![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
და კიდევ , ერთი კარგი ტრადიცია აქვთ ფილოლოგებს, კამათი შეუძლიათ...და როგორი ცხარეც უნდა იყოს ეს კამათი არც ერთ მხარეს თავი წამებულად არ გამოჰყავს, მათი "უთანხმოებაც" არ სცილდება აზრთა სხვადასხვაობის ფარგლებს.
მე არა ვარ მომართული საიმისოდ, რომ მავანს აზრი დავუწუნო,მაგრამ დაუსაბუთებელ და ემოციით გაძლიერებულ "არგუმენტს" რა ფასიც აქვს თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, მასწავლებელი ბრძანებულხართ! რა ვქნათ ქალბატონო ნინიცა თუ თქვენი არგუმენტები არ არის სწორი. აკაკი თუ უფალს ეძებდა ელიოზმა რაღა დააშავა ვერ გავიგე. პრეტენზია თქვენთან კი არა, თქვენს აზრთან გვქონდა და სხვათაშორის თქვენ ყურადღება იმას კი არ მიაქციეთ ჩვენ რა არგუმენტები შემოგთავაზეთ, არამედ იმას რომ არ დაგეთანხმეთ... ერთი შეკითხვა: მოსწავლეები ყოველთვის გეთანხმებიან?? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი