![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
nana_007 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
(*ეს პოსტი შეცდომით სხვა თემაში დავპოსტე და ახლა გადმოვიტანე აქ, მაპატიეთ)
ქრისტიანობა მუსლიმანობისაგან განსხვავებით ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. მე კიდე სადგაც წამიკითხავს, ცეცხლითა და მახვილით უნდა გავრცელდეს მუსულმანობა. ხოლო რაც შეეხება იმას,რომ მათი რიცხვი წელიწადში 1 % იზრდება, მე ვიცი ჩატარდა გამოკვლევა მსოფლიო მასშტაბით და ყველაზე მრავალრიცხოვანები ქრისტიანები ვართ. p.s. მინდა შიიტებსა და სუნიტებს შევეხოთ. მათ ხომ რაგაც განსხვავებები აქვთ და იესო ქრისტეზე ცნობების გადმოცემაში რა განსხვავებებია? მაინტერესებს... ![]() განსხვავებები ზუსტად ყველაფერი არ მახსოვს. ვიცი, რომ სუნიტები ლოცულობენ 5-ჯერ დღეში და შიიტები 3-ჯერ. შიიტები დიდ პატივს სცემენ და მუხამედის ტოლადაც კი მოიხსენიებენ მუხამედის, როგორც "ფეიღამბერის", სიძეს , ხატიჯასგან ქალიშვილის ფატიმას ქმარს ალის. შიიტებში გავრცელებულია ასევე თვითგმევის პროცედურა, ტიტვლდებიან და "შახსეი ვახსეი" შეძახილებით ირტყამენ ჯაჭვებს ტანზე (შეძახილი აკუსტიკურად ასე ისმის, თორემ თუ არ ვცდები "შახ ხუსეინს" ამბობენ). ალის კულტის გამო იკრძალება ასევე კარტის და ბურთის თამაში, ლეგენდის მიხედვით, "ქააფირებმა" ანუ ურწმუნოებნა მოაჭრეს ალის თავი და ითამაშეს, როგორც ბურთი, თითქოს ყურებით კი ბანქო უთამაშიათ. სხვა დოგმატური და სწავლების მხრივ რა განსხვავებაა, ზუსტად არ ვიცი. შიიტებზე ბევრად მკაცრები არიან ე.წ. ვაჰაბისტები, რომელებზედაც ბევრი ბრუტალური წეს-ჩვეულება მსმენია, მაგალითად, გოგონების დასუნათება (წინდაცვეთა), მიზნით, რომ ქალი გრძნობისმიერადაც გადაიქცეს კაცის მონად და თანაცხოვრების დროს სექსუალური სიხარულის ნაცვლად ტკივილს გრძნობდნენ. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი