თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#241
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
May 6 2008, 03:02 PM
პოსტი
#242
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ერთ-ერთი საინტერესო გადმოცემა:
კვიპროსელებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიას მონასტერში დაკრძალულია ვიღაც მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, რომ მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო სხვადასხვა ადამიანები თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ, თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმიათ სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივენი თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილან. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმიდა მამაი იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო. ისტორიული ცნობა მდიდარი ქართველი ქალბატონის განსასვენებლის შემდებ - მეტად საგულისხმოა. საინტერესოა, რომ მომლოცველთა მარშრუტი წმიდა მიწაზე აუცილებლად კვიპროსზე გადიოდა და თუ ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ წმიდა მიწის მოლოცვა მათთვის კვიპროსის მოლოცვით იწყებოდა. შემორჩენილია ერთ-ერთი ჯვაროსნის ჩანაწერები, რომელიც მეცნიერმა ილია ტაბაღუამ ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძია. ჯვაროსანი წერს რომის პაპს ლაშა-გიორგის წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ: „აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მე შევხვდი ლაშა-გიორგის, რომელიც სახით ალექსანდრე მაკედონელს ჩამოჰგავს. იგი მიასვენებდა თავისი დედის ცხედარს იერუსალიმში, მისი ანდერძისამებრ. ლაშა-გიორგი გზას დიდი ბრძოლით მიიკვლევდაო“. იერუსალიმში მიმავალ უფლისწულს აუცილებლად კვიპროსის გავლით უნდა ემოგზაურა. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი თავისავე აშენებულ და გამშვენებულ ღალიას მონასტერში ჰპოვა. სხვა გადმოცემის მიხედვით, ამბობენ, როდესაც თურქებმა აიღეს იერუსალიმი, იქ მყოფი ქართველები კვიპროსში გადავიდნენ და თამარის ცხედარიც იქიდან გადმოაბრძანესო. კვიპროსის კიკოსის მონასტერს ჰქონდა მეტოქი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. ეს ვარძია, როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, თამარის მიერვეა აშენებული. იგი თურმე ხატს მოაბრძანებდა ვარძიიდან, ერთ ადგილზე შეუსვენია. ამ დროს მას გამოცხადება ჰქონია და ამის საფუძველზე იქ ხსენებული მონასტერი დაუფუძნებია. კიკუ - ბერძნულად ჩიტს ნიშნავს. გადმოცემით ცნობილია, რომ სადაც ჩიტი გალობდა, იმ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ეს სახელგანთქმული სავანე. ამბობენ, რომ ეს ჩიტი ასე გალობდაო: „დედოფალი მოვა ამ მიწაზე და სამუდამოდ აქ დარჩებაო“. თვითონ კვიპროსელები მიიჩნევენ, რომ ეს დედოფალი - ღვთისმშობელია, მაგრამ, შესაძლოა, დედოფალში თამარიც იგულისხმებოდეს. სხვა ვერსიით, თამარი საფლავი იერუსალიმში უნდა იყოს. ვარძიაც გამიგია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი