IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "წმ.იოანე ოქროპირი."
saria-giorgi
პოსტი Nov 19 2007, 08:24 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386





წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის[size=3]


საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

[size=4]ღმერთმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით არსრულებულნი ქრისტიანენი[size=4]




--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი May 3 2008, 10:20 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



saria-giorgi

სულ მალე შემოგთავაზებ რომელ კრებაში რა წერია biggrin.gif მინდა იმედი გაგიცრუო... კრებებმა იმსჯელეს შენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე user.gif რა ვუყოთ, როგორც ჩანს საზვერეების განხილვაზე არავის უზრუნია.... მე კი ვიცი რატომ, მაგრამ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 5 2008, 03:34 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(მნათე @ May 3 2008, 10:20 PM) *

saria-giorgi

სულ მალე შემოგთავაზებ რომელ კრებაში რა წერია biggrin.gif მინდა იმედი გაგიცრუო... კრებებმა იმსჯელეს შენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე user.gif რა ვუყოთ, როგორც ჩანს საზვერეების განხილვაზე არავის უზრუნია.... მე კი ვიცი რატომ, მაგრამ...


ლიტურგიკა დოგმატიკის გამოთქმაა რიტუალური სახით.კრებები დოგმატიკაზე მსჯელობდნენ.ლიტურგიკა ყალიბდებოდა ტრადიციებისა და ადგილობრივი კანონიკური განჩინებების საფუძველზე.შენ თუ წარმოაჩენ წარმოუჩენელ მსჯელობას მსოფლიო კრებისას,ნამდვილად ახალ ინფორმაციას მივიღებ.წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს"слово о смерты"-20 გვერდი ეთმობა,არქ.ლაზარეს"О тайных недугах души" და ასევე გამოვიდა ახალი წიგნი,სრული კრებული წმ.მამებზე დაყრდნობით.წიგნს ეწოდება:"წმიდათა თანა განუსვენე"(მიცვალებულთა მოხსენების შესახებ).მგონი სრულიად საკმარისია.ერთი დამისახელე რომელ წმ.მამებს ეყრდნობი საზვერეების შესახებ სწავლებას როდესაც ეხები?
"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,სული საშინელ საზვერეებს მაშინ გაივლის,როცა სხეული უსულოდ და უსიცოცხლოდ დევს და ამიტომ ეკლესიის შეწევნას ძალზე საჭიროებს.იმისთვის,რომ სულ სხვა ცხოვრებაში გადასვლა გაუადვილდეს,მართლმადიდებელი ქრისტეანის კუბოსთან მისი სიკვდილის შემდეგ მაშინვე იწყება სულის მოსახსენიებელი ლოცვების აღსრულება და პანაშვიდების გალობა." "სრული კრებული"გვ.100
"საზვერეების შესახებ სწავლება,წერს წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი,ეკლესიის სწავლებაა,წმ.პავლე მოციქული უეჭველად მათზე საუბრობს,როცა გვაუწყებს,რომ ქრისტეანებს მოელით ბრძოლა"სულთა მიმართ უკეთურებისათა,რომელნი არიან ცასა ქვეშე"(ეფ.6.11-12)""слово о смерты"
საზვერეების დაწვრილებით აღწერილობა და ის თანმიმდევრობა,რომლის მიხედვითაც ისინი განლაგებულნი არიან ჰაერის უბსკრულებში,ღირსი თეოდორას ნაამბობშია გადმოცემული.

"გარდა მიცვალებულის მოსახსენებელი საერთო დღეების,უძველესი ქრისტიანული დროიდან დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით ხდება ყოველი მიცვალებულის ცალკე,საგანგებო მოხსენიება გარდაცვალებიდან მე-3,მე-9 და მე-40 დღეს.""სრული კრებული"გვ.108

მე-3,მე-9,მე-40დღეები,წლისთავი
მიცვალებულთა ნეშტი უკვე მიწასაა მიბარებული და იქ დარჩება დრო-ჟამის აღსასრულამდე და საყოველთაო აღდგომამდე.მაგრამ არ ქრება ეკლესიის სიყვარული თავისი ამ ცხოვრებიდან წასული შვილისადმი.როგორც შვილების მოყვარული დედა,ეკლესია გარკვეილ დღეებში ლოცვას აღასრულებს გარდაცვლილი ქრისტეანისთვის და უწმიდეს უსისხლო მსხვერპლს შესწირავს მისი სულის მოსახსენებლად.მიცვალებულის სულისთვის განსაკუთრებული ლოცვების დრღეებია:გარდაცვალებიდან მე-3,მე-9,მე-40 დღეები და წლისთავი(გარდაცვალების დღის ჩათვლით)საეკლესაიო გარდმოცემა გცაუწყებს სხეულიდან ამოსული სულის გამოცდის საიდუმლოს,სარწმუნოებისა დაკეთილმსახურების წმიდა მოღვაწეთა ნაამბობის მიხედვით,რომლებიც ღირსნი გახდნენ ღმრთაებრივი გამოცხადებისა.გადმოცემის მიხედვით,პირველი ორი დღე მიცვალებულის სული ჯერ ისევ მიწაზე იმყოფება და ანგელოზის თანხმლებით დადის იმ ადგილებში,რომლებიც იზიდავენ მას მიწიერი სიხარულით თუ მწუხარების,კეთილი თუ ბოროტი საქმეების მოგონებით.ასე ატარებს სული პირველ ორ დღეს,მე-3 დღეს კი უფალი მსგავსად მესამე დღეს თავისი აღდგომისა,უბრძანებს სულს ზეცად ამაღლდეს მის-ყოველთა ღმერთის თაყვანსაცემად.რაოდენ დროულია ამ დღეს მართლმსაჯულის წინაშე წარმდგარი მიცვალებულის სულის ეკლესიის მიერ მოხსენიება!ამის შემდეგ თითქოსდა ღმრთისაგან უკან დაბრუნებული სული ანგელოზების თანხმლებით შედის სამოთხის სავანეებში და ჭვრეტს მათ გამოუთქმელ მშვენებას.ასეთ მდგომარეობაში იმყოფება სულ ექვსი დღე-მესამედან მეცხრე დღემდე.მე-9 დღეს უფალი უბრძანებს ანგელოზებს კვლავ წარადგინონ იგი მის თაყვანსაცემად.შიშით დაძრწოლით წარსდგება სული უზენაესის ტახტთან.მაგრამ ამ დროს წმ.ეკლესია კვლავ ლოცულობს მიცვალებულის სულისათვის და სთხოვს გულმოწყალებას წმიდათა სულებთან დაამკვიდროს თავისი გარდაცვლილი ძის სული.უფლის მეორეჯერ თაყვანისცემის შემდეგ ანგელოზებს სული ჯოჯოხეთში მიჰყავთ,სადაც იგი ჭვრეტს მოუნანიებელ ცოდვილთა სასტიკ ტანჯვას.სიკვდილიდან მე-40 დღეს სული მესამეჯერ ამაღლდება ყოვლადსახიერ უფლის ტახტთან.ამ დროს წყდება მისი სამკვიდრებელი თუ სად იქნება.ამიტომ ძალზე დროულია ეკლესიის ლოცვები და მოხსენება,რომლითაც აღიხოცება მიცვალებულის ცოდვები და გამოითხოვება მისი სული სამოთხეში წმიდანებთან ერთად დასამკვიდრებლად.ამ დროს აღსრულდება პანაშვიდები და ლიტიები.
მიცვალებულთა მოხსენიება ამ დღეებში ქრისტეანული ეკლესიის უძველესი ჩვეულებითაა ნაკურთხი.მიც.გარდაცვალებიდან მე-3 დღეს მოხს.ქრისტეანული ეკლესია იესუ ქრისტეს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომისა და ყოვლადწმიდა სამების პატივსაცემად აღასრულებს.
ეკლესია მე-9 დღეს ახდენს ანგელოზთა ცხრა დასისადმი პატივის მისაგებად,რომლებიც როგორც ზეციური მეუფის მსახურნი და ადამიანთა მეოხნი,მიცვაალებულის შეწყალებისთვის შუამდგომლობენ.
მოციქულთა გარდმოცემის მიხედვით ,ახლადშესვენებულია აღსრულებიდან მე-40 დღეს მოხსენიებას საფუძვლად უდევს ებრაელების 40-დღიანი მგლოვა მოსეს გარდაცვალების გამო.ამას გარდა,ეკლესიის ისტორიიდან დაგარდმოცემიდან ცნობილია,რომ ორმოც დღიანი პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია,როგორც აუცილებელი მოსამზადებელი დრო განსაკუთრებული ღმრთაებრივი ნიჭის,ზეციური მამის მადლიანი შეწევნის მისაღებად.მაგ.მოსე წინასწარმეტყველი სინას მთაზე ღმერთთან საუბრის დამისგან რჯულის ფიქლების მიღების ღირსი მხოლოდ 40-დღიანი მარხვის შემდეგ გახდა.წინასწარმეტყველ ელიამ ქორების მთას 40-დღის შემდეგ მიაღწია.ებრაელებმა აღთქმულ მიწას მხოლოდ უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ მიაღწიეს.თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე აღდგომიდან მე-40 დღესამაღლდა ზეცად.მიიღო რა ყოველივე ეს საფუძველი,ქრისტეანულმა ეკლესიამ ეს საფუძვლები მათი გარდაცვალებიდან მე-40 დღეს დაადგინა,რათა გარდაცვლილიუს სული აღვიდეს ზეციურ სინას მთაზე,ღირსი გახდეს ღმრთის პირის ხილვისდა,მიაღწიოს აღთქმულ ნეტარებას და მართლებთან ერთად დამკვიდრდეს ზეციურ სავანეებში.ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიებას მათი გარდ.1-წლისთავზეც აღასრულებს.საფუძველ;ი ასეთი განჩინებისა ნათელია:ცნობილია,რომ ყველაზე დიდ ლიტურგიკულ ციკლს წლიური წრე წარმოადგენს,რომლის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდება ყველა უძრავი დღესასწაული.მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ეს ახალი მარადიული ცხოვრებისთვის დაბადების დღეა.
მგონი ნათლად დავინახეთ თუ რა საკრალური მნიშვნელობის ყოფილა მე-3,მე-9,მე-40 და წლისთავზე მიცვალებულის სულის მოხსენიება.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "წმ.იოანე ოქროპირი."   Nov 19 2007, 08:24 PM
თათარაშვილი   "პირისა შენისა მა...   Nov 19 2007, 08:35 PM
ზვარე   http://img301.imageshack.us/img301/8056/oqropiriun...   Mar 19 2008, 03:55 AM
ლულუ   ქრისტიანისათვის ყ...   Apr 16 2008, 03:59 PM
მნათე   შესანიშნავია, როგო...   Apr 16 2008, 04:51 PM
saria-giorgi   შესანიშნავია, როგ...   Apr 21 2008, 11:22 AM
saria-giorgi   წმ.იოანე ოქროპირი ...   Apr 21 2008, 10:25 AM
მნათე   ტრანსცენდენტალიზ...   Apr 22 2008, 11:01 PM
saria-giorgi   ტრანსცენდენტალიზ...   May 2 2008, 11:10 AM
death   არსად საზვერე დაბ...   Apr 23 2008, 04:46 PM
death   saria-giorgi გეთანხმები რ...   May 3 2008, 08:57 PM
მნათე   saria-giorgi სულ მალე შემო...   May 3 2008, 10:20 PM
saria-giorgi   [b]saria-giorgi სულ მალე შემ...   May 5 2008, 03:34 PM
solomony   თემას არ ეხება მაგ...   May 4 2008, 01:30 AM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Dec 10 2017, 02:22 PM
marine   "მნიშვნელოვანია ...   Feb 2 2018, 10:51 AM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Feb 23 2018, 11:04 AM
marine   "ჭეშმარიტად ოქრო...   Jul 17 2018, 09:02 PM
marine   "აწინდელ, ქვეყნიუ...   Feb 27 2019, 03:39 PM
marine   "წმინდა იოანეს წმ...   Feb 26 2020, 10:26 PM
marine   "ზაზას [ფანასკერტ...   Apr 28 2020, 09:17 PM
marine   "იოანე ხახულელი [X ...   May 14 2020, 03:34 PM
marine   "გერონდა ეფრემმა ...   Aug 16 2020, 10:06 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Mar 2 2021, 10:11 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   May 9 2021, 02:36 PM
marine   "დაიმახსოვრეთ ერ...   Jun 13 2021, 07:20 PM
marine   "ჩვენ ღვთის ქმნილ...   Jun 28 2021, 04:42 PM
marine   "ღმერთს არაფერი ს...   Jul 11 2021, 07:22 PM
marine   "უფალი ღმერთი ხელ...   Jul 13 2021, 08:51 PM
marine   "მაშინ კი არ უნდა ...   Jul 25 2021, 04:23 PM
marine   "ჭეშმარიტი სათნო...   Sep 18 2021, 05:53 PM
marine   "წარმოიდგინე ნაპ...   Oct 30 2021, 07:08 PM
marine   "არ არსებობს არან...   Jun 13 2022, 10:20 PM
marine   "ნუ იამაყებ იმით, ...   Jun 19 2022, 06:25 PM
marine   "თუკი გვსურს, მივ...   Jun 21 2022, 07:41 PM
marine   "ასკეტური ღვაწლი...   Aug 4 2022, 07:58 PM
marine   "რატომ ეწოდება იო...   Sep 8 2022, 07:07 PM
marine   "გულის სიღრმეში წ...   Nov 17 2022, 04:29 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Jan 27 2023, 09:57 PM
marine   "ანესტის კარაუსო...   Jul 1 2023, 08:25 PM
marine   "ნეტარმა კირილემ ...   Dec 9 2023, 08:08 PM
marine   "ოქროპირი წმინდა ...   Dec 28 2023, 03:25 PM
marine   "ქალაქი წარმოუდგ...   Dec 29 2023, 09:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 02:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი