სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
მარიამი |
May 2 2008, 12:50 AM
პოსტი
#42
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ბატონო? რა დააშავეს სხვა სულით სამკურნალოებმა, რომლის გვერდზე სალოსი არ აღმოჩნდა? მათ სხვა ვიმეს გაუგზავნიდა უფალი ციტატა შიში ოდესმე შეიძლება აღმოჩნდეს წამალი? და შენ ფიქრობ რომ ბერის ქცევა წმიდა წყლის მისია იყო და არა გაავება? კი, და ძალიან ხშირადაც პირადად ჩემთვისაც კი ყოფილა ზოგჯერ შიში წამალი ზუსტად მასე ვფიქრობ: მისია იყო და არა გაავება. დაგიმტკიცო? მოდი, შენ დამიმტკიცე ჯერ საწინააღმდეგო ციტატა იმდენად უცნაური, რომ ეკლესიას სამუდამოდ დაშორდეს არა? სალოსის ქცევით ეკლესიას არავინ დაშორდება. თუნდაც იმ სალოსის ლოცვით და თუ დაშორდება, ეგ სალოსის ბრალი არ იქნება. ე.ი. ის სხვა რამის გამოც დაშორდებოდა ეკლესიას. ციტატა საქმეც მაგაშია, მე ვცდილობ ეკლესიის ცხადი პოზიცია მოვისმინო... ნაცვლად ეზოთერიული მითითებებისა იმის შესახებ, რომ რაღაც რომელიც განცხადებულია ერთი ადამიანისთვის, დასამალია ჩემთვის... და შენ ფიქრობ, რომ შენთვის ყველაფერი გასაგები შეიძლება იყოს? მნათე შენ რომ მამა გაბრიელის გვერდით ყოფილიყავი აუცილებლად გიწამლებდა მნათეზე არ ვამბობ, მაგრამ მამა გაბრიელი კი არა, ქრისტე ღმერთი ვერ უწამლებს ზოგს, ისეა გაქვავებული სახარებაშიც ხომ წერია: უფალმა ნაზარეთში ვერ აღასრულა ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამოო... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 06:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი