![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც არ არიან
ევქარისტიულ კავშირში დანარჩენებთან ეკლესიები: ბელორუსიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა 1922 წლის 23 ივლისის კრებაზე და გამოეყო პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1940-იან წლებში ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ჩახშობილ იქნა ავტოკეფალისტთა მოძრაობა. ეკლესიის იერარქია ევროპასა და ამერიკაში გაიქცა. ეკლესიის ადგილსამყოფელი ამჟამად შეერთებულ შტატებშია. ეკლესიას 1984 წლიდან მეთაურობს მიტროპოლიტი იზიასლავ ბრუცკი. ბულგარეთის ალტერნატიული სინოდი ბულგარეთის ეკლესიას გამოეყო კალენდრის შეცვლის მიზეზით. ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი პიმენი მართლმადიდებელი ეკლესია იტალიაში დაარსდა 1991 წელს კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში მოქცეული მღვდლის ანტონიო დე როსსოს მიერ. ეკლესია ექვემდებარებოდა კვიპრიანეს ბერძნულ ძველმესტილეებს. 1997 ეკლესია გადავიდა ბულგარეთის ალტერნატიული სინოდის დაქვემდებარებაში ავტონომიის სტატუსით. ეკლესიას ამჟამად მეთაურობს რავენასა და სრულად იტალიის მიტროპოლიტი ანტონიო (ეკლესიის დამაარსებელი). იმე სრულ ევქარისტიულ კავშირშია კიევის საპატრიარქოსთან მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესიას 1959 წელს სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიანიჭა ავტონომია. 1967 წლის 19 ივლისს მაკედონელმა იერარქებმა გამოაცხადეს ეკლესიის ავტოკეფალია. ეკლესიას ამჟამად მეთაურობს ოხრიდისა და სრულიად მაკედონიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე ველიანოვსკი ჩერნოგორიის მართლმადიდებელი ეკლესია თავიდანვე (1997) იგი დარეგისტრირდა მორწმუნე ჩერნოგორიელთა საზოგადოების სახით. 2000 წელს მან მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. 2001 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა ეკლესიად. ეკლესიას მეთაურობს ცეტინიეს მთავარეპისკოპოსი და ჩერნოგორიის მიტროპოლიტი მიხაილო რუსეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესია ჩამოყალიბდა ანტიკომუნისტური მოძრაობის კვალობაზე პატრიარქ სერგის დროს. 1970-იან წლებში ეკლესიას იერარქია აღარ ჰყავდა რუსეთში. 1996 წელს სამღვდელოებამ საეპისკოპოსო ხელდასხმა მიიღო უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დიმიტრისგან და ამით აღდგენილად გამოცხადდა ეს ეკლესია. 2000 წლიდან ეკლესიის სახელწოდებად გამოიყენება აგრეთვე "მოსკოვის მიტროპოლია". ეკლესიის მეთაურია მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი ვიაჩესლავი გავაგრძელებ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი