IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944), მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი ნოველაზე "ტრაგედია უგმიროთ&qu
q-e-T-i
პოსტი Feb 15 2008, 08:19 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა.
ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი.


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
q-e-T-i
პოსტი Apr 26 2008, 08:53 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ძლიერნი სულნი
(შექმნილი ლეგენდა)
***
De te fabula narratur


დიახ! იყვნენ ადამიანები ძლიერნი სულით, ამაყნი, ქედ-მოუხრელნი, დაუდგრომელნი. თავი ზე-კაცათ მიაჩნდათ, თავისი ნება - წმინდა კანონათ, პიროვნების გამოჩენა - უმაღლეს მიზნათ. სძულდათ და უყვარდათ არა გრძნობით - მთელი სხეულით, აზრით, სიხარულის ცრემლებით და ტანჯვის ხარხარით.

აზროვნებდენ არა წუთებით - წლობით იყვნენ გამსჭვალული ერთი საკითხით. ყველას თავი მეფეთ ესახებოდა და ქვეყანა - თვისი ცხენის სათელათ!

ნაქანდაკები შეხედულებით, იასავით მგრძნობიარე, გველივით მახვილ-გონიერნი - არ გვგავდენ ჩვენ, ლოკოკინასავით მოღოღიალე ხალხს, მატლებს ამა ქვეყნისა. არ ეშინოდათ უჩვეულო გრძნობის, არ ეძიებდენ მუდამ თანამოაზრეს.

აი ერთი ამბავი მათის ცხოვრებიდან.



ძლიერნი სულნი
(შექმნილი ლეგენდა)
I
ქვრივს ქალიშვილი ყავდა. რომ ამოდის მზე, ღვთის შესახვედრათ ქვეყანას მორთავს შვენებითო, ამბობენ. მართალია. მაგრამ შემომქმედი რომ გადმოიხედავდა, ქვრივის ქოხში ჩაიხედავდა, როგორ სძინავს ჩემს რუსუდანსაო. დიდხანს სტკბებოდა უფალი თავისი მხევალით; უფალი ზემოდან დაყურებდა მძინარე რუსუდანის შვენებას; ათასისთავის ვაჟიშვილი სულგანაბული იცთიდა თვისი სახლის კარების უკან, აი როდის გამოვა ეზოში ტანის რხევით და გამოაშუქებს ულმობელი ქალიო.

უმთვარო ღამე იყო, უვარსკვლავო. არ ეძინა მხოლოდ ათასისთავის ვაჟს. მეტ სახელად ცხენლოგინას ეძახდენ. მართლაც ან ცხენზე იჯდა და ან ლოგინში იწვა. შეიძლება იმიტომაც დაარქვეს ასეთი მეტი სახელი, რომ ცხენზე, როგორც ლოგინში, გრძნობდა თავს, თვეობით დახეტიალობდა მთაში მტერზე და მხეცზე სანადიროთ. ერთი ხანია კი სოფელს არ შორდებოდა.

ეჭვიანია სიყვარული. აი ახლაც ცხენლოგინა ბრაზობდა, ეჭვიანობდა: რათ შეეჩვია ქვრივს აფხაზი? რა აქვთ საერთო? შარშანდელი თარეშიც უმაგისოთ რომ არ მომხდარა, დანამდვილებით ვერ გავიგე; დავიფიცებ კი! ამდენი საჩუქარიც რომ არ მინახავს! მოაქვს და მოაქვს. რა ენაღვლება: ოდიშში ნათარეშევს აქ მოიტანს, აქიდან არაფერი გაყავს. რაც ეს აფხაზი დაუმეგობრდა ასისთავის ქვრივს, ჩვენში ცხვარიც არ დაკარგულა. შარშანდელი თარეში მაგის საქმეა! საწყალი ველის-მზელა კი ემსხვერპლა... მთვარიანი ღამე იყო. მოიტაცეს... კიოდა თვით მამამისმა ესროლა ისარი და ისიც და მისი გამტაცებელიც ცხენიდან ჩამოაგდო. ცხენოსანი რომ მოგვვარდა უშიშრათ, ჩაბალახ-ჩამობურული, ერთი დახედა, „ის არ ყოფილაო“, თქვა და გაქრა... აი ეს აფხაზია... ნამდვილ... მაგრამ ვისზე თქვა „ის არ ყოფილაო, მადლობა ღმერთსო?“ ნამდვილ, ნამდვილ რუსუდანზე... აჰ?.. სად წამივა? მიწაში ვერ ჩაძვრება, ცას ვერ გამოეკვრება; ხმელეთზე ყოველგან ვნახავ. მაშინდელ თარეშს არაფერი წაუღია, არაფერი გაუდენია... მხოლოდ ველის-მზელა!.. ქვრივ დედაკაცს საიდან მოეკიდა შვილობილათ ის აფხაზი?.. საწყალი ვახტანგი! მოკლა მტერი, მაგრამ თავისი შვილიც თან გადაატანა. ხელის კლანჭებით გამოღადრა ცხენს კისერი. დაიფიცა: სანამ ისრების რტყმევით ამ ცაცხვს არ გავახმობ, მანამ არც მე მოვშორდები ამ ადგილსო. ვერ გაახმო ცაცხვი... ვეებერთელაა; მისი ჩრდილი ახლა ფარავს ორივე მამა-შვილს. საწყალი ვახტანგი, რა ვაჟკაცი იყო... სულთ მობრძავი რომ იყო, მაშინაც ისარს ურტყამდა ცაცხვს. -

ბიჭო, ეს რა ამბავია?.. ცხენის ფეხის ხმა!.. ჩვენი ძაღლები ყეფენ! დიმიტრის ეზოს ჭიშკარი ჭრიალობს. ეი, მდევარი!.. ვინა ხარ?.. გამოიხედეთ! ქურდი! მდევარი! დედაბერო, თავს უშველე, გაგქურდეს! შენმა შვილობილმა გაგქურდა, ქალი წაგართვა!..

ცხენლოგინა უკვე უბელო ცხენზე იჯდა; აფშარათი მართავდა.




II
ცხენი მოკვდომოდათ. აფხაზი და რუსუდანი მდინარეს ქვეითად მიადგენ. წყალდიდობა იყო, გასვლა ეძნელებოდათ.

- სად წამიხვალ, წუწკო, ურჯულო! - მიაძახა მათ უბელო ცხენზე უიარაღო მხედარმა.

ვაჟი ისარივით გადმოვარდა ცხენიდან.

- თუ ვაჟკაცი ხარ, რას იგინები?

- შენ ზრდილობის რა ღირსი ხარ. ღამის ქურდო, სტუმრობის ადათის გამტეხო! გააგდე იარაღი, თუ მართლა ვაჟკაცი ხარ. მე უიარაღო ვარ.

- რათ ვიზამ სისულელეს! რათაც გაჯობებ, მით მოგიშორებ თავიდან.

- აკი გითხარი, ვაჟკაცი კი არა, ღამის ქურდი ხარ-მეთქი! მაგრამ არაფერია. რკინას ხელი უნდა, თვარა თვითონ ხომ არა ჭრის!..

- მარტო ვიყო, სახელისთვის შეგებრძოლებოდი, ახლა კი რუსუდანისათვის ვიბრძვი. გასამრჯელო საკმაოა; - დინჯად უპასუხა აფხაზმა.

ქაჯსა გავდა ნიფხავ-პერანგის ამარა მომხდური. აფხაზს მომარჯვებული ხანჯალი ეჭირა. პირდაპირ მივარდნა არ შეიძლებოდა.

ვაჟი ჭინკასავით ხან მოიკუმშებოდა, ჩაჯდებოდა, ხან ჩამჯდარი გადახტებოდა აფხაზისაკენ, ხან უკან დაიხევდა და საშინელის სისწრაფით აფხაზის ირგვლივ დატრიალდებოდა. დამხდური იძულებული იყო - მუდამ სახეში ეცქირა მტრისათვის, რომ უეცარის ნახტომით ზურგში არ მოქცეოდა.

ქალი ხმა გაკმენდილი შორიახლოს იყო და თავისი ყოფნით ორივეს ამხნევებდა.

ამ ხტუნვაში ვაჟმა აიღო ქვა... აფხაზს არ შეუნიშნავს... სასროლად ადვილად არ იმეტებდა. ერთად ერთი იარაღი იყო... დროს ეძებდა; თვალით ზომავდა; უმიზნებდა და ძალას იკრებდა... ერთი გადახტომის დროს თვალის დახამხამებაზე მარცხენა ხელით ფხვიერი მიწა მოსთხარა, ახლოს მივარდა აფხაზთან და თვალებში შეაყარა; მერე უკანვე დაიხია და ქვა შიგ მკერდში დასცა... აფხაზი შეტორტმანდა... ეცა ხელში. ხანჯალი ვერას გზით ვერ წაართვა. მარცხენა ხელში ლეკური და მარჯვენაში ხანჯალი სიკვდილსავით ჩაებღუჯა და ქვეყნიური ძალა ვერ წაართმევდა. ვაჟი სწვდა აფხაზს ყელში და გაგუდა. ორივე დაეცა... არც ერთი ხმას არ იღებდა... ქშინავდენ... ოფლი ხვითქად მოდიოდათ.

- გაუშვი ხელი!.. - დაიძახა ქალმა.

ვაჟი იმავ წამს წამოდგა და აფხაზი მიატოვა. ქალი წაქცეულს მივარდა, ჩაეხუტა, ცრემლებს აფრქვევდა, გულს უსინჯავდა, სუნთქავს თუ არაო.

- მოშორდი უმგვანოს!

- თუნდაც მოჯალაბე იყოს ფეხს დავბანდი, რომ შენ, უღმერთო, არ წაგერთმია.

- აფხაზია - ურჯულო.

- მის ღმერთს ვეთაყვანები!

- როდის მოასწრო შენი მოხიბლვა?

- როცა მისი ფშვენა ჩამესმა ძილში... როცა შემეხო ათრთოლებული ხელით... როცა უნაგირზე ჩამიკრა გულში... როცა გაშმაგებული მკოცნიდა და ყურადღებასაც არ აქცევდა მდევართა ისრებს და გახელებულ ქროლას ცხენისას უგზო-უკვლო მთა-ღრეში... როცა გაბედა და ჩემთვის დაარღვია სტუმართ კანონი და მომვარდა წასაყვანათ... შენ ვერ გაბედავდი!.. გულიც მოგიკვდეს!

- ვიცი ვერაფრათ მოგხიბლავ, მაინც გეტყვი: ყველაფერს ვიშოვიდი, მოვიმოქმედებდი, მონათ გაგიხდებოდი, ღვთაებათ დასახულო; აი ჩემი გული - ამოიღე, დაფერფლე, ოღონდ ერთი წამი მომეც სიტკბოებისა.

- თავს მომაკვლევინებ?

- აღტაცებით!

- მაშ რა გინდა?

- ერთი ამბორი...

- კარგი, თანახმა ვარ.

ქალმა შეუმჩნევლათ ამოაძრო თავის საყვარელ არსებას ხანჯლის ქარქაშიდან პატარა ხანჯალი.

- გაიხადე ფეხს! ოჰ, რა მშვენიერებაა! გაუშვი ტევრათ თმა, გადიყარე უკან; გადიღიღნე გულმკერდი, აიკაპიწე სახელოები! ასე... ოჰ, ნეტა თუ იყოს სხვა რამ ამ ქვეყნათ?.. ასე, აქ დაჯექ, ამ კლდეზე.

- რას მიშვები, რა გინდა?

- არაფერი, ერთი ამბორი მხოლოდ. ერთი ამბორი, მაგრამ ისე, როგორც მე მსურს... რომ დავდნე - რომ დავიწვე... რომ სანამ შენ მოასწრებდე, მე თვით დავლიო სული ნეტარების სისუსტით...

ქალი კლდეზე ჩამოჯდა. კლდე კიბისებური იყო, ვაჟი უფრო ქვემოთ დაჯდა. ტიტველ ფეხებს ხელი მოუჭირა, თავი ქალს კალთაში ჩაუდვა, გადასწია თავი და შეხედა... მშვენიერება იყო... ქალი დაიხარა... ფეხები გვერდებზე მოუჭირა, ჩაეკონა...

პატიოსნათ აასრულა ქალმა დაპირებული. მთელის სიძულვილის ეშხით, მომავალი შურისძიების წინათ-გრძნობით ჩაეწება ქალი ვაჟის ტუჩებს, მარჯვენა ხელი შემოხვია ყელზე. ნელა გაუხსნა ვაჟს ყელსაბმელი და გულზე ხელი დაადვა. ვაჟი მთვრალი იყო. ქალი არ ათავებდა კოცნას. მარცხენა ხელით ნელა დაადვა გულის ფანცქალს პატარა, ბასრი ფოლადის წვრილი ხანჯალი. ქალი არ ჩქარობდა; ქალი თვით გაიტაცა ვაჟის განუზომელმა ტრფიალების ჟინმა და ცდილობდა, სანამ ხანჯალი თავისას გასჭრიდა, ამოეწუწნა სული. ხანჯლის წვერი ნელ-ნელა შედიოდა გვერდების ძვალთა შორის სხეულში, თითქოს იქ ეძებს - დარჩა გული თუ ქალის ტუჩებმა ზემოთ ამოიღოვო. სისხლი ჭრილობიდან მოდიოდა, წყნარა მიყვებოდა ვაჟის სხეულს, იკარგებოდა პერანგის ჩრდილში და არ სვრიდა რუსუდანის კალთასა და თეთრ თითებს...

უეცრათ ქალი ჯერ გაიმართა, მერე ისევ ჩაიკეცა, თითქოს ხელმეორეთ კოცნისო... აფხაზი მიპაროდა მათ, შეემჩნია ღალატი, ჩაეკრა ხანჯალი და დასუსტებულს იქვე გული წასვლოდა...

სამივე მთის ძირში ეგდო.

მოწმენდილი ცა სხივს ფენდა. დაბურული ტყე ჩრდილს უგზავნიდა. ეკალი, მაყვალი, გვიმრა ფარავდა.

აფხაზი გონს მოვიდა, რუსუდანი და ვაჟი ერთმანეთს ჩაცივებოდენ ქალს სულის თქმა არ ქონდა. სიკვდილის ფერი კიდევ უფრო უხდებოდა შავ თმას და შავ ტანსაცმელს. ვაჟი ცოცხალი იყო... მგონი თვით ცდილობდა არ გამორკვეულიყო. ჭრილობა არ უგვრძნია; ეშინოდა - ამ კოცნის შემდეგ რუსუდანი გამშორდებაო.





III
აქაფებულ ცხენზე მათ თავზე წამოადგა ქალის დედა. ერთი თვალის გადავლებით სინამდვილე ვერ გაიგო.

- ღვთისა და თემობის მგმობელო, შენ მომიკალ, გამიუპატიურე ქალი! - მხეცივით ეცა დედაკაცი ცხენლოგინას, სცემდა, სჯიჯგნიდა და თან უყვიროდა:

- შენზე არ გავსვრი იარაღს, შეგჭამ ჩემი კბილებით...

- კმარა! - სუსტი ხმით დაიძახა აფხაზმა, - მე მოვკალ რუსუდანი, მოუარეთ.

დედაკაცი სრულიად დაიბნა.

აფხაზის სიტყვები ვერ გაიგო, ვერც ჯინჯგავითა და ყვირილით გამოღვიძებულმა ვაჟმა. სისხლისაგან დაცლილი - იგი უსიტყვოთ ეგდო.

ორ კვირას ელოდნენ ქალის გაცოცხლებას. თითო-ორორი, შემთხვევით წამონასროლმა სიტყვამ გააგებინა მათ მთელი სინამდვილე. სასოწარკვეთილმა აფხაზმა წამოიძახა:

- არც ერთი არა ვართ დამნაშავე!.. უბედურ დღეზე ვყოფილვართ გაჩენილი.

შვენიერებამ ლოყების ელფერი დაკარგა. გასივდა ტანი. გაჩნდა მატლი. თვალები ჩავარდა. თმა გაშეშდა, გახმა... სიყვარული კი დარჩა უკვდავი.

- რა ვქნათ ისეთი, რაც არც ერთ ადამიანს არ ექმნას? რით დავსტოვოთ სამარადისოდ რუსუდანის სახელი? - იკითხა ერთხელ აფხაზმა.

- მეც მაგაზე ვფიქრობდი! - თითქოს ძლივს წარმოსთქვა წყნარათ ჯერ კიდევ ფიქრში გართულმა დედამ.

- მეც!

- ავაშენოთ მეჩეთი!

- ათასი აუშენებიათ!

- ავაშენოთ მხოლოდ ჩვენ სამმა!

- ჩვენ - სამმა...

- ისე რომ არც ერთი ადამიანი არ დავიხმაროთ!

- არ დავიხმაროთ...

- მიუვალ კლდეზე...

- კლდეზე...

- უიარაღოთ, რომ ხელით ვთხრიდეთ ქვას და პეშვით მიგვქონდეს წყალი.

- კეთილი!

- არ ჩავიდეთ ქვემოთ, ადამიანებთან; შეკერილი არ ჩავიცვათ, მოხარშული არ ვჭამოთ.

- ამინ!

- მეჩეთი არ ვარგა.

- ჩემთვის სულ ერთია.

- ჩემთვისაც!

- ჩემთვისაც, ოღონდ რუსუდანი ღვთის მოსავი იყო.

- რომლის?

- რომლის?

- რომლის?

- ავაშენოთ ამის სადიდებლათ დიდი მშვენიერი გუმბათით სადგომი, მისდა კვარცხლ ბეკათ, მისი ტრაპეზი... მას ვუგალობოთ იმაში - ყველა ღმერთს, ყველა ძალას.

- ამინ.

- ამინ.

- ამინ.





IV
წინათაც ეს ადგილი მიუვალი იქნებოდა. ახლა თვით ჯიხვიც ვერ მოიკიდებს ფეხს. გზატკეცილით მიმავალი დიდხანს შეყურებს ცაში დაკარგულს კლდეზე რაღაც ნაშენს. არც კოშკია მტრისაგან თავის დასაცავი, მრისხანე და მაგარი: არც ეკლესიაა გუმბათ-სამრეკლოიანი. რაღაც უზომო მწუხარებას თავისი ტანჯვის გამოსახატავათ უნდა აეშენებიოს იგი. დაბალია და დიდი. გრძელი, რგვალი ქვითაა ნაშენი, არც კირი, არც სილა და ტალახი შიგ არ ურევია. მჭიდროა. ეტყობა - კალატოზს ყოველი ქვის დადებაზე დიდხანს უფიქრია, ქარი ხომ ვერ დაანძრევს, წვიმა ხომ ზიანს ვერ მოუტანს, სიმძიმე ხომ არ დაანგრევსო.

„ოთხი მკვდრის მონასტერს“ ეძახიან.

მართლაც, აქ თავის დღეში არც ზარს დაურეკია, არც მღვდელს უწირავს.

დიდხანს კი ისმოდა აქ სამი ადამიანის გალობა, თუ გალობა ზარით ტირილია. ახლაც უმთვარო და უვარსკვლავო ღამეში რაღაც გუგუნი მოისმის იმ ნაშენიდან. თუ შიგ შებრძანდებით, ნახავთ იატაკს, რომელიც თლილი ქვისაგან არ არის გაკეთებული, მაგრამ საკმაოდ სწორია: გავს - დიდის შრომით უხეხიათ ქვის იატაკი ქვებით და ისე გაულესიათ, რომ გაშალაშინებულსა გავს. ერთი კუთხე გადატიხრულია ვაზის საუცხოოთ გადაწნულის წნელით; ამ ღობეში წვრილის წნელით გამოხატულია მოხუცი ქალი, რომლის წინაც დგას ახალგაზრდა ქალი და აქეთ-იქით მუხლ-მოდრეკილი ორი ვაჟი. თვით აღსავლის კარების წინ გათლილი ქვის მაღალ გრძელ სუფრაზე დევს ჩონჩხი და შეყურებს აღსავლის კარებს. მასვე ირგვლივ იატაკზე სამი ჩონჩხი უწყვია: ორი გულხელდაკრეფილია და რიგზე დევს, მხოლოდ მესამე, მარჯვნით მდებარე, ხელებგაშლილია და მინგრეულ-მონგრეული. გავს - ყოფილ მიცვალებულს პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდენ ცოცხლათ დარჩენილი ჭირისუფალნი, სანამ უკანასკნელი არ გადაიცვალა უაპატრონოთ, უჭირისუფლოთ.

ასე გგონია მაცქერალს - ეს ოთხი ჩონჩხი ახლაც რაღაც უცნობ ღმერთს, საკურთხეველში მყოფს, ევედრება - ეთაყვანებაო.

საკურთხეველში ტრაპეზი კი არის, მაგრამ რა ღმერთი იყო ზედაღმართული, უცნობია. მონასტერში ბევრი ღირს-შესანიშნავი ნაშთი იპოვეს. მეცნიერნი ცთილობენ მათი საშუალებით გამოარკვიონ, თუ ვის ეკუთვნოდა თვით ნაშენი. გალავანში ხელოვნურათ შეჭრილია ჯვარი; ეზოში ნახეს სპარსული ფული და ბერძნული პატარა ლამპარი. მეცნიერნი კამათობენ და ვერ გაუგიათ, რომ აქ სუფევდა ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა ღმერთები მხოლოდ უბრალო კათაკმეველნი არიან.

წარმართნი და კერპისთაყვანის მცემელნი, მაჰმადიანები და ქრისტიანები ისრის სროლით, ცეკვით მიახლოვებიან ამ ადგილს; ყიჟინით მოზღვავებულან, ზარბაზნები დაუმიზნებიათ; უნებლიეთ თავი კი დაუხრიათ, მუხლი მოუდრეკიათ უცნობი ღვთის წინაშე, რომლის არც ქანდაკება მოჩანდა, არც სიტყვა ისმოდა და არც ცოცხალი ქურუმნი ყავდა; მაგრამ მაინც სუფევდა... საგრძნობი იყო გულით, სახილველი გონებით... „ოთხი მიცვალებულის მონასტერში“.

1911 წ.

















...და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში
(ამხანაგის ნათქვამიდან)
...იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა. ხეებს ფოთლები უკვე ხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

1910 წ.


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
q-e-T-i   ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)   Feb 15 2008, 08:19 PM
mari touchet   q-e-T-i ძალიან მიყვარს ...   Feb 15 2008, 08:38 PM
k@the   მეც ძალიან მიყვარს...   Feb 15 2008, 08:40 PM
q-e-T-i   "ტრაგედია უგმირო...   Feb 15 2008, 09:19 PM
Nanio   "ტრაგედია უგმირო...   Apr 24 2008, 02:51 PM
staywhite   ეტყობა აკრეფის დრ...   Feb 15 2008, 11:02 PM
kato_Bato   staywhite რას ამბობთ ნა...   Feb 15 2008, 11:06 PM
mari touchet   ის მუდამ ის... ყოველ...   Feb 15 2008, 11:10 PM
staywhite   staywhite რას ამბობთ ნან...   Feb 15 2008, 11:22 PM
q-e-T-i   ხო ამიტომაც მიწერი...   Feb 15 2008, 11:44 PM
kato_Bato   staywhite :მპუა: :დიახ:   Feb 16 2008, 12:33 AM
_Matasi_   ეს ნოველა მიყვარს ...   Feb 18 2008, 02:02 AM
q-e-T-i   ისე ოთარაანთ ქვრი...   Feb 19 2008, 01:50 PM
q-e-T-i   ნიკო ლორთქიფანიძე ...   Mar 8 2008, 10:53 PM
ninela   ბავშვებო ერთი თხოვ...   Apr 22 2008, 11:23 PM
Nanio   ერთი საუკუნის წინ ...   Apr 23 2008, 12:54 AM
taicko   ერთი საუკუნის წინ ...   Apr 23 2008, 07:25 PM
q-e-T-i   ძლიერნი სულნი (შექ...   Apr 26 2008, 08:53 PM
ninela   უუუუუუუგენიალურე...   May 1 2008, 10:38 PM
NaTeEeX   როცა ნიკო ლორთქიფა...   Mar 28 2009, 05:59 PM
milana   ”შელოცვა რადიოთი” ...   May 12 2009, 07:39 PM
dato1992   ”შელოცვა რადიოთი”...   Mar 10 2010, 04:23 PM
თამარი_ცქნაფო   თქვენი მოსაზრება ...   Mar 10 2010, 05:18 PM
iako   ნიკო ლორთქიფანიძი...   Mar 10 2010, 04:44 PM
dato1992   კი მაგრამ ეს ხომ წმ...   Mar 10 2010, 06:04 PM
თამარი_ცქნაფო   კი მაგრამ ეს ხომ წმ...   Mar 10 2010, 06:57 PM
dato1992   ვიცი რა დროსაცაა დ...   Mar 10 2010, 07:30 PM
თამარი_ცქნაფო   არ დაუმახინჯებია. ...   Mar 10 2010, 08:01 PM
dato1992   არასწორ არგუმენტს ...   Mar 10 2010, 08:22 PM
თამარი_ცქნაფო   dato1992 ააა, თურმე რაზე ...   Mar 10 2010, 11:19 PM
Atman   აღდგომის წინა ღამე...   Apr 4 2010, 08:15 AM
death   აღდგომის წინა ღამ...   Apr 4 2010, 10:10 PM
ქევანა   ეს იმედია, იმედი რ...   May 10 2010, 04:11 PM
სოფი   dato1992 წაკითხული არ მ...   Oct 16 2010, 11:46 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი