![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
argani |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
seminaristi
ციტატა ღმერთს არასოდეს არავითარი შეცდომა არ დაუშვია, აქედან გამომდინარე კი შეცდომის გამოსწორების საჭიროება არ არსებობდა. მან დაცემულ ადამიანს მოდი სიტყვა 'დაცემულს' დავუკვირდეთ. დაეცა ანუ ვერ ივარგა იმ ადამინმა რომელიც თავად ღმერთმა შექმნა, ყოვლის შემძლე ღმერთმა რომელსაც შეეძლო ისეთი ადამიანი შეექმნა რომელიც ვერ დაეცემოდა, არც კი მოუვიდოდა აზრად დაცემა, არც კი ეცოდინებოდა რა იყო დაცემა. რადგან ასეთი ადამიანი არ შექმნა, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა რატომ შექმნა მან ადამიანი რომელიც მუდამ უნდა ებრძოდეს დაცემის ცდუნებას. ღმერთის მიზანი მის მერვე შექმნილი ადამინის ბედნიერება იყო თუ ცდის ჩატარება რომლის დროსაც ნახავდა როგორ იჯახირებდა მისი ნაწარმი, დაახლოებით ისე როგორც ბრმა ადამინს დააკვირდები გადაიჩეხება თუ არა უმოაჯირო ბაქნიდან. ნებისმიერ შემთხვევაში არ ჩანს ზრუნვა ან სიყვარული ყოვლისშემძლე ღმერთის მხრიდან. სამაგიეროდ ჩანს წვალების ნიშნები: ბაბილონის გოდოლის დანგრევა, წარღვნა, რომელიც მერე მოინანია უფალმა ღმერთმა, და თქვა მეტს აღარ ვიზამ ამასო . რაღაც არ გავს ეს იმ ქმნილების საქციელს რომლმაც ზუსტად იცის რას აკეთებს და საქმე ცუდად არ მიუდის. ციტატა იქნებ გგონიათ, რომ ღმერთს "არ გამოუვიდა" ადამიანი ისეთი, ასე რომ არ იყოს მაშინ არ შეევედრებოდა ცოდვილი და უღირსი ადამიანი ღმერთს ცოდვებისა და ცდუნებებისგან დაცვას რადგან არც ცოდვები ეცოდინებოდა და არც მათგან დაცვაში დახმარებას შეთხოვდა ვინმეს. ციტატა ადამი, რომლის მიზეზითაც შემოვიდა ამ სოფელში ტანჯვა-ვაება, ადამია აქ მთავარი თუ ყოვლისშემძლე ღმერთი რომელმაც თავად ადამიც შექმნა და პატარა მატლებიც? წაერთვა მერე ღმერთს ადამისთვის ტანჯვა-ვაების შექმის უფლება რათა ხალხს უფრო მეტი დრო დარჩენოდა ღმერთის სამადლობლად და სადიდებლად და არა მისთვის დაავადებებისგან და ატასი სხვა უბედურებისგან დაცვის სავედრებლად. უფრო უკეთესი იქნებოდა ყველასთვის. ციტატა სხვებს მაინც ნუ ახვევთ სულის მომწამვლელ აზრებს. აზრებს კი არ ვახვევ კითხვებს ვსვამ რომელიბზედაც დამაკმაყოფილებელი პასუხი მინდა და არა 'წადი ილოცე და მოინანიე' |
seminaristi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 ![]() |
მოდი სიტყვა 'დაცემულს' დავუკვირდეთ. დაეცა ანუ ვერ ივარგა იმ ადამინმა რომელიც თავად ღმერთმა შექმნა, ყოვლის შემძლე ღმერთმა რომელსაც შეეძლო ისეთი ადამიანი შეექმნა რომელიც ვერ დაეცემოდა, არც კი მოუვიდოდა აზრად დაცემა, არც კი ეცოდინებოდა რა იყო დაცემა. ადამიანი დაეცა იმის გამო, რომ ღმერთმა მას თავისუფალი ნება მისცა. თავისუფალი ნების გარეშე კი ადამიანი რობოტს დაემსგავსებოდა, რომელსაც არ შეუძლია გადახვევა მასში ჩადებული "პროგრამიდან". ეს კი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. უფრო მეტიც, ასეთ რობოტს არ ექნებოდა სიყვარულის უნარი, ღმერთს კი სწორედ ეს უნდა ადამიანისაგან - მისი ქმნილება (ადამიანი) იყოს შემცნობი ღმრთის უსაზღვრო სიყვარულისა და სიდიადისა. ციტატა რადგან ასეთი ადამიანი არ შექმნა, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა რატომ შექმნა მან ადამიანი რომელიც მუდამ უნდა ებრძოდეს დაცემის ცდუნებას. თქვენ ფრიად ცდებით. ცოდვით დაცემამდე ადამსა და ევას არანაირი ბრძოლა არ უწევდათ ცდუნებასთან, მათთვის უცოდველობა იყო ბუნებრივი, ჩვეულებრივი მდგომარეობა. ბოროტისადმი მორჩილება კი სრულიად უცხო და არაბუნებრივი იყო მათი მდგომარეობისათვის. სწორედ ამიტომ, რაკი მათი ბუნებისათვის (მდგომარეობისათვის) სრულიად მიუღებელი, შეუთავსებელი იყო შეცოდება, აღმოჩნდა "დაცემაი მათი დიდ ფრიად" და შეითვისეს კიდეც მათთვის სრულიად უცხო ტკივილი და სიკვდილი. ციტატა ღმერთის მიზანი მის მერვე შექმნილი ადამინის ბედნიერება იყო თუ ცდის ჩატარება რომლის დროსაც ნახავდა როგორ იჯახირებდა მისი ნაწარმი, დაახლოებით ისე როგორც ბრმა ადამინს დააკვირდები გადაიჩეხება თუ არა უმოაჯირო ბაქნიდან. ნებისმიერ შემთხვევაში არ ჩანს ზრუნვა ან სიყვარული ყოვლისშემძლე ღმერთის მხრიდან. ღმერთმა ადამიანი სრულიად ნეტარ მდგომარეობაში შექმნა. მიჩვენეთ სამოთხეში თქვენი ურწმუნოების ფანტაზიით შექმნილი ან "ბრმა ადამიანი" ან კიდევ "უმოაჯირო ბაქანი", ანუ რამე ნაკლულევანება სამოთხეში. ციტატა სამაგიეროდ ჩანს წვალების ნიშნები: ბაბილონის გოდოლის დანგრევა, წარღვნა, რომელიც მერე მოინანია უფალმა ღმერთმა, და თქვა მეტს აღარ ვიზამ ამასო . ნუთუ აწვალებს ის მოსიყვარულე მშობელი თავის შვილს, როცა ის "უნგრევს" ანუ უზღუდავს თავის შვილს უკეთურ გეგმებს? რაც შეეხება სიტყვას "მოინანია", ეს ჩვენეული ენით, ჩვენთვის გასაგებად, ასახვაა იმისა, რომ ღმერთი აწი არასოდეს მოავლენდა წარღვნას. ჩვენც ხომ რასაც მთელი გულით შევინანებთ, აღარ ვიმეორებთ ხოლმე. ასე პირდაპირი მნიშვნელოლობით თუ აღვიქვამთ წმ. წერილის სიტყვებს, მაშინ გამოდის, რომ ღმერთს ყურებიც აქვს, ვინაიდან ერთგან წერია: "მოყავ უფალო ყური შენი" და მრავალი სხვა. ციტატა რაღაც არ გავს ეს იმ ქმნილების საქციელს რომლმაც ზუსტად იცის რას აკეთებს და საქმე ცუდად არ მიუდის. "ქმნილების საქციელს"????? აი, თქვენი სრული გაუცნობიერებლობა რწმენის საკითხებში. ღმერთს ქმნილებადაც კი მიიჩნევთ. ასეთ ურწმუნოს რა გინდათ ამ ფორუმში? "წადი შენ შენს გზაზე მშვიდობით", ჩვენ კი, "ვისაც გვწამს, გაგვატარე". თქვენ რამეს გარკვევის მცდელობა ნამდვილად არა გაქვთ. ციტატა ასე რომ არ იყოს მაშინ არ შეევედრებოდა ცოდვილი და უღირსი ადამიანი ღმერთს ცოდვებისა და ცდუნებებისგან დაცვას რადგან არც ცოდვები ეცოდინებოდა და არც მათგან დაცვაში დახმარებას შეთხოვდა ვინმეს. დიახაც უნდა ევედროს ადამიანი ღმერთს, რადგანაც თავისივე მიზეზით შესცოდა მას. ციტატა ადამია აქ მთავარი თუ ყოვლისშემძლე ღმერთი რომელმაც თავად ადამიც შექმნა და პატარა მატლებიც? წაერთვა მერე ღმერთს ადამისთვის ტანჯვა-ვაების შექმის უფლება რათა ხალხს უფრო მეტი დრო დარჩენოდა ღმერთის სამადლობლად და სადიდებლად და არა მისთვის დაავადებებისგან და ატასი სხვა უბედურებისგან დაცვის სავედრებლად. უფრო უკეთესი იქნებოდა ყველასთვის. ადამის დაცემაში ღმერთი არაფერ შუაშია. რომ წაერთვა ადამისთვის თავისუფალი ნება (შეცოდების შესაძლებლობა), ვიმეორებ, ადამი იქნებოდა მანქანა და არა ღმრთის ხატი და მსგავსი. მანქანის ღირსება კი ისაა, რომ ის ჩინებულად ასრულებს მონის ფუნქციას. ღმერთმა კი ადამიანებს მეგობრობისა და ძეობის პატივი გვიბოძა. ციტატა აზრებს კი არ ვახვევ კითხვებს ვსვამ რომელიბზედაც დამაკმაყოფილებელი პასუხი მინდა და არა 'წადი ილოცე და მოინანიე' თქვენს წინადადებებში არ არის კითხვის ნიშნები არა მარტო ვიზუალურად. თქვენს სიტყვებში აშკარად ჩანს თქვენი თვითდაჯერებული ტონი. თქვენ მცდელობაც კი არა გაქვთ რამეს გარკვევისა თორემ ღმერთს ასე აბუჩად არ მოიხსენებდით.ხოლო ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვის. მაცხოვარი ბრძანებს: "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ";"ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა, გეყავნ თქვენ".. მეც ამიტომ მოგიწოდეთ ლოცვისკენ. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
argani |
![]()
პოსტი
#4
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
ციტატა ადამიანი დაეცა იმის გამო, რომ ღმერთმა მას თავისუფალი ნება მისცა. თავისუფალი ნების გარეშე კი ადამიანი რობოტს დაემსგავსებოდა, რომელსაც არ შეუძლია გადახვევა მასში ჩადებული "პროგრამიდან". ეს კი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. უფრო მეტიც, ასეთ რობოტს არ ექნებოდა სიყვარულის უნარი, გამარკვიე ყოვლისშემძლე უფალზე ვლაპარაკობთ, იმაზე ვინც ყველაფერი შექმნა არაფრიდან იმიტომ რომ ასე მოუნდა? თუ მასეა, რატომ არ შეეძლო მას ისეთი ადამიანი შეექმნა რომელიც მხოლოდ სიყვარულისთვის იქნედობა დაპროგრამებული, არ შეეძლებოდა ბოროტების ან ავის ჩადენა, დროს მხოლოდ უფლის მადლობაში და დიდებაში დახარჯავდა და ყველა ბედნიერი იქნებოდა? რატომ არ შეეძლო ყოვლისშემძლე უფალს ისეთი ადამინის შექმნა რომელიც ბედნიერი იქნებოდა თავისი თუნდაც რობოტობით, და ვერც კი მიხვდებოდა რომ ის რობოტი იყო, რადგან გარშემო ბედნიერება მას ამის გაფიქრების დროსაც არ მიცემდა? ის ხომ ყოვლისშემძლე და ადვიალდ მოახერხებდა ამას. ციტატა ნუთუ აწვალებს ის მოსიყვარულე მშობელი თავის შვილს, როცა ის "უნგრევს" ანუ უზღუდავს თავის შვილს უკეთურ გეგმებს? მაგრამ კეთილო როგორ შევადაროთ ერთმანეთს მოკვდავი მშობელი და ყოვლისშემძლე უფალი, როგორ დავსვათ მათ შორის ტოლობის ნიშანი!? ციტატა რაც შეეხება სიტყვას "მოინანია", ეს ჩვენეული ენით, ჩვენთვის გასაგებად, ასახვაა იმისა, რომ ღმერთი აწი არასოდეს მოავლენდა წარღვნას. ანუ მან 'უუპს' თქვა? მაპატიეთ შემეშალაო? ის ხომ უფალია და არა უბრალო გამომგონებელი რომელიც მრავალჯერ ცდის ვიდრე საბოლოოდ ვარგის რამეს არ შექმნის? ციტატა ადამის დაცემაში ღმერთი არაფერ შუაშია. რომ წაერთვა ადამისთვის თავისუფალი ნება (შეცოდების შესაძლებლობა), როგორ არაა შუაში! მისი ქმნილება აღმოჩნდა დაცემისადმი მიდრეკილი, იმ გზით არ წავიდა რომელიცათ უფალს უინდოდა მისი წასვლა. ამის გამო მოუვლინა მან სასჯელად ადამიანს წარღვნა და მერე დაინახა რომ შეცდა და დაიფიცა მეტს აღარ ვიზამო. რაღაც ვერ გამოუდის ხელობა ღმერთს თუ ასე ბრუნდედ წაუვიდა თავისი ქმნილება. ციტატა ვიმეორებ, ადამი იქნებოდა მანქანა და არა ღმრთის ხატი და მსგავსი. კი მაგრამ ორი წამის წინ არ თქვი ღმერთს ყური არ აქვსო. როგორაა ღმერთის ხატი ადამინი თუ ღმერთს ყური არ აქვს? ![]() ციტატა ამიტომ მოგიწოდეთ ლოცვისკენ. მრავალ დედას ულოცია მხურვალედ შვილის გადასარჩენად, და ყველა მათგანი მზად იყო თავად მომკვდარიყო შვილის სანაცვლოდ, მაგრამ ვიღაცამ მათი მესაფლავეობა ინება. ასე რომ.... და გაითვალისწინე, სწორედ ასეთი უცნაური სიყვარულის შემხედვარე მაქვს კითხვები, სასვენი ნიშნებით და უმათოდაც. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი