![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
argani
ციტატა "რატომ არ შეეძლო მას ისეთი ადამიანი შეექმნა რომელიც მხოლოდ სიყვარულისთვის იქნედობა დაპროგრამებული, არ შეეძლებოდა ბოროტების ან ავის ჩადენა, "? დავივიწყოთ ღმერთის დიდება, საქმე აქ ადამინის ადამიანისადმი ქცევას ეხება! რატომ არ ისურვა შემოქმედმა რომ მისი ქმნილება მხოლოდ კარგისთვის ყოფილია მომართული, ცუდი აზრი ვერ გაევლო გულში? რატომ გაუყენა ადამიანი იმ გზას რომლიდან გადასახვევად მერე თავისი ჯვარცმა სცადა, თანაც უშედეგოდ? ინჟინერმა რომ ასეთი თავისნათქვამა მანქანა შექმნას, ქების ღირსი ვერ იქნება. მართალია თემის მიზანი სულ სხვა რამეა, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოდის. მიხარია რომ ინტერესს იჩენ უკვე და არა დავუშვათ ამტკიცებ რომ ეს არასწორია. შესაძლოა მე რაღაც მეჩვენებოდეს რადიკალურად სხვა კუთხით, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ იყოს მისი არსი. რატომ ვსაუბრობთ ამდენს ადამიანის თავისუფალ ნებაზე? იმიტომ რომ ეს არის ძირიტადი ამოსავალი წერტილი თვითონ ადამიანის, როგორც პიროვნების, გონიერი არსების შესახებ მსჯელობისას. თავისუფალი ნება და ალბათ დამეთანხმები რომ ადამიანი ტავისუფალი ნებიტაა აღჭურვილი, გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას. "თავისუფლების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სიკეთე, სინამდვილეში ეკუთვნის იმას, ვინც მას ირჩევს. ღმერთს არ სურს დარჩეს მის მიერ ქმნილი სიკეთის მესაკუთრედ, იგი ელოდება ადამიანისაგან უფრო მეტს, ვიდრე წმ. ბუნებრივი, ბრმა თანამონაწილეობაა (ამას განსაკუთრებით მიაქციე ყურადღება). მას სურს, რომ ადამიანმა შეგნებულად აითვისოს თავისი ბუნება, რათა ფლობდეს მას - როგორც სიკეთეს - თავისუფლად, რათა მან მადლიერებით მიიღოს სიცოცხლე და სამყარო, როგორც ღმრთაებრივი სიყვარულის ჯილდო" (გრიგოლ ღვთისმეტყველი). პიროვნული არსება შესაქმის აპოგეაა, რამეთუ მათ შეუძლიათ მადლისა და საკუტარი თავისუფლების არჩევანის წყალობით იქცნენ ღმერთად. ქმნის რა პიროვნებას, ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობა ახორციელებს გარკვეულ რადიკალურ "შეჭრას", რაღაც აბსოლუტურად ახალს; ღმერთი ქმნის არსებებს, რომელთაც ისევე როგორც თვით ღმერთს (გავიხსენოთ შესაქმის წიგნში ღმრთაებრივი ბჭობა), შეუძლიათ გადაწყვიტონ და აირჩიონ (მიიღონ გადაწყვეტილება, გააკეთონ არჩევანი), მაგრამ ამ არსებებს ძაუძთ ღვთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაც. ხომ არაა ეს ღვთისათვის რისკი თავისი ქმნილების განადგურებისათვის? უნდა ითქვას, რომ ეს რისკი პარადოქსული სახით თავსდება ღვთის ყოვლისშემძლეობაში. "ახლის" შექმნისას, ღმერთი ნამდვილად იწვევს სიცოცხლისაკენ "სხვასაც"; პიროვნულ არსებას შეუძლია შეეწინააღმდეგოს მას, ვინც შექმნა იგი. ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობის მწვერვალი თავისთავში ფარავს ღვთის "უძლურებას", ვიტარცა რარაც ღვთაებრივ რისკს. პიროვნება არის უდიადესი ქმნილება ღვთის სწორად იმიტომ რომ ღმერთი დებს მასში სიყვარულის უნარს და შესაბამისად უარყოფის უნარსაც. ღმერთი უშვებს საკუტარი უსრულყოფილესი ქმნილების დაღუპვის რისკს სწორედ იმიტომ, რომ იგი (ქმნილება) გახდეს უსრულყოფილესი. ეს პარადოქსი გარდაუვალია: თვით თავის სიდიადეში და ღმერთად გახდომის უნარში - ადამიანს შეუძლია დაეცეს; მაგრამ ამ დაცემის უნარის გარეშეც არ არსებობს სიდიადეც. ამიტომ, როგორც მამები ამტკიცებენ, ადამიანმა გამოცდა უნდა გაიაროს, რათა შეიმეცნოს საკუთარი თავისუფლება, შეიმეცნოს ის თავისუფალი სიყვარული, რომელსაც ელის მისგან ღმერთი. "ღმერთმა შექმნა ადამიანი იმ ცხოველად, რომელმაც მიიღო ბრძანება გახდეს ღმერთი", - აი მკაცრი სიტყვები ბასილი დიდისა, რომელსაც იმოწმებს გრიგოლ ღვთისმეტყველი. იმისათვის რათა შეასრულო ეს ბრძანება უნდა იყო მისი უარყოფის მდგომარეობაში. ღმერთი ხდება "უძლური" ადამიანის თავისუფლების წინაშე. მას არ შეუძლია იგი აიძულოს, რადგან ის ღვთის ყოვლისშემძლეობიდან გამოდის. ადამიანი მხოლოდ ღვთის ნებით შეიქმნა, მაგრამ ამ ერთი ნებით მისი განღმრთობა არ ხდება, ერთი ნებაა შექმნაში, ორი - განღმრთობაში. ერთი ნებაა "ხატის" შესაქმნელად, ხოლო ორი იმისათვის, რომ იგი "მსგავსად" იქცეს. ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ იგი არ იიძულება, რადგან არ არსებობს სიყვარული პატივისცემის გარეშე. ღვთიური ნება მუდამ დანებდება ადამიანური ნების გადახრებს, დაბნეულობას, თვით ჯანყსაც კი, რათა მიიყვანოს იგი თავისუფალ თანხმობამდე. ასეთია ღმრთაებრივი განზრახვა და პედაგოგიკის კლასიკური სახე ძალზე სუსტი მოგვეჩვენება ყველას, ვისაც კი უგრძვნია ღმერთში მწყალობელი სიყვარული გლახაკისა, რომელიც სულის კარებთან იცდის და არასოდეს გაბედავს მის გატეხვას. (ვლადიმერ ლოსკი). რაც შეეხება იმას რომ თითქოს უფალმა ჯვარცმისას უშედეგოდ სცადა მისი ქმნილების გამოსწორება და გადარჩენა, ვფიქრობ ეს პირდაპირ კავშირშია, ადამიანი, როგორც პიროვნების გააზრებაში, ანუ ვინ არის ადამიანი, ასეც შეიძლება ითქვას რა არის ადამიანი. ვფიქრობ ზემოტ ეს კარგადაა ახსნილი. დავუშვათ ადამიანი შექმნილი ყოფილიყო მხოლოდ სიყვარულით აღსავსე, დაპროგრამებულად. მაშინ ის ადამიანი აღარ იქნებოდა, გვირგვინი ქმნილებისა აღარ იქნებოდა, იქნებოდა ერთ-ერთი ცხოველტაგანი, ანუ მას თუკი სიყვარულის არჩევის საშუალება არ ექნებოდა ის სიყვარული სიყვარული არ იქნებოდა, არამედ დაპროგრამებული სხვისგან ნაკარნახევის გამეორება, ადამიანის მიერ გაუცნობიერებლად (იმიტომ რომ მას ასე უთხრეს) გამოვლენა ამ ვითომ სიყვარულისა. კარგად იყო ნათქვამი ზემოთ, სიყვარულის არჩევისას უნდა იყო მისი უარყოფის მდგომარეობაში. ციტატა უკაცრავად მაგრამ არასწორი და გაუმართლებელი დედამიწაზე ყოველწამიერად დატრიალებული ტრაგედიებია. ამის შემხედვარე კითხვების დასმა კი კანონზომიერია. გეთანხმები, კითხვების დასმა აბსოლუტურად კანონზომიერია, ეს შენი მოვალეობაცაა. მაგრამ მეორე მხარეა მოვლენის მხოლოდ ერთი კუთხით ხედვა. ეს უკვე არასწორია. ეს გზა ადამიანმა აირჩია და ირჩევს კოველდღიურად. უფალიც ხომ გვაფრთხილებს ყოველდღიურად ერთმანეთი გიყვარდეთ და ნურაფერს ავნებთო. ხომ ძალიან ადვილია, მაგრამ ადამიანს ეს არ უნდა. რატომ? იმიტომ რომ ასე აირჩია მან. და რატომ აირჩია? ამაზე ზემოთ იკო საუბარი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი