სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური ![]() 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
| ალექსანდრე |
Dec 25 2006, 10:49 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ძალიან ბევრის ვფიქრობდი რომ ეს ტემა გამეხსნა თუ არა ამ ფორუმზე, მაგრამ ვყოყმანობდი რადგან აქ პატარებიც შემოდიან და შეიძლება ცუდად ემოქმედა მათზე. მაგრამ ვფიქრობ კარგია რომ გახსენი ეს ტემა,მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სასაუბროა.
ივერიის ფორუმზე ვრცელი ტექსტი დავწერე სადაც აღწერილია ის საშინელი ხერხები რითაც ხდება ნაყოფის მოცილება დედის წიაღიდან, და აქაც იგივეს დავაკოპირებ. ’აბორტი’’ – ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა’’ – რა დგას ამ სიტყვების მიღმა? თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ–მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი. წარმოიდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: ‘’გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა’’ – რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მოქმედება? დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი – დანა გაუყარა გულში. ზის ახლა საბრალდებო სკამზე. მას ეუბნებიან: ‘’ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ ადამიანი მოკალი!’’ ის კი პასუხობს: ‘’არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება.’’ მას ამუნათებენ: ‘’ჰო, მაგრამ, რომ მოკვდა? ‘’ მკვლელი პასუხობს: ‘’დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე შემიშლიდა ცხოვრებაში’’. ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს – ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში – მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებებისაკენ მეუღლეებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება. თუმცა, ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალი ამ ცოდვას სჩადის ისე, რომ ‘’არ უწყის, თუ რასა იქმს’’. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა; თავის ორგანიზმს კი, ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორტის გასაკეთებლად ისე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად მიდიოდნენ. მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება? საფრანგეთში საახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, დანიაში – 12 კვირის შემდეგ, შვედეთში – 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ ფრანგებს, დანიელებს, შვედებს თუ ჯეიმს უოტსონს? სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა დავუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერთა დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებაც გვიდასტურებს ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე! საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე საჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე როგორც ვხედავთ არ არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშვნელობა , თუ როდის არის ჩასახული – 10 კვირის წინ, გუშინ, საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამები, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორებიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი. საეკლესიო შეხედულებით , ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობს მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს – იმქვეყნიური ცხოვრება. მოდით, მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს. ვნახოთ , რა ხდება იმ ‘’ღონისძიების’’ დროს, რასაც ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას’’ უწოდებენ. არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ეგრედ წოდებულ ‘’ვაკუუმ-ასპირაციას’’ – როგორ მეცნიერულად ჟღერს არა?! ამ მეთოდის მთელი უკეთური და ბარბაროსული არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში. თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; იმავე დანით ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა. ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვს კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვიტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის ვედროში ან იხმარება ნედლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში. მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია – შვიდკვირიანი ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ბოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე. ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს თორმეტკვირიან ნაყოფზე ‘’ვაკუუმ–ასპირაციის’’ ზემოაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ–გამწოვისაგან თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც – ‘’უხმო ძახილი’’. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს. დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების კვლის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: ‘’დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?’’ რას უპასუხებთ მაშინ? ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია ‘’მარილიანი ამინოცენთეზი’’. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ ‘’ყინულოვან ბავშვებსაც’’ უწოდებენ საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდებაც. არსებობს კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით ‘’ჰისტეროტომია’’ ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია ‘’საკეისრო კვეთის’’ სახელწოდებით. ზემოთ ჩამოთვლილი აბორტის მეთოდებში ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ ვფიქრობ, ეს საშინელებანიც საკმარისია განსჯისათვის. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
გუჯა აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" Dec 25 2006, 10:40 PM
მნათე ცუდად ვარ Dec 25 2006, 10:48 PM
შოთა აუუ ეს რა საშუნელი á... Dec 25 2006, 10:50 PM
ალექსანდრე მე დოკუმენტური ვიდ... Dec 25 2006, 10:53 PM
mogzaura ეს ყველაზე შემზარა... Dec 25 2006, 10:54 PM
ნიკოლოზ_V აუუუუუუუ მე კიდე ეáƒ... Dec 25 2006, 10:55 PM
admin ეს ადრე მქონდა წაკáƒ... Dec 25 2006, 11:08 PM
შოთა კაი იქნებოდა და თუ á... Dec 25 2006, 11:53 PM
ზურაბი ფუუუუუუუუუუუუFFFFFFFFFF... Dec 25 2006, 11:54 PM
maeasi მართლაც საშინელებá... Dec 26 2006, 12:02 AM
maeasi ისე,პირველი სურათი... Dec 26 2006, 12:04 AM
ვალერი გეხვეწები ეგ სურათ... Dec 26 2006, 01:00 AM
გუჯა
გეხვეწები ეგ სურაáƒ... Dec 26 2006, 01:24 AM
maeasi პატარებიც გვყავს ფ... Dec 26 2006, 01:03 AM
_MATASI_ ღმერთო, რა საშინელáƒ... Dec 26 2006, 02:38 AM
marine "ყოველი ჩანასახი ... Dec 26 2006, 12:10 PM
tamari17 ცუდად გავხდი Dec 26 2006, 02:07 PM
kato_Bato ვაიმე არ შემიძლია :(... Dec 26 2006, 02:10 PM
mogzaura მე რაც დავპოსტე ეს á... Dec 26 2006, 03:53 PM
mona nino იცით რა, აბორტიე გაá... Dec 26 2006, 03:56 PM
marine მართლაც საშინელი ც... Dec 26 2006, 04:01 PM
usgar სურათები არ წაშალო... Dec 26 2006, 07:59 PM
mogzaura ეჰ რამდენია რომ აკáƒ... Dec 27 2006, 01:07 AM
marine მოვიძიე 2004 წლის საქá... Dec 27 2006, 10:40 AM
keti ეს ცოდვა უმძიმეს თáƒ... Dec 27 2006, 05:55 PM
მნათე ადამიანური ბუნებიá... Dec 27 2006, 06:10 PM
orthodox_82 [color=#990000][size=4]აბორტის კáƒ... Dec 28 2006, 06:03 AM
mona nino იცით რა აბორტი მხოáƒ... Dec 28 2006, 02:27 PM
marine mona nino
გეთანხმები!... Dec 28 2006, 02:30 PM
mona nino ძალიან მწყდება გულ... Dec 28 2006, 02:33 PM
marine mona nino
არადა ძალიან უá... Dec 28 2006, 02:41 PM
guri777 ეს პრობლემა ცოლქმა... Dec 28 2006, 03:01 PM
marine guri777
სამწუხაროდ, ასე... Dec 28 2006, 03:03 PM
guri777 ხოდა არ უნდა ერიდეáƒ... Dec 28 2006, 03:13 PM
marine guri777
ჯობია რომ დაშორ... Dec 28 2006, 03:15 PM
გუჯა
guri777
ჯობია რომ დაშოáƒ... Dec 28 2006, 03:51 PM
guri777 შვილებს ღვთისმშობá... Dec 28 2006, 03:21 PM
marine guri777
მართალი ხარ, ამáƒ... Dec 28 2006, 03:29 PM
_MATASI_ სამწუხაროდ მართლა ... Dec 28 2006, 03:58 PM
kaxa-beri es ra fotoebia xasiati shemecvala............... ... Dec 28 2006, 05:26 PM
keti "ვისაც ეს საშინელ... Dec 28 2006, 06:52 PM
ლაშა_გიორგი აუ რა საშინელებააა... Jan 2 2007, 08:35 PM
კანუდოსელი თემაში წაიშალა უამ... Jan 2 2007, 11:40 PM
KAIROS ფორუმი ნელნელა აზრ... Jan 2 2007, 11:44 PM
გუჯა
......... პ ა ტ ი ვ ი ე ც ი á... Jan 3 2007, 07:04 AM
usgar
ფორუმი ნელნელა აზáƒ... Jan 5 2007, 04:24 PM
გუჯა
ჰოდა ვინც შლის ეს áƒ... Jan 5 2007, 09:15 PM
usgar
ცდები!!!
ცდები -... Jan 5 2007, 10:27 PM
გუჯა
ცდები -ნიშნავს დროá... Jan 5 2007, 11:12 PM
ხათუნა ნუ მიწყენთ ჩემო კაáƒ... Jan 3 2007, 04:04 AM
solomony orthodox_82 ამიტომ მე ვამბ... Jan 3 2007, 06:07 AM
usgar ღირსი ლავრენტი ჩერ... Jan 3 2007, 03:38 PM
tati87 საშინელი ფოტოებია ... Jan 4 2007, 10:54 PM
mogzaura ეხლა გამახსენდა ერ... Jan 4 2007, 11:43 PM
tati87 იმ შემთხვევაში თუ áƒ... Jan 5 2007, 03:57 PM
usgar სახარებაში ხომ წერ... Jan 5 2007, 04:01 PM
Mama Davithi [color=#CC0000]ქრისტესმიერ á... Jan 6 2007, 02:13 AM
orthodox_82
[color=#CC0000]ქრისტესმიერ ... Jan 6 2007, 03:46 AM
გუჯა
ასევე მაინტერესებ... Jan 9 2007, 05:56 AM
გუჯა ხალხნო, 10 მცნება გვáƒ... Jan 22 2007, 07:00 AM
მხევალი ნინო იცი რა შენ კარგად აá... Jan 22 2007, 10:12 AM
KAIROS
აპააპაპ, ეგ აღარ დáƒ... Jan 22 2007, 12:59 PM
ლეონტი წმ ღირს იოანე კრონáƒ... Jan 22 2007, 03:46 PM
მხევალი ნინო KAIROS
არ დავიწყებ:)). ა... Jan 22 2007, 04:23 PM
გუჯა
KAIROS
არ დავიწყებ:)). ამ... Jan 22 2007, 06:52 PM
ქავთარაძე გუჯა
დღეს დედაჩემმ... Jan 22 2007, 06:57 PM
მარინე ჩემი(არა მარტო) აზრá... Jan 22 2007, 07:02 PM
ლეონტი
ჩემი(არა მარტო) აზრ... Jan 22 2007, 07:15 PM
მხევალი ნინო გუჯა
იცი რა ღმერთá... Jan 22 2007, 07:25 PM
.:B:. ვიტირე Jan 22 2007, 07:55 PM
.:B:. წავიკითხე და ერთი á... Jan 22 2007, 08:06 PM
Маиа Розовый свет. Так странно и ... Jan 22 2007, 11:34 PM
Маиа ისე მაინტერესებს თ... Jan 23 2007, 12:58 AM
ლეონტი
ისე მაინტერესებს áƒ... Jan 25 2007, 01:07 PM
Springchild saertod, arsebobs dedis locva fexmzimobis jams....... Jan 25 2007, 01:01 PM
კანონისტი იხ. ჩემი სტატია ”აბá... Jan 25 2007, 01:28 PM
მხევალი ნინო ,,კანონისტი
წავიკá... Jan 25 2007, 02:10 PM
lelenika ქართველებს ერთი ძა... Jan 26 2007, 12:04 AM
KAIROS მართალია და კიდევ áƒ... Jan 26 2007, 12:09 AM
თამარი ქალთმოძულეობაა ფოá... Jan 26 2007, 01:09 AM
kato_Bato
ისე მაინტერესებს áƒ... Jan 26 2007, 01:45 AM
თამარი მე კი სხვა შემთხვეáƒ... Jan 26 2007, 02:47 AM
ლეონტი
მე კი სხვა შემთხვეá... Jan 26 2007, 10:42 AM
.:B:. აი ესაა ცივი ომი :D Jan 26 2007, 08:52 AM
მხევალი ნინო
ჩემო ძვრიფასო, დაá... Jan 26 2007, 10:06 AM
lelenika
კამათი ყველა ერშá... Jan 26 2007, 04:12 PM
KAIROS
კი, სწორია ნინო ეგ ... Jan 29 2007, 12:51 PM
death http://www.myvideo.ge/?video_id=4184 Feb 4 2007, 07:46 PM
ლილიანა ეს ფოსტი წაშალეთ ვáƒ... Feb 4 2007, 08:56 PM
გუჯა
ეს ფოსტი წაშალეთ ვá... Feb 5 2007, 02:49 PM
თათი87 death
საშინელებაა :( Feb 5 2007, 02:45 PM
ლეონტი ძალზე მძიმეა, ვისაáƒ... Feb 5 2007, 03:30 PM
მხევალი ნინო მასწავლეთ როგორ გა... Feb 5 2007, 03:33 PM
თათი87 მხევალი ნინო
ლინკზ... Feb 5 2007, 03:34 PM
t.l. ვაიმე ცუდად ვარ.... ეá... Feb 5 2007, 03:35 PM
fidelio
[color=#990000][b][center]მუცლადმáƒ... Feb 5 2007, 03:35 PM
giusha ამ სურათს უემოციოდ... Feb 5 2007, 04:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th October 2026 - 01:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი