამოხატეს და ამაში არანაირი ლოზუნგები, მოწოდებები და ქვეტექსტები არ ჩაუდიათ, ამიტომ ვერანაირმა მთავრობამ და პოლიტიკამ ამის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ხალხმაც ეს მიიღო. მაგრამ როგორც კი შეამჩნევენ , რომ რამის მიღმა შეიძლება პოლიტიკა ან მსგავსი სახის რაიმე ქვეტექსტი იმალებოდეს, ძალიან ეჭვის თვალით ეკიდებიან. ხალხის დონეზე ასევე ვიცი, რომ გამოითქვა სურვილი, რომ აფხაზეთში ცოცხალი კონცერტებიც ჩატარდეს ქართველი მომღერლების მონაწილეობით, მაგრამ ჯერჯერობით ამის განხორციელება, ალბათ, ძნელი იქნება, რადგან მარტო ხალხის ნება ვერ წყვეტს ამ საკითხს.

ასევე მინდა გავიხსენო, შარშან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნული აფხაზეთის დღეები, აფხაზეთიდან გვყავდა მოწვეული ათ კაცამდე სტუმარი. ამ ღონისძიებაზე ყველაფერი გაკეთებული იყო აფხაზურ სტილში, აფხაზურ ფაცხაში, აფხაზური ატრიბუტიკით, აფხაზური კერძებით, თხაც კი ჩამოგვიყვანეს აფხაზეთიდან, შესრულდა საქართველოს ჰიმნი აფხაზურ ენაზე, უამრავი აფხაზური სიმღერა, ცეკვა, ჩვენი სტუმრები, ჩემი თვალით ვნახე ამის შემხედვარენი როგორ ტიროდნენ და ამბობდნენ, ჩვენი თვალით რომ არ გვენახა ეს ყველაფერი, ვერასოდეს წარმოვიდგენდით სოხუმში, რომ თბილისის შუაგულ ცენტრში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყოო.

ძალიან კარგი გაცვლითი პროექტი განხორციელდა შარშანწინ, როცა 15 ქართველი ბავშვი გაემგზავრა ზაფხულში სოხუმში 2 კვირით, 15 აფხაზი ახალგაზრდა კი, დაახლოებით 16-17 წლის, ზამთარში ბაკურიანში დავასვენეთ. ისინი შემდგომ თბილისში, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო, მთელი პარლამენტი დაათვალიერებინა. ბოლოს ბავშვებს ფურცლები დაურიგეს სადაც შთაბეჭდილებების შესახებ უნდა დაეწერათ, “Грузия, я люблю тебя” , იყო ერთ-ერთი ასეთი წარწერა.

ამ ბავშვებმა დაინახეს, რომ მათთვის ცხოვრება ენგურს გამოღმაც გრძელდება, და გახარებული წავიდნენ აქედან, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამის გამო, აფხაზეთში გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ, მაგრამ რაც მთავარია, ის სითბო, რაც მათ აქედან წაიღეს არასოდეს დაავიწყდებათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება, უფრო მეტი დადებითი იმპულსები. ჩემის აზრით, ის მთავარი, რაც ჩვენს შორის პრობლემას და დაბრკოლებას ქმნის, არის უნდობლობა, მათ არ სჯერათ რომ გარდა ტერიტორიისა, ჩვენ აფხაზეთის სხვა რამეც გვაწუხებს. ისინი ამბობენ, განა არ ვიცით რუსეთი რა არის, მაგრამ ქართველები ხომ ჩვენიანები იყვნენ და რატომ გაგვიკეთეს ესო... ისინი რუსეთისკენ იმიტომ კი არ იყურებიან, რომ უფრო მეტად უყვართ ის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამორიცხულია, უბრალოდ ქართველების აღარ სჯერათ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, ყოფით დონეზეც უფრო აქტიური ხდება კონტაქტები, აფხაზეთიდან თვითონ ჩამოდიან. აფხაზეთში ხალხს ელემენტარულად მკურნალობა სჭირდება, რისი სრულყოფილი საშუალებაც იქ არ არის., რუსეთში წასვლა უფრო ძვირი ჯდება და ისევ აქეთ ამჯობინებენ წამოსვლას. ბოლო თვეების განმავლობაში თხუთმეტამდე ადამიანი ჩამოვიდა აფხაზეთიდან სამკურნალოდ, ძირითადად კიბოს, შიდსის, ნარკომანიის და სხვა სახის პრობლემების გამო. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მხრივ მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან არსებობს პროგრამები, რომლებიც ამ ხალხის მკურნალობას აფინანსებს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათთვის აქ ცხოვრება გრძელდება და უკეთესია, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რუსეთში. რაღაცით ამ ხალხის დაინტერესება საჭიროა, და მე ვთვლი რომ მსგავსი დაინტერესების იმპულსები გარკვეულწილად ჩნდება. მე ვერ გეტყვით რომ ეს ხდება მასიურად, მაგრამ მაიმც არის ამის მაგალითები.

მაგალითად, წელს ორმა აფხაზმა ახალგაზრდამ გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოეწყო ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ერთ-ერთი გაგრელი ბიჭია, მეორე სოხუმელი გოგო. მართალია, მათ ას პროცენტიანი გრანტი ვერ მიიღეს, მაგრამ ხომ ჩააბარეს მაინც გამოცდები და თან ქართულში 28 ქულაც მოიპოვეს, რამაც მე ძალიან გამაკვივა კიდეც. რამდენადაც ვიცი, ამ ბავშვებს, სწავლის თანხის დაფარვაში ნაწილობრივ განათლების სამინისტრო, ნაწილობრივ კი სადაც სწავლობენ ის უმაღლესი სასწავლებელიც ეხმარება.

ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ძალიან მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, არავის არ ეკისრება იმხელა პასუხისმგებლობა აფხაზური მოსახლეობის მიმართ მთელს მსოფლიოში, როგორც ქართულ სახელმწიფოს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი ისტორიული და კულტურული წიაღიდან მოვდივართ, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ფაქტობრივად, იდენტურია, განსაკუთრებით მეგრელებისა და აფხაზებისა. მართალია, მე არც ისტორიკოსი ვარ და არც ეთნოგრაფი, მაგრამ მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, და ვერავინ დამარწმუნებს, რომ მეგრელისთვის აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები კახელი უფრო ახლოს იყოს, ვიდრე აფხაზი, იმდენად დიდია ამ ხალხების ტრადიციებს შორის სიახლოვე, თუნდაც მიცვალებულის დატირების ტრადიცია, ქორწილების აღნიშვნა, სუფრის წესი და ა.შ. ”

ქალბატონი ესმას ეს მოსაზრებები, ჩვენმა დანარჩენმა რესპოდენტებმაც გაიზიარეს. ქალბატონი შორენა ფილია, რომელიც ასევე შერეული აფხაზურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელია და ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის “პირისპირ” ხელმძღვანელი (ეს ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრები აფხაზი ქალბატონების გაერთიანებას წარმოადგენს), ასევე თვლის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის სიახლოვეს დიდი ისტორიული და კულტურული ფესვები აქვთ და ამას გაფრთხილება უნდა.

ამ ორგანიზაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი “ქალთა ბედი” , რომელშიც იმ ტრაგიკულ შედეგებზეა საუბარი რომელებიც აფხაზეთის ომმა, შერეულ აფხაზურ ქართულ ოჯახებს მოუტანათ. ეს წიგნი, ქალბატონი შორენას თქმით, აფხაზეთშიც გავრცელდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ ომმა და ძალადობამ თანაბარი ტკივილი მოუტანა ორივე მხარეს, თუმცა ჩვენი რესპოდენტები, რომლებმაც ეს ტკივილი საკუთარ თავზეც იწვნიეს, ყველაფრის მიუხედავად, თვლიან, რომ ეს არის საერთო ტკივილი, რომელმაც ორი ხალხი, რომლებსაც ერთად უცხოვრიათ, საერთო ოჯახები შეუქმიათ, არ უნდა გააბოროტოს და არ უნდა დააშოროს:

შორენა ფილია: „მინდა რომ ჩემს შვილებს შეეძლოთ აფხაზეთში ჩასვლა, მინდა, რომ იცოდნენ, რომ იქაც ჰყავთ ნათესავები, რომლებსაც ასევე უყვართ და ელოდებიან მათ. ისინი უკვე დიდები არიან, მაგრამ დღემდე სიყვარულით იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ჩემს სოფელში, ლიხნში ისვენებდნენ თავიანთი აფხაზი ნათესავების გარემოცვაში. მათ ძალიან ენატრებათ ის დღეები“ .

ლოლიტა ურუშაძე: „მე შერეულ ოჯახში გავიზარდე, დედა აფხაზი მყავს, თინა მუკბა, მამა ქართველი მყავდა.. როცა ომი დაიწყო, ქართველები ქარველებისკენ დადგნენ, აფხაზებმა ჩათვალეს, რომ ასევე თავი უნდა დაეცვათ, არადა, რა გვქონდა ერთმანეთისგან დასაცავი? დარწმუნებული ვარ, იქ შეიარაღებული ძალა საერთოდ რომ არ ჩარეულიყო, პრობლემა არ გამწვავდებოდა და არაფერი მოხდებოდა. ხალხი თითქოს იძულებით ჩაერთო ამ ბრძოლაში.. და ეს ჩვენი დიდი ტკივილია... ორივე მხარის ტკივილი... დღეს, როცა ტელევიზორში აჩვენებენ აფხაზეთის კადრებს, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილს ვაჩვენო, რადგან მინდა იცოდეს, რომ ის მისი სამშობლოცაა, იქ ცხოვრობენ მისი ნათესავები... მინდა რომ ყველაფერ ამის მიმართ სიყვარული ჩავუნერგო. მინდა, რომ აფხაზეთშიც, ასევე ახსენებდნენ შვილებს, რომ მათ აქეთაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, და მათ შორის არა მარტო ომი, არამედ დიდი სიყვარულიც არსებობდა“.

მარინა არშბა: „ჩემი შვილი, გიორგი სანიტარ-ინსტრუქტორად მსახურობდა და ომის დროს დაიღუპა, გიორგი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო შემრიგებელი, აფხაზეთშიც, ფიქრობდა, რომ ამისთვის მიდიოდა.. მიუხედავად იმისა, რომ დედისთვის შვილზე ძვირფასი არავინ არსებობს, შვილი შენი სხეულის ნაწილია, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენმა ტკივილმა არ უნდა გაგვაბოროტოს, არა მგონია, ვინმეს ვინმეს შვილის მოკვლა ნდომოდა.
მიუხედავად ამისა, მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ შვილებს, არა სიძულვილი, არამედ სიყვარული ჩავუნერგოთ. ჩემის აზრით, ახალი თაობები უნდა შევახვედროთ ერთმანეთს, მე, მაგალითად, 7 და 12 წლის შვილიშვილები მყავს, კარგი იქნება რომ შევახვედროთ ისინი თავიან თანატოლების, ეტყვიან ისინი ერთმანეთს რამეს ცუდს? რა თქმა უნდა, არა. თუ ეს ჩვენ არ შთავაგონეთ.

მე ბევრი სიკეთე და სიყვარული მახსოვს აფხაზეთთან დაკავშირებით, მამაჩემი, სოკრატ არშბა, ცნობილი ექიმი, ქირურგი გახდათ, ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ თბილისში მოღვაწეობდა, მის მიმართ და საერთოდ, ჩვენი ოჯახის მიმართ ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული არსებობდა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს“.

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=2612&lang=ge


შოთაძე

რაც შეეხება აფხაზური ენის პოპულარიზებას, სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამას, რადგან ამ ენას დიდი საფრთხე ემუქრება.
იცით, ვფიქრობ საქართველო თუ აფხაზური ენის პოპულარიზებას მეტ ყურადღებას მიაქცევს, ეს დაეხმარება აფხაზებში კეთილგანწყობის გაღვივებას, ეს თავის როლს შეასრულებს იმაში, რომ ხელი შეუშალოს აფხაზების რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვებას და რაც არ უნდა გადაჭარბებულად არ უნდა მოგეჩვენოტ, ასიმილაციას.
ენის შენარჩუნებასა და განვითარებას თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ამით აფხაზური კულტურის, მთელი ერის გადარჩენას შევუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ აფაზებს უფრო დავაახლოვებთ ქართველებთან და ხელს შევუშლით მათ გარუსებას და შესაბამისად, მათ საბოლოო დაკარგვას...


--------------------
"შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნიანია   აფხაზეთი   Apr 18 2008, 11:07 AM
კანონისტი   მესმის, მაგრამ მაგ ...   Apr 18 2008, 11:13 AM
ნიანია   ყოჩაღ! თუ გცალია ...   Apr 18 2008, 11:18 AM
ილია   და გონია აფხაზებიც...   Apr 18 2008, 11:25 AM
ნიანია   ჯერ გუშინ გავრცელ...   Apr 18 2008, 11:29 AM
კანონისტი   იქ რომ ირაკლი ჩხოტ...   Apr 18 2008, 11:30 AM
ნიანია   ეჰ დავით ჩვენ ყველ...   Apr 18 2008, 11:36 AM
კანონისტი   დღეს 2-ზე შანსი არა...   Apr 18 2008, 11:42 AM
ილია   უნდა იცოდენ რო თუ მ...   Apr 18 2008, 11:44 AM
ნიანია   კანონისტი ისე დავ...   Apr 18 2008, 11:50 AM
კანონისტი   დავტოვე ჩემი კომენ...   Apr 18 2008, 11:52 AM
მარიამი   დავტოვე ჩემი კომე...   Apr 18 2008, 12:05 PM
ნიანია   გაიხარე დავით. გან...   Apr 18 2008, 11:55 AM
კანონისტი   ნიანია ააი. აფსშვა ...   Apr 18 2008, 12:02 PM
ნიანია   ეეეჰ დავით არ მესმ...   Apr 18 2008, 12:05 PM
ნიანია   http://www.apsni.org/index.php?a=signitures...   Apr 18 2008, 12:11 PM
nana_007   უნდა იცოდენ რო თუ მ...   Apr 18 2008, 04:03 PM
კანონისტი   nana_007 არა, ულტიმატუმა...   Apr 18 2008, 04:08 PM
nana_007   nana_007 არა, ულტიმატუმ...   Apr 18 2008, 04:13 PM
კანონისტი   nana_007 გაბედოს.... :კი: მ...   Apr 18 2008, 04:19 PM
ნიანია   პრეზენტაციიდან და...   Apr 18 2008, 04:24 PM
კანონისტი   ნიანია ჰოო? აუ, ნეტ...   Apr 18 2008, 04:27 PM
ნიანია   არა სამწუხაროდ თბ...   Apr 18 2008, 04:31 PM
nana_007   ნიანია, არავინ უად...   Apr 18 2008, 04:32 PM
ნიანია   ხოდა ეს კამპანიაც ...   Apr 18 2008, 04:39 PM
nana_007   გასაგებია, ნიანია, ...   Apr 18 2008, 04:47 PM
ნიანია   ღმერთმა გვაშოროს. ...   Apr 18 2008, 04:53 PM
abo   ნიანია ეს ხელისუფ...   Apr 18 2008, 06:20 PM
nana_007   და რა ხდება ახლა? რა...   Apr 18 2008, 07:17 PM
შოთაძე   სამწუხაროდ, რეალობ...   Apr 19 2008, 01:41 AM
nana_007   რა ხდება საქართველ...   Apr 19 2008, 04:20 AM
abo   nana_007 არაფერს ნანა ჯე...   Apr 19 2008, 04:35 AM
KAIROS   მთავარია მშვიდობა...   Apr 19 2008, 04:51 AM
xornabujeli   მთავარია მშვიდობა...   Apr 21 2008, 11:36 PM
nana_007   ამბობენ შესაძლებე...   Apr 19 2008, 04:52 AM
ლილიანა   ომი არ გვინდა ! ძ...   Apr 19 2008, 10:08 AM
ნიანია   გამარჯობათ ხალხო. ...   Apr 21 2008, 09:50 AM
ილია   კაცო ქართველების ...   Apr 21 2008, 10:45 AM
ნიანია   იცი რა ილია "რაღა...   Apr 21 2008, 11:39 AM
ილია   კი აფრიალებენ ათა...   Apr 21 2008, 11:57 AM
შოთა   აგრესიულად არც მე ...   Apr 21 2008, 12:32 PM
nana_007   აგრესიულად არც მე ...   Apr 21 2008, 10:12 PM
.nino   ილია შოთა მოსაბოდ...   Apr 21 2008, 10:28 PM
nana_007   ნინო, შენი პოზიცია ...   Apr 21 2008, 10:36 PM
.nino   ნიანიას ორგანიზა...   Apr 21 2008, 10:45 PM
nana_007   აი, რა ლამაზი ხელწ...   Apr 21 2008, 10:55 PM
.nino   nana_007 მადლობა :მპუა: ...   Apr 21 2008, 10:59 PM
ნიანია   გაიხარე ნინო. ამაზ...   Apr 22 2008, 10:12 AM
.nino   ისევე რგორც ჩვენ(ყ...   Apr 22 2008, 01:16 PM
ილია   საბრძოლი შეიძLება ...   Apr 22 2008, 01:23 PM
.nino   მეც ეგ მინდა, და აქ...   Apr 22 2008, 01:32 PM
ილია   მეც ეგ მინდა, და აქ...   Apr 22 2008, 01:40 PM
.nino   ილია :მპუა: გაიხარე...   Apr 22 2008, 02:34 PM
შოთა   საერთოდ ურთიერთობ...   Apr 22 2008, 04:10 PM
nana_007   ნეტავ არასდროს გაც...   Apr 22 2008, 04:23 PM
paso   ქართული საზოგადოე...   Apr 22 2008, 04:34 PM
შოთა   nana_007 ნანა 100 % მართალი...   Apr 22 2008, 04:45 PM
ნიანია   შოტა, ასეთი უამრავ...   Apr 22 2008, 04:51 PM
შოთა   პატიებით ჩვენ უნდა...   Apr 22 2008, 05:01 PM
.nino   ჯერ ერთი ამას ჩეჩნ...   Apr 22 2008, 05:28 PM
paso   შოთა პატიება იმაზე...   Apr 22 2008, 05:52 PM
nana_007   и гуляет смерть костлявая, ...   Apr 22 2008, 05:58 PM
nana_007   შოთა პატიება იმაზ...   Apr 22 2008, 06:13 PM
nana_007   რა მაინტერესებს იც...   Apr 22 2008, 07:06 PM
შოთა   paso კაი ახლა შერიგე...   Apr 22 2008, 07:23 PM
nana_007   შოთა, სანამ ვერ გავ...   Apr 22 2008, 07:35 PM
შოთა   nana_007 ისინი თავის ნე...   Apr 22 2008, 07:45 PM
კანონისტი   და ვინ გითხრა ნანა,...   Apr 22 2008, 07:49 PM
nana_007   შოთა, ეგ ამბები ვიც...   Apr 22 2008, 08:03 PM
შოთა   კანონისტი არა დავი...   Apr 22 2008, 08:12 PM
შოთაძე   კარგით რა, შეცდომე...   Apr 23 2008, 03:00 AM
ნიანია   დავით ჩემი კითხვა ...   Apr 23 2008, 10:00 AM
paso   ნანა, ჯერ ერთი ქართ...   Apr 23 2008, 03:21 PM
შოთაძე   იცით, რა ტრიალებს ...   Apr 23 2008, 03:28 PM
nana_007   paso, ეს იმას უთხარი, ...   Apr 23 2008, 03:53 PM
paso   არ ვიცი, ჩემს წარმო...   Apr 23 2008, 04:03 PM
nana_007   paso, :მპუა2: გისურვებ ...   Apr 23 2008, 04:35 PM
შოთაძე   აფხაზებს რატომ უნდ...   Apr 23 2008, 05:44 PM
ნიანია   მეც მაგას არ ვამბო...   Apr 23 2008, 05:50 PM
შოთაძე   მეც მაგას არ ვამბო...   Apr 23 2008, 05:59 PM
კანონისტი   შოთაძე რად უნდა მა...   Apr 23 2008, 06:48 PM
შოთაძე   შოთაძე რად უნდა მა...   Apr 23 2008, 06:52 PM
კანონისტი   შოთაძე უფასო კურსე...   Apr 23 2008, 07:21 PM
შოთაძე   სკოლებში სწავლებ...   Apr 23 2008, 07:27 PM
შოთა   შოთაძე კაი ახლათ ნ...   Apr 23 2008, 07:45 PM
nana_007   შოთაძე კაი ახლათ ნ...   Apr 23 2008, 09:01 PM
შოთაძე   შოთაძე :) კარგი რა ...   Apr 24 2008, 12:19 PM
შოთა   nana_007 ამ დიდი დღესასწ...   Apr 23 2008, 09:09 PM
nana_007   შოთა :მპუა2: სადაც ა...   Apr 23 2008, 09:29 PM
Amuza   სოხუმი გენოციდის დ...   Apr 23 2008, 09:46 PM
nana_007   Amuza იმათი პასუხიც ხ...   Apr 23 2008, 09:51 PM
Amuza   [b]Amuza იმათი პასუხიც ...   Apr 23 2008, 10:02 PM
nana_007   Amuza საინტერესო პოსტ...   Apr 23 2008, 10:08 PM
შოთა   Amuza აფხაზების ერთი რ...   Apr 23 2008, 10:55 PM
ნიანია   Amuza მოგესალმები ჩემ...   Apr 24 2008, 10:08 AM
paso   დილა მშვიდობისა, ს...   Apr 24 2008, 10:35 AM
შოთა   paso საინტერესო რამე ...   Apr 24 2008, 02:38 PM
nana_007   შოთაძე, მე არავის...   Apr 24 2008, 05:36 PM
შოთაძე   შოთაძე, მე არავისტ...   Apr 24 2008, 05:46 PM
nana_007   მეწ ვკითხულობ იმა...   Apr 24 2008, 05:50 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 05:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი