სახელმწიფო რელიგია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო რელიგია |
.:Lela:. |
Apr 22 2008, 07:53 PM
პოსტი
#41
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
დღეს სადარბაზოში რომ შევდიოდი განცხადებას წავაწყდი რომლის შინაარსი იყო ის რომ მართმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად და მიმდინარეობს ხელმოწერების აგროვება
-------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მნათე |
May 2 2008, 01:41 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს ეს არის ლევან ბერძნიშვილმა პასუხი გამცა კითხვაზე, რომელიც შეგეძლოთ დაგესვათ საიტზე:
http://georgianpolitics.com/index.php?s=& ჩემი კითხვა: ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური პერსონისადმი, როგორც საქართველოს (ჯერ-ჯერობით არასრულწლოვანი) მოქალაქე და როგორც მოსწავლე. ვიმედოვნებ პარლამენტი აღარ დაემსგავსება იმ სამარცხვინო დაწესებულებას (თუ დაწესებულებები არ გვიწყენენ), როგორიც სავალალოდ გვაქვს და ყოველივე ამის გამოსწორება სწორედ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამაჯრვების შედეგი იქნება.... თქვენი აზრით, რამდენად მოიკიდა ფეხი პოლიტიკურ წრეებში რელიგიურმა სპეკულაციამ? ხსენებული სფერო წამგებიანობიდან გამომდინარე დღეს ხომ უკეთეს შემთხვევაში მტვერწაყრილი, ხოლო უარესში დასამარებულია, როგორ ფიქრობთ, რა ქმნის პოლიტიკური სუბიექტების ლამის ცეცხლოვან ეტლს მომლოდინე მზერას (ცხადია გიგანტური სანთლებით) ღვთისმოსაობა თუ გუნდრუკი საკუთარი კარიერისადმი? კითხვას იმდენად გისვამთ თქვენ, რამდენადაც იმ პიროვნებად მესახებით, რომელიც არ უფრთხის საკუთარი შეხედულების თამამად დაფიქსირებას, თუნდაც ამას ფუნდამენტალისტი თანამოქალაქეებისგან მძვინვარება და ათასი იუდას შესაფერისი სიტყვა მოჰყვეს... ძალიან დამავალებთ თუ ვრცლად მიპასუხებთ, პოლიტიკოსებისგან განებივრებულნი როდი ვართ წერით... დიდი პატივისცემით ბატონი ლევანის პასუხი: ჩემთვის ყველაზე მიუღებელია ფარისევლობა. დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის რწმენას, მაგრამ ურწმუნოთა ხაზგასმული და ტელედადასტურებული ღვთისმოსაობა გულს მირევს. ჩვენი პოლიტიკის და ბიზნესის ზოგიერთი მამა, რომელიც სინამდვილეში ქრისტეს ფეხის მკვნეტელია, თავის სიგრძე კელაპტარს რომ დაიჭერს და გაბრაზებული სახით რომ იწერს პირჯვარს, საკუთარი თავიც მეცოდება და დედა ეკლესიაც. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მაფიქრებდა გაბრიელ დაფანჩულის ფენომენი და ამ კითხვაზე – უნდა შეიწყნაროს თუ არა ეკლესიამ ამგვარი მოღვაწენი – ცალსახა პასუხი არ მაქვს. რაც შეეხება რელიგიით სპეკულირების იმგვარ დოზებს, რასაც ტელეჟურნალისტების ახალი პარტია გვთავაზობს, ამას მე კი არა, მგონი, ვერც ვერავინ გადაიტანს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი