რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#161
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
argani |
May 2 2008, 12:17 AM
პოსტი
#162
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, იმიტომ რომ დაგვავიწყდა იესოს შეგონება თავმდაბალი იყავითო. იმიტომ რომ ამპარტავნებამ მღვდლებს აამა მათს ხელზე მრევლის მთხვევა და სხვადასხვა მიწიერი პატივი, რომელსაც ისინი არათუ არ თაკილობენ, პირიქით იშნობენ. ციტატა ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება. ისეო აქ ადვილად გასაგებია. ერიდეთ ამპარტავნებას, იყავით მდაბალნი და გამოურჩეველნი, ნუ შეიმოსებით ბრჭყვიალა ოქრომკედიანი სამოსით და ნუ მიიღებთ როგორც კუთვნილს ვინემს თქვენს წინ გართხმასო. იესოს არ უქვამს რახან ჩემი მოძღვრების გამაგრძლებენი ხართ, თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებ და იწოდეთ მამადო. ახლა იესოს სიტყვების ვიღაცეებისთვის მოსარგებლად ჩორკნას დავიწყებთ, ყველაფერი შეიძლება ვათქმევინოთ მას. მაგრამ ეს არაა მისი მიმდევრების მიზანი. თუ ვცდები? სხვათაშორის პროტესტანტულმა ეკლესიებმა ეს შეცდომა გამოსწორეს და მოღძვრის ან მამის ნაცვლად 'პატივცემულს' ხმარობენ. პატივს კი ყველას ვცემთ ვინც დიდი მოძღვრის შეგონებას არ ამახინჯებს. |
seminaristi |
May 3 2008, 08:28 PM
პოსტი
#163
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
იმიტომ რომ დაგვავიწყდა იესოს შეგონება თავმდაბალი იყავითო. იმიტომ რომ ამპარტავნებამ მღვდლებს აამა მათს ხელზე მრევლის მთხვევა და სხვადასხვა მიწიერი პატივი, რომელსაც ისინი არათუ არ თაკილობენ, პირიქით იშნობენ. ისეო აქ ადვილად გასაგებია. ერიდეთ ამპარტავნებას, იყავით მდაბალნი და გამოურჩეველნი, ნუ შეიმოსებით ბრჭყვიალა ოქრომკედიანი სამოსით და ნუ მიიღებთ როგორც კუთვნილს ვინემს თქვენს წინ გართხმასო. იესოს არ უქვამს რახან ჩემი მოძღვრების გამაგრძლებენი ხართ, თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებ და იწოდეთ მამადო. ახლა იესოს სიტყვების ვიღაცეებისთვის მოსარგებლად ჩორკნას დავიწყებთ, ყველაფერი შეიძლება ვათქმევინოთ მას. მაგრამ ეს არაა მისი მიმდევრების მიზანი. თუ ვცდები? სხვათაშორის პროტესტანტულმა ეკლესიებმა ეს შეცდომა გამოსწორეს და მოღძვრის ან მამის ნაცვლად 'პატივცემულს' ხმარობენ. პატივს კი ყველას ვცემთ ვინც დიდი მოძღვრის შეგონებას არ ამახინჯებს. ძალიან ბევრის ლაყბობის უფლებას აძლევ შენს თავს და კიდევ სხვებს სდებ ამპარტავნებაში ბრალს? კიდევ ერთხელ გეუბნებით: ამ ფორუმში არ არის ჯერჯერობით თქვენი ადგილი. თუ რამეს გარკვევა გინდათ, დასვით კითხვები, თუ არადა, ასეთი პრიმიტიული მტკიცებულებები თქვენი სექტანტობის შთაბეჭდილებებს ტოვებს. რაკი ასე თვითდაჯერებული ხარ შენს თავში, რომ, შენი აზრით, მამას ღმრთის გარდა არავის არ უნდა ვუწოდებდეთ, მიპასუხე კითხვაზე: მაცხოვარი ერთგან ფარისევლებსა თუ მწიგნობრებს ასე მიმართავს :"თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ეშმაკისანი ხართ". რატომ უწოდებს მაცხოვარი ეშმაკს მამას? -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი