![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
KAIROS
რაღაც ასე ვიცი, კაიროს, რომ სულ 7-ია მანდ. ანუ მაგათ დაუმატე მართლა ჭეშმარიტი იერონიმე II-ის სინოდი (ვისთანაც გვაქვს ევქარისტიული კავშირი). გამოდის, რომ 2 რჩება კიდევ.... ![]() ისტორიას რაც შეეხება, ჯერ ინფო შევკრიბოთ და მერე დავდოთ თუ პირიქით, ინფოს შეკრების კვალობაზე?... ისტორიები ზოგს კი უდევს საიტზე, მაგრამ ვერ გაიგებ, ყველა ჭეშმარიტი და უმწიკვლოა და მომკლა მაგათმა სასწაულებმა. ისე, მკალავიშვილის საიტი ძალიან ჰგავს პათოსით მაგათსას ![]() P.S. ამ გახსენებულზე, მკალავიშვილმა ხელდასხმა აღიდგინა კვიპრიანეს სინოდისაგან. ამ კვიპრიანეს სინოდს ექვემდებარება ცხინვალის თვითგამოცხადებული რეჟიმის მხარდაჭერით მყოფი ე.წ. სრულიად ალანიის ეპისკოპოსი გიორგი ფუხაევი, რომელიც ამჟამად ატარებს წირვა-ლოცვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი