![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ერთს ვიტყვი, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ....
ნინცა, ზოგადი ფრაზები ვერასდროს დაარწმუნებს ადამიანს, თუ კონკრეტულად არ ახსნით, მე არგუმენტები ვითხოვე, მომიტევეთ, მაგრამ ზოგადქრისტიანული ფრაზები და ლეონიძის მოთხრობები არაფერს მაძლევს, თუ კონკრეტულად არ მიჩვენებთ ტექსტის მაგალითზე ამ ყველაფერს. აი, როცა აიღებთ ტექსტს და მისხალ-მისხალ შემიდარბთ და გამივლებთ პარალელებს და თან ეს თქვენ არგუმენტები თითიდან გამოწოვილი კი არა, მყარი და რეალური იქნება, მართლა დავიჯერებ! მე არც ვინმეს ვებრძვი და არც ვეწინააღმდეგები, დამაჯერეთ, ბატონო! და თუ მე ვერ მაჯერებთ და ზოგადი და ბრტყელ ფრაზებით მპასუხობთ, თან კი დემონსტრაციულად ტოვებთ კამათს, რომელშიც რატომღაც ცალკარა მდგომარებაში ხართ, იგივე წარმატებით არ დაგიჯერებთ ბავშვიც, დამერწმუნეთ! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 06:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი