![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მე კიდევ მგონია ისიც, რომ ბავშვს უნდა დავეხმაროთ თავის გზაზე სიარული ისე დაიწყოს, რომ ფერების გარჩევა ისწავლოს თავისით... თეთრის და შავის კი არა მარტო, ფ ე რ ე ბ ი ს... რადგან დედამიწაზე არსებობს კიდევ ბევრი სათნოება, რაც ავსებს და ალამაზებს თუნდაც რწმენას...
მიუხედავად იმდენი მიღწევისა რაც კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია, ელემენტარულ ადამიანურ სიმაღლეს ვერ მიაღწია ჯერაც და კაცთმოყვარეობაში ისევ ისე მოიკოჭლებს როგორც ეს იყო "კაენის დღიდან".. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბავშვი არაფრად დაგიდევთ ამ ჭეშმარიტად ფასეულ დასკვნებს, რომელიც თქვენ ნინიცა, მარიამ, დათიკო, ზაზა, თამარ, მატასი, მეც და სხვებს სულიერი ბრძოლით მოგიპოვებია.. იმას თავისი გზა აქვს გასავლელი... ზოგი ადამიანი დღეს იწყებს სიცოცხლეს, ზოგმა გუშინ დაიწყო.. და იმაზე ლაპარაკი, თქვენ რომ ჭეშმარიტება მოიპოვეთ ამდენი ბრძოლისა და წვალების ფასად წლების განმავლობაში, მისთვის ვერაფერი შეღავათია... ხალხო, ქრისტეს მაგალითი არ გვშველის ხშირად ამხელა ხალხს და რა გინდათ პატარა ბავშვმა გაიზიაროს ჩვენი "ნაცოდვილარი"გამოცდილება? ასე არ შეიძლება ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი