აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
Dec 26 2006, 12:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,197 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია; უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.
შვილნი ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან." ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 11:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი