IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები,
იოანა
პოსტი Jul 26 2006, 01:01 AM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



პატერიკული მოთხრობები - მარტივი და გენიალური

ერთხელ, როცა მღვდელი - მამა ილარიონი (შენგელია) სახლის საკურთხევლად მივიყვანეთ ზუგდიდში, ტრაპეზზე მან ასეთი თხოვნით მოგვმართა: როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ აუცილებლად მოიხსენიეთ მიცვალებულები, რადგან არავინ იცის მათ იქ როგორ უჭირთო. ამ სიტყვებმა საზვერეებში გაჭედილთა მწარე ხვედრი დამანახა. მას შემდეგ ვცდილობ მამა ილარიონის მუდარით ნათქვამი სიტყვები შევასრულო, თუმცა ჩემი სიზარმაცე, გონებაგაფანტულობა და უდარდელობა ამის აღსრულებაში ხელს მიშლის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პირველი პატერიკული მოთხრობები, რომელთაც აქ დავდებ (კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ) მიცვალებულთა მოხსენიებაზე ყოფილიყო.

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.


მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის.


დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“.

დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა. იცი, შემთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Dec 27 2006, 01:09 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,274
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთ შემოსილი, და დიდად მოყვარე ღვთისა, და ფრიად მოსურნე საღმთოსა წირვისა და ლოცვისა. დამკვიდრებული უდაბნოსა შინა მარტოებით, და მადლის მღაღადებელი ღვთისა მიმართ ფსალმუნითა და მხურვალითა ლოცვითა, რომლისაგან ესრეთ შორს იყო ეკლესია ვითარ ათორმეტ მილიონ, გარნა კვირიაკეთა და დღესასწაულთა მივიდის წმიდად ეკლესიად სმენად საღმრთოისა წირვისა და პატიოსნისა ლოცვისა. და ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი, განიზრახა თავსა შორის თვისსა, რათა მივიდეს და მახლობლად ეკლესიისა დაემკვიდროს, რათა არა უმეტესად დაშვრებოდეს. და მოვიდოდა ჩვეულებისაებრ წმიდად ეკლესიად. მიიქცა და იხილა ვინმე ღვთივ შვენიერი ხილვითა, რომელი შესდგომოდა ბერსა. ჰკითხა მას ბერმან: "ვინ ხარ შენ და რასა ჰყოფ?" ხოლო მან ჰრქვა: "მე ანგელოსი ვარ ღვთისა და მოვივლინე აღრიცხვად ნაბიჯსა შენსა, რათა მოგეცეს სასყიდელი შრომისათვის საღმრთოისა."
ეს რა იხილა ნეტარებისა ღირსმან ბერმან, ნუგეშინის ეცა ფრიად და უმეტესად გულს მოდგინე იქმნა ღვთის მსახურებად. წარვიდა და განაშორა სენაკი თვისი სხვასა მილიონსა. და უმოსწრაფესად ვიდოდა ეკლესიად, რათა უმეტესი მადლი და სასყიდელი მიიღოს ღვთისაგან შრომისათვის და აკურთხევდა ყოვლად დიდებულსა სახელსა მისსა წმიდასა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები,   Jul 26 2006, 01:01 AM
IOANA   ერთხელ მონაზონმა ჰ...   Jul 26 2006, 04:19 PM
IOANA   ერთხელ ღირსმა ეფრე...   Jul 26 2006, 09:29 PM
solomony   ბერი იოსებ ათონელი...   Aug 10 2006, 09:30 PM
solomony   როდესაც დიოკლიტია...   Aug 10 2006, 09:52 PM
მარიამი   როდესაც დიოკლიტია...   Aug 10 2006, 10:34 PM
salome   როდესაც დიოკლიტია...   Aug 12 2006, 10:53 AM
solomony   მარიამი შენ ვერ გა...   Aug 11 2006, 02:33 PM
მარიამი   მარიამი შენ ვერ გა...   Aug 11 2006, 02:56 PM
მარიამი   solomony, რაღაცა ჩამრჩა ...   Aug 11 2006, 08:38 PM
mnate   ეს სწორი გააზრება...   Aug 11 2006, 10:09 PM
solomony   მარიამი რაც შენ თქ...   Aug 12 2006, 10:25 PM
მარიამი   მარიამი რაც შენ თქ...   Aug 12 2006, 10:27 PM
eka-ekaterine   დიდი სათნოების მქო...   Aug 25 2006, 11:41 AM
Irine   ერთ ბერს ეშმაკი ნა...   Nov 17 2006, 12:53 PM
.:თამარი:.   ერთი ჭაბუკი ოქრომჭ...   Dec 22 2006, 04:44 PM
marine   რამეთუ იყო ვინმე ბ...   Dec 27 2006, 01:09 PM
.:თამარი:.   ერთ განშორებულ უდა...   Jan 12 2007, 11:25 PM
მხევალი ნინო   [quote]ერთხელ მამები მ...   Jan 15 2007, 06:17 PM
ალექსანდრე   აქ მოვათავსოთ ერთი...   Feb 28 2008, 06:02 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th January 2026 - 12:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი