სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
სერგი |
Apr 25 2008, 05:35 PM
პოსტი
#2
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
ციტატა მამა გაბრიელი სალოსი იყო? თუ იცის ვინმემ.. კი როგორც ვიცი სალოსობდა -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
კავკასიელი |
Apr 29 2008, 05:44 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
კი როგორც ვიცი სალოსობდა მამა გაბრიელი სალოსი იყო, სალოსობა ძალიან ძნელია და ყველას არ შეუძლია, მხოლოდ ერთეულებს -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი