![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რამდენადაც მახსოვს (და მგონი სწორად მახსოვს) სალოსობაზე თვითონ ღმერთისგან ჰქონდათ მოწოდება და მითითება ჩვენთვის ცნობილ სალოს წმინდანებს. ამიტომ კითხვა: რატომ იწყნარებს ეკლესია და რატომ არ ითვლება მაზოხიზმად, უკვე უადგილოა. ეკლესია იწყნარებს ყველაფერ იმას, რაც ღმერთისგან მოდის. მაგრამ ალბათ ეკლესიას უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი განმარტება იმის შესახებ, თუ საიდან იცის რომ ღმერთისგან მოდის, განა სწორედ მის მიზანს არ წარმოადგენს ყოველივესთვის ნათელის მოფენა? უადგილოს ვერაფერს ვხედავ კითხვაში, რომელიც მიმართულია სავსებით მკვეთრად გამოხატული ქცევისადმი, რომელსაც სულელურს ეძახიან და ქრისტესად მიაჩნიათ, ვფიქრობ ამ კონტექსტში სულელის გვერდზე მაზოხისტურის შემოტანა და კითხვით ფორმაში დამრგვალება არც თუ გასაკვირი რამ არის... ციტატა სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ე.ი ეს არის წესი არა? ისევე როგორც მაგალითად მონაზვნობა... რადგან ცხოვრების განსხვავებულ ფორმასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხომ შეიძლება სალოსობაში ჩაუხედავი ადამიანი დაბრკოლდეს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 01:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი