რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
Gio707 |
Oct 15 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,422 |
მხოლოდ და მხოლოდ სწავლის გამო
|
alilo |
Apr 24 2008, 08:09 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ციტატა საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიშით ჩარევისთვის,მაგრამ თავად 8 წელია საქართველოს მოვწყდი და ღვთის მადლით ქართული სული არ დამიკარგია.რაც 8 წელი საქართველოდან წასული ვარ მცირედი გამოცდილება მეც მივიღე უცხოეთში.უკვე ცოთა არ იყოს ერთი და იგივეს მოსმენა უკვე სამწუხაროა.ზემოთ მოხსენიებულ ციტატაში მართალია რაც წერია,მაგრამ ხალხს მაგას კი არ უნდა ჩააგონებდეთ,რო აი ასე დ ისე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან აკრიტიკებთ და კრიტიკის შეშვიით კაცო.ეხლა აქ მყოფი ქართველი ზემო მონიშნულ ციტატას რომ წაიკითხავენ, რა გონიათ საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუძლიერდებათ თუ დაუსუსტდებათ,რა თქმა დაუსუსტდებათ.თქვენ თუ გსურთ უხოეთში მყოფ ქართველებს დაეხმაროთ იმას ნუ კი ასწავლით როგორი ვითარებაა საქართველოში (ეგ იციან უკვე) ,არამედ ის ასწავლეთ როგორ გადალახონ ეს ვითარება საქართველოში დაბრუნდნებით,იცით თვქენ რომ აი ასეთი კომენტარების (ზემოთ არნიშნული რომ არის (ძმაო გიორგი არ გაყენებ შენ შეურაცყოფას მომტევე))მოსმენით აღარ უნდათ საქართველო და გეუნებით თქვენ რომ,ჯობს ეკონომიურად გაგწირდეს ვიდრე სულიერად დაეცეს უხცო ქვეყანაში,იმიტომ რომ აქ ქართველი კაცი დაიღუპება თუ დარჩება ფულის იმედით.ხალხო გონს მოდით(არ გაყენებთ შეურაცყოპას მაპტიეთ ) ნუ აკრიტიკებთ და ყოველ დღე ერთი და იგივეს ნუ ჩააგონებთ ამ საბრალო ხახლს.ვიცით რომ გაჭირვეებაა და ვიცით რო უსამრთლოობაა.მაგრამ გვასწავლეთ როგორ გადავლახოთ მანდ დაბრუნებით და მოგვეცით ენთუზიასმი დაბრუნების ანუ კი აშინებთ ამ ხალხს.გეუნებით რომ აქ დარჩენა მით უფრო დიდი გასაჭირია ვიდერ საქართველოში ყოპნა.მადლობა იესო ქრისტეს რომ ჩვენი ქვეყანა კიდე ფხეზე დგას,თქვენგანმა ზოგმა იცის ზოგმა არა, ვარესი საშინელელები ხდება უხცო ქვეყნებში და საქართველო იმასთან შედარებით აყვავებულია.ასე რომ გეხვწებით ძმებო და დებო გაანებეთ ცუდის შთაგოენბას თავი და უცხოეთში მყოფ ქართველებს ასწავლეთ რომ დაბრუდებიან გაიხსენონ ის გაჭირვებაა რომელიც არის უცხო ქვეყენბში როგორიცა, აფრიკაში,როგორიცაა ეყრაყი და სხვა ასეთ ქვეყნებში და ასწავლეთ ის რომ მადლიერი ვიყოთ იმისა არც მოგვცა უფალმა და აი აქიდან დაიწყება საქართველსო გაბრწყინება როცა ჩვეN სულიერად ვიქნებით მდიდრები ანუ ცოთასი ვართ კმაყოპილი და ჩვენ მეტი არ გვინდა და აი ამას რომ შევიგნებთ ქართველი ერი, აი მერე დავბრუნდებიტ,თორე ცუდის და არა დამაკმაყოფილებელი ვითრებისა შთაგონებით უფროო დააფრთხობთ ამ საბარლო ხალხს.მპატიეთ თუ რამე უხეშად ან შეურაწყოფილად და დავწერე,ამას მხოლოდ სამშობლოს სიყვარული მაწერიენბს,ღმერთმა ნუ ქნას ეს სიყვარული ცრუ გამოდგეს.ღმერთმა დალოცოს ემიგრაციაში მყოფი ქართველები დ ამლე დაგაბრუნოთ უფალამ სამშობლოში |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი