![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
აი, რას იგონებს სამთავროს წმინდა ნინოსა და ანტიოქიის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):
ახლადაღკვეცილი ბერი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა რჩევა--დარიგება მიმეღო ისეთი ბერისაგან, როგორიც მამა გაბრიელი იყო. შეუძლოდ გრძნობდა თავს და სენაკში იწვა. იმ სიტუაციაში მას სალოსობა არ ეტყობოდა. სერიოზულად მაძლევდა დარიგებეს, როგორი უნდა იყოს ბერი..... შემდეგ მოუხმო დედებს და ტრაპეზი გააწყობინა. მოთხოვა “პროფესორი” (იგულისხმება შავი ღვინო), მომაწოდა ერთი ჭიქა და მაკურთხა დამელია “დო დნა”. კურთხევა შევასრულე. მას შემდეგ ჭიქის დალევა აღარ შემოუთავაზებია..... ამ საუბარში, ვიყავით გართული, როცა ორმა ქალბატონმა ლოცვა თქვა კართან. ბერმა აკურთხა, შემოსულიყვნენ. მათ ღვეზელები მოუტანეს და სიხარულით აღნიშნეს, რომ საკუთარი ხელით გამოუცხვეს. გავიგეთ, რომ ავად ბრძანდებითო – უთხრეს..... ეტყობოდა ორიდან ერთ-ერთი ქალბატონი არ იცნობდა ბერს, სთხოვა ხელი მათხოვეო. მამა გაბრიელმა გადმომხედა და გაიღიმა: “რათ უნდა ახლა ამას ჩემი ხელი?!” ქალბატონმა მოწიწებით მოკიდა ხელზე ხელი და დაუწყო შელოცვა. თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. უცბად ბერმა დაიქუხა: “ ხელი გამიშვი, შენ არ იცი, რომ მე ბერი ვარ? რას მეთომარები! გაეთრიეთ ორთავენი აქედან, ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ.” მათ ისე შეეშინდათ, აღარ იცოდნენე რა ექნათ, საშინლად დაიბნენ, დაეცნენ მუხლებზე და დაუწყეს თხოვნა, შეგვინდეთ მამა გაბრიელ! ბერი კი იგივეს იმეორებდა: “ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ აქედან, არ წამომაყენოთ ფეხზე.” ის ქალბატონი, რომელიც იცნობდა ბერს, შეეხვეწა ღვეზელები მაინც დაიტოვეთო, მაგრამ ამაოდ. ![]() ![]() ![]() შეგიძლიათ აქ ვინმემ ქრისტე დამანახოთ? ციტატა "10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი" (პირველი კორინთელთა მიმართ, 4-10) ამ თავის ეგზეგეზა თუ შეიძლება, რამდენადაც მივხვდი პავლე საუბრობს სხვების მიერ დანახულ ქრისტიანებზე.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი