![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური ![]() 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
keti |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 ![]() |
ეს ცოდვა უმძიმეს თვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს.ამ და სხვა ცოდვების გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა.თუ არ შევაჩერებთ ამ ცოდვას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. როგორ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის წყალობის იმედი ქონდეს, თუ კი თავისი შვილების ჟლეტას არ შეწყვეტს.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ფარაონმა, ყველა ებრაელი ახალშობილი ვაჟის ნილოსში ჩაგდება ბრძანა, რადგან ებრაელი ერის გამრავლება საშიში გახდა.მდინარე აივსო ახალშობილთა უმწეო გვამებით, ნილოსოს ნიანგებმა კუჭები ამოივსეს ახალშობილებით. ცას მისწვდა ებრაელი დედების გოდება. დღეს კი საკუთარ შვილებს ხოცავენ სქესის განურჩევლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით, ისე რომ დაბადებასაც არ აცლიან. ნიანგის კბილების მაგივრობას დღეს ექიმ-გინეკოლოგის მაკრატელი ასრულებს, მუცელსში მოწყვეტილთა ნარჩენებს კი მდინარის ნაცვლად კანალიზაციის ბინძურ წყალს ატანენ. ესაა სატანისადმი გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვა რასაც სამედიცინო ენაზე აბორტი ქვია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი