ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
marine |
May 6 2008, 01:57 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს. 2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება. ქუჩაში ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია. თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს. გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს. რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში. შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nana_007 |
May 7 2008, 02:26 AM
პოსტი
#2
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ციტატა ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება ქეთ, გერმანიაში ყველა სოციალურ ფენაში ეს პროცესი ხმაურით ხდება და იმენა გულისამრევია, განსაკუთრებით სუფრასთან როცა ხარ და ვინმე მოახრიალებს... გრრრ "ახალი" წესია გერმანიაში, დაცემინებისას "ჯანმრთელობის" თქმა არ ითვლება ესთეთიკურ ნორმად, არამედ არც უნდა შეიმჩნიო ეს დაცემინება, რომ ამით უხერხულში არ ჩავარდეს ის, ვინც დააქსიტინებს ბევრი წესიც ხალხთა ტრადიციებზეცაა დამოკიდებული და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, გერმანიში პირველად კაცი შედის რესტორანში და შემდეგ ქალი, იტალიაში პირიქით ყოფილა, მიზეზად კი მოჰყავთ შემდეგი: გერმანელი კაცი ჯერ ათვალიერებს სიტუაციას და შემდეგ თუ მოსაწონია, მიჰყვება ქალი. იტალიაში კი მაინც ქალის კულტია და ჯერ შედის ქალი, რომ მოოიხვეჭოს ყურადღება და პატივი და შემდეგ მიჰყვება კაცი. სერბიაში მაგალითად დიასახლისი არანაირ წამყვან როლს არ ასრულებს კამპანიის დროს, გარდა სუფრის მომზადება-გაწყობისა. მამასახლისი ჯდება პირველი სუფრასთან და აცხადებს: რომ "ისადილეთ", ამის შEმდეგ აქვს უფლება ოჯახის წევრებს თუ სტუმრებს შეუდგნენ ტრაპეზს. გარდა ამისა, ოჯახის უფროსს აქვს მაგიდასთან მუდამ ერთი ადგილი, რომელიც თაობებზე გადადის () , მის ადგილს სხვა ვერ დაიკავებს მაგიდასთან... ნუ , ახლა თუ აყალმაყალი არ უნდა... მე არ მომწონს ეს გადამეტებული პატრიარქატი... გამაღიზიანებელია წვრილმანური ეტიკეტები. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი