სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
გიორგი |
May 2 2008, 01:20 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ნაცვლად ეზოთერიული მითითებებისა იმის შესახებ, რომ რაღაც რომელიც განცხადებულია ერთი ადამიანისთვის, დასამალია ჩემთვის... არავითარი ეზოთერია და მისტიკა ამაში არა რის, ეს არის ტრადიცია... (რომლის უკიდურესი ფორმები პირადად მე არ მომწონს ) დანარჩენი აბა KAIROS-ს დავეკითხოთ პროფესიულ დონეზე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sandro40 |
May 2 2008, 08:19 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
თემა იმდენადაა საინტერესო რომ გვქონდეს იმის გარკვევის უნარი რა არის სალოსობა და რა არა, შესაძლოა სალოსის ნიღბის ქვეშ სულიერად არაჯანსაღი ადამიანი იყოს ან მატყუარა.
მიმდობნი არ უნდა ვიყოთ. სალოსობა გარკვეულ ეპოქაში აუცილებლობას წარმოადგენდა, თან რუსეთში ყოფილა ძირითადად გავრცელებული, ეს ნიშანდობლივია, ივანე მრისხანეს მაგალითი გამახსენდა, სალოსმა ბერმა მარხვაში ხორცის ჭამა რომ შესთავაზა, შედეგად კი რუსეთის ერთ-ერთი ქალაქი დარბევას გადაურჩა და ვინ შებედავდა რუსეთის მეფეს ასეთ რამეს თუ არა შლეგი წმინდანი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი