![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მნათე
ციტატა ამ თავის ეგზეგეზა თუ შეიძლება, რამდენადაც მივხვდი პავლე საუბრობს სხვების მიერ დანახულ ქრისტიანებზე.... ვერ ვიპოვე... ![]() თუმცა კონკრეტული განმარტება შენ სწორ პასუხს ვერ მოგცემდა, რადგან ეს მხოლოდ ტრადიციაა. არ არსებობს სალოსად კურთხევის რაიმე კანონიკური წესი. ტრადიციის მიზანშეწონილობას კი საზღვრავს მისი შედეგი, რაც თავის მხრივ ძალიან პირობითია. ასე ვერ იტყვი სალოსობა კარგია თუ ცუდი, რადგან ის მოღვაწეობის ფორმაა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რა გადაწონის, კონკრეტული პოზიტიური მხარე თუ ნეგატიური. სალოსი, რომელიც ბევრს იგინება, ლოთობს და ა.შ. შეიძლება დაბრკოლებაში აგდებს მრევლს, მაგრამ ამავდროულად დადებით საქმესაც აკეთებს, რაღაც კუთხით. იმის შეფასება ძალიან ძნელია თუ ვინ ვინ არის. ცხადია სალოსობა არაფრის გარანტია არაა. თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ უამრავი სალოსია წმინდანად შერაცხული, თავის მხრივ ეს არ ნიშნავს, რომ სალოსობა იდეალური მოღვაწეობის წესია, ეგრე ერისკაცებიც არიან წმინდანად შერაცხული. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი