IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> განკითხვა
italieli-dato
პოსტი Jun 26 2007, 04:07 AM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ამ ფორუმში რამდენიმეჯერ ვნახე განკითხვა არკიმანდრიტი რაფაელის. გაიტანეთ კარელინი ეს როგორ შეიძლება. დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას განკითხვა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის განკითხვა. ბერძნული გალობის მომხრეების განკითხვა. sad.gif თუ ცდება ადამიანი კი არ უნდა განიკითხო უნდა აუხსნა სიმართლე. ნუ განვიკითხავთ ამ ხალხს. მხოლოდ ცუდსაც ნუ ხედავთ. კარგი საქმეების გაკეთებაც შეუძლიათ. ჩვენ ქრისტე გვაერთიანებს.

ეს ზებედე ვინ არის. კანუდოსელი ნუ ამბობ გთხოვ გაიტანეთ კარელინი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
prince_bart
პოსტი May 1 2008, 06:26 PM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,346



1973 წლის 17 მაისს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ახალი კვლევების მნიშვნელოვნება იმით დაადასტურა, რომ ტერმინი “ჰომოსექსუალობა” ყველა ფსიქიკური და ემოციონალური დარღვევების სიიდან ამოიღო.
1975 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება დაადასტურა. ორივე ასოციაციამ კოლეგებისაგან მოითხოვა დახმარება იმ დოგმის (ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა) გაბათილებაში, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ფენებში არსებობდა. ჰომოსექსუალიზმის – როგორც ავადმყოფობისა და გადახრის ოფიციალური დეკლასიფიკაციის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ორივე ასოციაციის უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა.

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა!


ტრანსექსუალობა - ადამიანის ფსიქოლოგიური სქესის მყარი შეუსაბამობა მის გენეტიკურ და გონადურ სქესთან. საკუთარი სხეულისა და სასქესო ორგანოების აგებულება ტრანსექსუალის მიერ აღიქმება, როგორც არასწორი, არაბუნებრივი და თან ახლავს ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისადმი სწრაფვა. ტრანსექსუალიზმის სიხშირე არის საშუალოდ 1: 100-200 ათას ადამიანზე. ტრანსექსუალობის მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა დარღვევები ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში, რაც შესაძლოა იყოს ფეხმძიმობისას ნერვული სტრესების, ზოგიერთი წამლის მიღების, ნაყოფის არასაკმარისი კვების და ა.შ. შედეგი. ასეთი დარღვევების გამოხატულება ვარირებს ფართო საზღვრებში, რითაც აიხსნება ტრანსექსუალობის კლინიკური ვარიანტების მრავალფეროვნება. ბირთვული (გამოხატული) ტრანსექსუალობის დროს, სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად გავლენას ვერ ახდენს სქესობრივი ცნობიერების ჩამოყალილებაზე, თუმცა უკიდურესი (არამკვეთრი) გამოხატულებების, კორექციის შემთხვევაში ის დადებითად მოქმედებს. ტრანსექსუალებისათვის დამახასიათებელია ქცევის ისეთი ფორმები, რაც დაკავშირებულია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის განცდასთან. ასე მაგალითად, ბავშვები ითხოვენ, რომ მათ დაუძახონ საწინააღმდეგო სქესის სახელი და ჩააცვან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელი, ბიჭები სიამოვნებით თამაშობენ თოჯინებით სხვა გოგონებთან, გოგონები ჩხუბობენ ბიჭებთან, თამაშობენ ფეხბურთს და სხვა ბიჭურ თამაშებს. მშობლების მცდელობები, ჭკუის დარიგებით ან დასჯის საშუალებით შეცვალონ ბავშვი-ტრანსექსუალის ქცევა, როგორც წესი, წარუმატებელია. ისინი დაჟინებით ითხოვენ გარშემომყოფთაგან მათ აღიარებას იმ სქესში, რომელსაც თავიანთ თავს მიაკუთვნებენ. საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობისაკენ სწრაფვა განსაკუთრებით ძლიერდება სქესობრივი ჯირკვლების აქტიური ფუნქციონირების დაწყებასთან ერთად. მოზარდები შეშფოთებულები არიან გენიტალიების ზრდით და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით, რომელნიც ეწინააღმდეგებიან მათ თვითშეგნებას. მკერდის ჯირკვლების გადიდებას და მენსტრუაციის დაწყებას გოგონა-ტრანსექსუალები კატასტროფად აღიქვამენ. ამ ასაკში ფორმირებული სქესობრივი ლტოლვები, როგორც წესი, შეცვლილია: ქალ-ტრანსექსუალებს ის უვითარდებათ ქალების მიმართ, ხოლო მამაკაცებს - მამაკაცების მიმართ. ამგვარი ლტოლვა გარედან აღიქმება როგორც ჰომოსექსუალური, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის, რადგან სქესობრივი თვითშეგნების თანახმად მამაკაცი-ტრანსექსუალები ქალებთან ინტიმურ კავშირს აფასებენ და უარყოფენ, სწორედ როგორც ჰომოსექსუალურს. ტრანსექსუალების უმრავლესობის სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია სექსუალური პარტნიორის შერჩევის სერიოზულ სიძნელესთან, რადგან თაყვანისცემის ობიექტი, როგორც წესი ეწინააღმდეგება ახლო ურთიერთობების დამყარების მცდელობას. მათი დაახლოებით მეოთხედი (უფრო ხშირად მამაკაცები) ცდილობს სექსუალურ კონტაქტში შევიდნენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, მაგრამ რამოდენიმე მცდელობის შემდეგ გაწბილებულები რჩებიან. თუ ტრანსექსუალი ახერხებს საკუთარი სქესის მუდმივი სექსუალური პარტნიორის პოვნას, ადრე თუ გვიან თავს იჩენს სხვადასხვა სირთულე, რადგან გარშემომყოფები ნეგატიურად აღიქვამენ ამგვარ კავშირს, თუმცა კი, ტრანსექსუალებისათვის სექსუალური პრობლემები არ არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი. მთელი მათი ყურადღება და მისწრაფება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკუთარი გარეგნობის და სხეულის აღნაგობის საკუთარ სქესობრივ ცნობიერებასთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის საზოგადოებრივი აღიარება. ამის გამო, ისინი ძალიან რთული ქირურგიული ჩარევებისგანაც კი არ იხევენ უკან. ტრანსექსუალობის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს, მართალია ადგილი აქვს განსხვავებული სქესობრივი მიკუთვნებულობის ფსიქიკურ განცდას, მაგრამ ასეთი ტრანსექსუალების დიდი ნაწილი ახერხებს თანდათანობით ადაპტირებას, პოულობს კომპენსაციას საქმიანობაში, საწინააღმდეგო სქესისათვის დამახასიათებელ ჩვევებსა და ქცევაში. მაგალითად, ქალები ირჩევენ განსაკუთრებით პრესტიჟულ მამაკაცურ პროფესიებს: მფრინაობას, შორეული ზღვაოსნობის კაპიტნობას, გამომძიებლობას და ა.შ. რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ თვითდამკვიდრებაში, არამედ მამაკაცთა საზოგადოებაში ყოფნაშიც. პროფესია ამართლებს მათ მამაკაცურ ჩვევებს, ქცევის მანერას, ჩაცმის სტილს. ძლიერად გამოხატული ტრანსექსუალობის დროს, სქესის შეცვლის გარეშე, სრულფასოვანი სოციალური ადაპტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
italieli-dato   განკითხვა   Jun 26 2007, 04:07 AM
ლილიანა   italieli-dato კეთილი იყოს ...   Jun 26 2007, 10:46 AM
kato_Bato   :) განკითხვა არაფერ ...   Jun 26 2007, 11:30 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი ნუ ამბ...   Jun 26 2007, 12:21 PM
კანონისტი   კანუდოსელი ცოტა უ...   Jun 26 2007, 12:24 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი ცოტა ...   Jun 26 2007, 12:29 PM
KAIROS   ოფს! სხვა დანარჩ...   Jun 26 2007, 12:36 PM
კანუდოსელი   Kairos, questo ragazzo è fuori (tu cosa pensi?), ...   Jun 26 2007, 12:43 PM
italieli-dato   ოფს! სხვა დანარჩ...   Jun 26 2007, 01:40 PM
კანუდოსელი   ქართული გალობის ა...   Jun 26 2007, 01:43 PM
Sotiris   ქართულს გალობენ კ...   Jun 26 2007, 02:11 PM
კანუდოსელი   სად "იქ"? მამა ა...   Jun 26 2007, 02:14 PM
კანონისტი   KAIROS კანუდოსელი Siniori, la...   Jun 26 2007, 12:45 PM
კანუდოსელი   KAIROS კანუდოსელი Siniori, l...   Jun 26 2007, 12:47 PM
giogio   ma dai... ti prego(ultima volta :D), vai via :D ...   Jun 26 2007, 01:31 PM
მნათე   განკითხვა უცხოურა...   Jun 26 2007, 12:50 PM
კანუდოსელი   მსოფლიო პატრიარქი...   Jun 26 2007, 12:51 PM
იოანა   იმედია ყველაზე. გ...   Jun 26 2007, 01:12 PM
Sotiris   ჩემო italieli-dato, შენ ამ ფ...   Jun 26 2007, 02:37 PM
კანუდოსელი   ჩემო italieli-dato, შენ ამ ფ...   Jun 26 2007, 02:40 PM
კანონისტი   ეს თემა იმისთვის გ...   Jun 26 2007, 02:55 PM
კანუდოსელი   ეს თემა იმისთვის გ...   Jun 26 2007, 02:56 PM
italieli-dato   ეს თემა იმისთვის გ...   Jun 26 2007, 04:14 PM
კანუდოსელი   ამ მამაოებზე მამე...   Jun 26 2007, 04:25 PM
კანონისტი   italieli-dato მესმის, მაგრ...   Jun 26 2007, 04:16 PM
italieli-dato   italieli-dato მესმის, მაგრა...   Jun 26 2007, 04:27 PM
კანუდოსელი   ზებედე რატომ გახს...   Jun 26 2007, 04:30 PM
Qeti   ზებედე რატომ გახს...   Jun 26 2007, 05:40 PM
italieli-dato   რას გადაეკიდე ამ ზ...   Jun 26 2007, 06:24 PM
Sotiris   რა მნიშვნელობა აქ...   Jun 26 2007, 06:44 PM
sofi89   ეგ მაგას კითხე,ჩვე...   Jun 26 2007, 04:24 PM
kato_Bato   italieli-dato სიმართლე გით...   Jun 26 2007, 04:28 PM
italieli-dato   [b]italieli-dato სიმართლე გი...   Jun 26 2007, 04:48 PM
sofi89   გეთანხმები კატო :)   Jun 26 2007, 04:39 PM
მარიამი   italieli-dato ზებედე ამ ფორ...   Jun 26 2007, 04:47 PM
მარიამი   ზემოთა პოსტი წაიკ...   Jun 26 2007, 04:49 PM
admin   ზებედეს ნიკზე ბან...   Jun 26 2007, 05:03 PM
italieli-dato   ზებედეს ნიკზე ბან...   Jun 26 2007, 05:05 PM
di_onise   და ან შენ ან მე ვინ ...   Jun 26 2007, 05:13 PM
კანუდოსელი   ერთისმხრივ, მართა...   Jun 26 2007, 05:19 PM
კანონისტი   Sotiris გაუვიდა ვადა, რ...   Jun 26 2007, 06:45 PM
Sotiris   Sotiris გაუვიდა ვადა, რ...   Jun 26 2007, 06:53 PM
Qeti   ეს თემა მგონი ზებე...   Jun 26 2007, 06:56 PM
Sotiris   ეს თემა მგონი ზებე...   Jun 26 2007, 07:04 PM
italieli-dato   იმიტომ რომ მარად დ...   Jun 26 2007, 11:12 PM
მარიამი   :blink: ბანი რატომ მიი...   Jun 26 2007, 11:30 PM
მნათე   თქვენ იტალიელი თუ ...   Jun 26 2007, 11:37 PM
italieli-dato   თქვენ იტალიელი თუ ...   Jun 27 2007, 01:56 AM
თამარი_ცქნაფო   ქართველი. გუჯას ლა...   Jun 27 2007, 02:04 AM
stch   არ ვიცი ამ ბოლო პოს...   Jul 4 2007, 01:53 AM
prince_bart   მე ტრანსსექსუალი ვ...   Apr 30 2008, 06:13 PM
შოთაძე   მე ტრანსსექსუალი ...   Apr 30 2008, 06:23 PM
Geogeorgia   მე ტრანსსექსუალი ...   Apr 30 2008, 06:59 PM
შოთაძე   ეგ რაღა არის :blink: , ე...   Apr 30 2008, 07:00 PM
Geogeorgia   :lol: არა რა ეკუმენიზ...   Apr 30 2008, 07:03 PM
შოთაძე   ყველანაირი ერთად :b...   Apr 30 2008, 07:07 PM
Geogeorgia   არა ყველანაირი არ ...   Apr 30 2008, 07:20 PM
leluka   მართლა ? და ასე ძალ...   Apr 30 2008, 06:15 PM
nino_ni   prince_bart რაო? :blink: :blink:   Apr 30 2008, 06:37 PM
prince_bart   1973 წლის 17 მაისს ამერ...   May 1 2008, 06:26 PM
შოთაძე   prince_bart მართლმადიდებ...   May 1 2008, 06:33 PM
prince_bart   საოცარი რამაა ეს მ...   May 1 2008, 06:44 PM
შოთაძე   პიროვნების განკით...   May 1 2008, 06:45 PM
prince_bart   პიროვნების განკით...   May 1 2008, 06:49 PM
გიორგი   prince_bart OK. გასაგებია... ...   May 1 2008, 06:53 PM
შოთაძე   [center]ჰომოსექსუალიზმ...   May 1 2008, 06:59 PM
გიორგი   prince_bart ყოველგვარი მუ...   May 1 2008, 07:06 PM
შოთაძე   prince_bart აზროვნების უნ...   May 1 2008, 07:32 PM
შოთაძე   prince_bart ჩვენ კიდევ ერ...   May 1 2008, 07:45 PM
nino_ni   prince_bart მდაააა.......................   May 1 2008, 08:01 PM
zeppelin   prince_bart კი ეგრეა მაგრა...   May 2 2008, 06:55 AM
prince_bart   [center]ჰომოსექსუალიზ...   May 2 2008, 04:13 PM
prince_bart   17 მაისი ჰომოფობიის ...   May 17 2008, 12:25 PM
კანონისტი   ეს რა ჰომოსექსუალი...   May 20 2008, 02:33 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 06:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი