"წმ.იოანე ოქროპირი." |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"წმ.იოანე ოქროპირი." |
saria-giorgi |
Nov 19 2007, 08:24 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის, კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული ქრისტიანეთა მიცვალებისათვის[size=3] საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა. ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. [size=4]ღმერთმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით არსრულებულნი ქრისტიანენი[size=4] -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
Apr 22 2008, 11:01 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე-40 დღეს სულის კერძო სამსჯავრო იმართება ტრანსცენდენტალიზმში 40 დღეს როგორ ითვლიან? სად მდებარეობს საზვერეები? ციტატა რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია კრება, თარიღი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
May 2 2008, 11:10 AM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ტრანსცენდენტალიზმში 40 დღეს როგორ ითვლიან? სად მდებარეობს საზვერეები? კრება, თარიღი. მგონი კარგად ვერ ან არ კითხულობ იმ პოსტებს,რომელშიც აღნიშნულია საზვერეების არსებობა საიდან შემოინახა ეკლესიამ. ბევრი რამ გარდმოცემით ვიცით,რომელიც ეკლესიამ შეიწყნარა;ვგულისხმობ წმ.მამების უდიდეს ნაწილს თუნდაც წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი.მსოფლიო ეკლესიამ მიიღო მისი ნააზრევი.მამების ერთობლივი აზრი უკვე ეკლესიის კრებსითობას გულისხმობს. რომელ კრებაში წერია,რომ პირჯვრის გამოსახვა აუცილებელია ან სხვა ლიტურგიკული წესები?ვერცერთ კრებაში ვერ ნახავ,აღმოსავლეთით ლოცვა,რომ აუცილებელია ეკლესიაში,რომელ კრებაში წერია?არცერთში. საზვერეების შესახებ სწავლება განხილულია წიგნში:"О тайных недугах души". უბრალოდ მრავალჯერ ვთქვი,რომ შენთან საუბარი არ მსურს,რადგანაც გამოხატავ აზრებს,რომელიც ეკლესიას უპირისპირდება,თან ნაკლებ ინფორმირებული ხარ ამ კუთხით,როგორც ვამჩნევ. რომელ კრებაშია მიღებული,რომ ეკლესიის მსახურებს(მღვდლებს) აუცილებლად უნდა ეცვათ კაბა ან კიდე ეპისკოპოსები ატარებდნენ კვერთხს?არსად. ზემორე მოყვანილ წიგნში განხილულია ყველაფერი,მგონი ამით შეძლებ განიქარვო ეჭვი,რომელიც უკვე 40-წელია მოდერნისტების გარშემო სუფევს. შენი მოძღვარი არ ურჩევს,როდესაც მასთან მიდიან ახლადშესვენებულთა მშობლები ან ნათესავები ილოცონ განსაკუთრებულად 40-დღის განმავლობაში?პანაშვიდები გადაახდევინონ მღვდელს მე-3 და მე-9 დღეს და თუ კი საიდან იცის კითხე.ან თუ არა რის საფუძველზე. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი