ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში... |
ქეთუ |
Mar 18 2008, 05:11 AM
პოსტი
#21
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
რას ფიქრობთ? ვისაუბროდ ზოგადად თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, რა აზრის ხართ? რამდენად ახლოს დგანან თუ დაშორდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები ქართულ ფენომენს, რა ადგილი უჭირავს ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს მათ შემოქმედებაში. რა არის თანამეოდროვე ლიტერატურის ძირითადი ამოცანა, პრობლემები და შეფასებები...
მოკლედ ვთვლი რომ საინტერესო თემაა... ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი, გურამ რჩეულიშვილი ოთარ ჩხეიძე......... ამ დიდებული ადამიანების და მათი შემოქმედების ფონზე ალბათ რთულია თუმცა არც თუ ისე უინტერესო ვისაუბროთ სხვებზეც... ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, სულ სულ ახლებიდან დავით ყანჩაშვილი.......... იორიკი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, რაღაც განსხვავებული გამორჩეული წერის მანერა აქვს, თანაც საოცრად თბილად და საოცრად ღრმად შინაარსიანად წერს. არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც.... თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
May 3 2008, 07:51 PM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან კარგი, ეს თემა დავიწყების ღირსი არაა, თუმცა შემდეგში ვითხოვდი, რომ დიდ ლექსებს ნუ დადებთ, მაგისათვის არის პოეზია, არამედ მხოლოდ განსაკუთრებული ნაწყვეტები:
აი მე ისევ ჭილაძეს მოვიხმობ: სამშობლოზე: "ადამიანს სახლი იქა აქვს, სადაც მშობლები ყავს, თუნდაც მკვდრები" რა მაგარია! ძალიან მაგარი! ადამიანის ხასიათზე: " ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულწრფელს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა სიბრაზე რომ გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება".... მიყვარს ეს კაცი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 10:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი