![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#61
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#62
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
"უძღები 23-ე მგონი იმ ჯგუფს ეკუთვნის ვინც გამოყოფილ ემიგრანტებსაც გამოეყო და არ შეუერთდა რუს. საპატრიარქოს...
შესაბამისად ახალი სქიზმაა, თუ ასეა, ეკუმენიზმზე კი ცოტა ფრთხილად, მაგაზე ადრე ვწერდით და აქ არ შევეხები , უბრალოდ შეგახსენებ, რომ იქ არის ის ეკლესია ვისაც რ.ს.მ.ე შეუერთდა, ასე რომ "ანათემაზე " გადაცემა ხმალივით არ გამოიყენო, მოკლედ ახლა ხართ რუსეთის საპატრიარქოსთა თუ არა? მერე ვიკმათოთ... კანონისტია სადაა? სიაა შესადგენი , მარტო ცოდო ვარ იხარეთ; კაიროსი!" აქა მშვიდობა!!!კაიროს ხან არის საქმიანობისკენ მომიწოდებ და ტონის შეცვლაზე მიმითითებ ხან თვითონ ხარ ხოლმე "ბუნტის" წამომწყები.სიტყვის ბანზე აგდება ისე გამომგდის როგორც ფედერელს ჩოგბურთის თამაში. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და კიდევ პირველ წერილში სადაც აღწერილია რ.მ.ს.ე ჩამოყალიბების ისტორია გაქვს რამე საწინააღმდეგო? და იმ წერილში მოყვანილ ფაქტებზე გააკეტე კომენტარი. იქედან დავიწყოთ!!! -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 10:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი