IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "კათოლიციზმის შესახებ", რა დოგმატური ცთომილებებია კათოლიკეებთან
saria-giorgi
პოსტი May 7 2008, 03:57 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე.
2)რომის პაპის პირველობის თაობაზე.
3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო
ბაზე.
4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე.
5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე.
6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე.
7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე.
8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე.
9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში.
10)ორღანის თაობაზე.
11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე.
12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება.
13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება.
14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა".
15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე".
16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე"
17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის.
18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი.
19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ.
20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში.
21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე.
22)უნიები და უნიატობა.
23)ეკუმენიზმი
24)ბალამანდის შეთანხმება.
25)დასკვნა


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
saria-giorgi
პოსტი May 8 2008, 11:32 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ქვეთავი პირველი
რომის პაპის პირველობის თაობაზე

კითხვა:სწორია თუ არა კათოლიკებისმტკიცება,თითქოს რომის პაპი არის ეკლესიის თავი და დედამიწაზე ღმერთის მოადგილე?
მიგება:არა.ეკლესიის თავია თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე;წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს,რომ ღმერთმა"ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიისა,რომელი-იგი არს გუამი მისი,აღსავსებაი იგი,რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო"(ეფ.1.22-23)

კითხვა:იესუ ქრისტემ ვინმე ხომ არ დაადგინა მოციქულთაგან დედამიწაზე ეკლესიის მეთაურად?
მიგება:არა,არ დაუდგენია;პირიქით,მაცხოვარმა
მოციქულებს აუკრძალა კიდეც ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე:"რომელსა უნდეს დიდ ყოფად თქვენ შორის,იყოს თქვენდა მსახურ;და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი,იყოს ყოველთა მონაი"(მკ.10.43-44)

კითხვა:როგორღა ამტკიცებენ კათოლიკეები,თითქოს უფალმა პეტრე მოციქული დაადგინა ეკლესიის მეთაურად და დე დედამიწაზე ღმერთის მოადგილედ?
მიგება:კათოლიკები ძალიან ცდებიან,რადგან პეტრე მოციქულის მიმართ მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები არასწორად ესმით:"შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"(მთ.16.18)წმ.იოანეს განმარტებით:"ამას კლდესა ზედა",ნიშნავს ჭეშმარით რწმენაზე აღვაშენოო.იმავე აზრის არის ნეტარი ავგუსტინე:"კლდეს"უწოდებს მაცხოვარი არა პეტრე მოციქულს,არამედ მის რწმენას ძე ღმრთისას მიმართ:"შენ ხარ ქრისტე,ძე ღმრთისა ცხოველისა"ასევე კათოლიკებს მოყავთ წმიდა წერილიდან სიტყვები:"სიმონ,სიმონ,აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღძვრად,ვითარცა იფქლი.ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის,რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი"(ლკ.22.31-32).კათოლიკები ასკვნიან,თითქოს პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების განმტკიცება,სხვა მოციქულებზე უფროსობა და მათზე ბატონობა.
ისინი ასევე ამბობენ თითქოს სიტყვები:"დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი"(ინ.21.17-17)ნიშნავს პეტრე მოციქულის უფროსობას თვით მოციქულებზე.
ზემოთ მოყვანილი განმარტებები თავისთავად არასწორია და მცდარი.ერთი მხრივ,არავითარი საფუძველი არ გვაქვს"ცხოვართა"შორის ვიგულისხმოთ მოციქულები;მეორე მხრივ,მოციქულებს თავად არასდროს ჩაუთვლიათ პეტრე თავიანთ გამგებლად.ეს ჩანს თორმეტი მოციქულის მიმართ მაცხოვრის ნათქვამიდან,საიდანაც ცხადია,რომ მოციქულთათვის იესუ ქრისტეა ერთადერთი მოძღვარი და არა რომელიმე მოციქულთაგანი:"ხოლო თქვენ ნუ იწოდებით რაბბი,რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქვენი-ქრისტე,ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ხადით ქვეყანასა ზედა,რამეთუ ერთი არს მამაი თქვენი,რომელ არს ცათა შინა"(მთ23.8-9)
ეს სიტყვები მამით ნუვის ხადით ეხერბა მხოლოდ მოციქულებს.რადგან მოციქულები ქრისტეანებს თავიანთ შვილებს უწოდებდნენ:"რამეთუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ,არამედ არა მრავალ მამა,რამეთუ ქრისტე იესუის მიერ სახარებისსა მისგან მე გშვენ თქვენ"(1კორ.4.15)ან სხვა:"შვილნო ჩემნო,რომელთათვის კვალად მელმის,ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის"(გალ.4.19)
კიდევ იქიდან ჩანს მოციქულები,რომ არ აღიარებდნენ პეტრეს პირველობას,როდესაც იერუსალიმში კრება იყო ამ კრებას წარმართავდა არა პეტრე მოციქული,არამედ იაკობი(საქ.მოც.15.13)
კათოლიკების მიხედვით,პეტრე მოციქული იყო არა მხოლოდ თავი ეკლესიისა,არამედ ქალაქ რომის ეპისკოპოსიც და აქედან გამომდინარე საკვნიან,რომ რომის პაპი როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე არის თავი მთელი ეკლესიისა.ძველი ეკლესიებიც არ ცნობდნენ პაპის ძალაუფლებას,ცნობილია რომ მოციქულთა გარდაცვალების შემდეგ(მათ შორის პეტრე მოციქულისაც)იოანე ღმრთისმეტყველმა კიდევ დიდხანს იცოცხლა.შეუძლებელია იმის დაშვება,რომ პირველი ქრისტეანები რომის პაპს უფრო წინ აყენებდნენ,ვიდრე იოანე მოციქულს.არც იოანე მახარებლის გარდაცვალების შემდეგ სთვლიდნენ მს.ეკლესიის წინამძღვრად.მს.საეკლესიო კრებებზე,რომლებიც წარმოადგენდა მთელი ეკლესიის ხმას(და არა მხოლოდ რომელიმე ერთი ეკლესიის ხმას),რომის პაპს პატრიარქობის თანაბარი უფლებები განესაზღვრა.პირველ მს.საეკლესიო კრებამ(325წ)თავისი მე-6 კანონით დაადგინა:ძველი წესი იყოს დაცული,რომელიც მიღებულია ეგვიპტეში,ლიბიასა და პენტაპოლისში;რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება.ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც,ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც.ამ კანონის საფუძველზე სხვა ეკლესიებს საკუთარ ტერიტორიაზე ისეთივე ისეთივე უფლებები აქვს,რაც რომის ეკლესიას თავის ტერიტორიაზე.
ის,რაც განისაზღვრა პირველ ორ მს.კრებაზე,შემდგომში დაამოწმეს მომდევნო მსოფლიო კრებებმა.
მე-4 მს.კრების 28-კანონით დადგენილია:"ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი,რადგან იგი სამეფო ქალაქია.ამავე ფიქრით აღძრულმა 150 ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალ რომის-კონსტანტინეპოლის უწმიდეს საყდარს.სამართლიანად განსაჯეს,რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი რომი ტოლია იმით,რომ ორივე სატახტო და სინკლიტის(სენატის)ქალაქია,სა
კლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინოპოლი,როგორც რომი და მეორე იყოს მის შემდეგ"...
იგივე დაამტკიცა 36-ე კანონით მე-6 მს.კრებამ:"კონსტანტ.საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული,მეორე იყოს მის შემდეგ.შემდეგ იყოს დიდი ქალაქის-ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ-იერუსალიმის საყდარი".ამგვარად,ყველა სამთავროთა პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს,მსოფლიო კრების დადგენილებით,ჰქონდათ თანაბარი ძალაუფლება.რომის პაპს უფლება არ ჰქონდა-გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება სხვა სამთავროთა ეკლესიებზე.მს.კრების 381წ მე-2 კანონში ნათქვამია:"ეკლესიასა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავის ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში,რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა".
მს.საეკლესიო კრებები გმობდა პირველობისკენ მიდრეკილებას,ხოლო ავტოკეფალურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს,სიმართლის გასარკვევად პაპების სასამართლოს მიმართავდნენ,სასჯელი ედებოდათ.კართაგენის კრების 125-ე კანონი განაჩინებს:"მღვდელთა და სხვა სასულიერო პირთა შესახებ,რათა მათ არ იჩივლონ არსად სხვაგან,აფრიკის კრებების გარდა...ვინც ზღვის გადაღმა წასვლას მოინდომებს საჩივლელად,მას აფრიკის ნურც ერთი ეკლესია შეიწყნარებს საზიარებლად"(საქ.ეკლ.კალენდარი1987წ. გვ.292-293).
ისინი,სხვათაშორის ამბობდნენ რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში ყველა მორწმუნესათვის იყო ერთი მღვდელმთავარი,რის გამოც,ახალი აღთქმის ეკლესიაშიც ქრისტეანებს ერთი სულიერი გამგებელი უნდა ჰყავდეს,რომელიც მათ ღმრთის წინაშე უწინამძღვრებს.ეს მტკნარი სიცრუეა,რადგან ასეთი მტკიცება არ არსებობს.ამის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ნათლად ბრძანებს,რომ ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი არ არის ძველი აღთქმის მღვდელმთავართა მემკვიდრენი;არამედ ახალი აღთქმის მღვდელმთავარი თვით უფალი იესუ ქრისტე-ძე ღმრთისა(ებრ.7.21-28).
ლათინები ამბობენ ,რომ "იესუ ქრისტეს არ შეუძლია მაღთოს ეკლესია იმის გამო,რომ იგი ზეცად ამაღლდა;ხოლო ჩვენ გვჭირდება ხილული მღვდელმთავარი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის".
ამაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ პავლე მოციქულის სიტყვებით,რომ ჩვენ გვყავს"ქრისტე იესუ,რომელ მოკვდა,უფროის-ღა აღდგა;რომელი-იგი არს მარჯვენით ღმრთისა,რომელიცა-იგი მეოხ არს ჩვენთვის"(რომ.8.34).გარდა ამისა,სხვა ადგილას ქრისტე ბრძანებს:"სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის,მუნ ვარ მეშორის მათსა"(მთ.18.20).იოანეს სახარებაში ქრისტე ბრძანებს:"და არავინ ახდა ზეცად,გარდა რომელი-იგი გარდამოხდა ზეცით-ძე კაცისაი,რომელი არს ზეცათა შინა"(ინ.3.13).ე.ი ზემოთ მოყვანილ მუხლებიდან გამომდინარე ღმერთკაცი იესუ ქრისტე,როგორც განკაცებული ღმერთი,ერთდროულად ყველგან და ყველასთან მყოფია,მას არავითარი ნაცვალი და მოადგილე დედამიწაზე არ სჭირდება,რადგან თვითონაა ეკლესიის თავი.
ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმ.წერილს,არის ამბიციური,ამპარტავნული(ამპარ
ტავნების გამო ანგელოზი ეშმაკად იქცა,ხოლო ადამმა სამოთხე დაკარგა),ადამიანის სულისათვის დამღუპველი დაეწინააღმდეგება საეკლესიო გარდამოცემას.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "კათოლიციზმის შესახებ"   May 7 2008, 03:57 PM
marine   ნელ-ნელა გამოვაქვ...   May 7 2008, 04:56 PM
sergi_glaxa   მოკლედ ჩემი თხოვნა...   May 7 2008, 06:04 PM
saria-giorgi   მოკლედ ჩემი თხოვნ...   May 8 2008, 10:36 AM
sergi_glaxa   ნეტარ არიან რომელნ...   May 7 2008, 07:24 PM
სარდიონ   [color=#CC0000][size=6]ნეტარ არი...   May 8 2008, 11:33 AM
sergi_glaxa   მაგაშია საქმე, ვინ ...   May 8 2008, 03:11 PM
seminaristi   [color=#CC0000][size=6]ნეტარ არი...   May 8 2008, 04:38 PM
kato_Bato   :wub: იმსჯელეთ სიყვარ...   May 7 2008, 07:43 PM
დავით ივერიელი   და შენ რა იცი ცდომ...   May 7 2008, 10:24 PM
მარიამი   და შენ რა იცი ცდომი...   May 7 2008, 10:41 PM
თათარაშვილი   და შენ რა იცი ცდომი...   May 16 2008, 12:13 AM
saria-giorgi   თავი1 ლათინთა უმნი...   May 8 2008, 10:49 AM
saria-giorgi   ქვეთავი პირველი ...   May 8 2008, 11:32 AM
saria-giorgi   ქვეთავი მეორე დოგ...   May 8 2008, 12:39 PM
დავით ივერიელი   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 04:05 PM
saria-giorgi   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 05:00 PM
seminaristi   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 05:06 PM
kato_Bato   კორექტულად ისაუბრ...   May 8 2008, 05:11 PM
saria-giorgi   კორექტულად ისაუბრ...   May 8 2008, 05:13 PM
დავით ივერიელი   შიიტიზმმა მოიკიდა ...   May 8 2008, 05:31 PM
seminaristi   seminaristi საქართველოს...   May 10 2008, 10:40 AM
კანონისტი   დავით ივერიელი :არ...   May 8 2008, 05:48 PM
ალექსანდრე   დავით ივერიელი აი...   May 9 2008, 10:43 PM
saria-giorgi   გაგრძელება "პაპი...   May 10 2008, 11:06 AM
დავით ივერიელი   :D თუ ევქარისტიულ კ...   May 11 2008, 11:19 PM
seminaristi   :D თუ ევქარისტიულ კ...   May 14 2008, 05:14 PM
sergi_glaxa   პაპი რა თქმა უნდა ც...   May 14 2008, 05:18 PM
saria-giorgi   პაპი რა თქმა უნდა ც...   May 14 2008, 05:22 PM
sergi_glaxa   saria-giorgi ანუ პატრიარქს...   May 14 2008, 05:24 PM
saria-giorgi   saria-giorgi ანუ პატრიარქ...   May 15 2008, 10:53 AM
კანონისტი   sergi_glaxa თავისთავად   May 14 2008, 06:43 PM
sergi_glaxa   saria-giorgi გეთანხმები ...   May 15 2008, 11:55 AM
saria-giorgi   დღეს თუ მოვიცალე გ...   May 15 2008, 12:43 PM
დავით ივერიელი   აბა რატომ გამოვიდ...   May 16 2008, 12:05 AM
მნათე   ცინიზმი? ვფიქრობ უ...   May 16 2008, 12:06 AM
მნათე   სიმართლისთვის ამ...   May 16 2008, 12:21 AM
თათარაშვილი   სიმართლისთვის ამა...   May 16 2008, 12:24 AM
მნათე   არქიმედეს წარმარ...   May 16 2008, 12:27 AM
თათარაშვილი   არქიმედეს წარმართ...   May 16 2008, 12:32 AM
მნათე   დარწმუნებული ხარ ...   May 16 2008, 12:41 AM
saria-giorgi   ქვეთავი მე-3 ...   May 16 2008, 05:23 PM
saria-giorgi   ე''სულიწმიდის'...   May 17 2008, 12:18 PM
saria-giorgi   ქვეთავი-4 სწავლება ...   May 29 2008, 10:41 AM
saria-giorgi   ქვეთავი -5 [u]წმიდათა...   May 29 2008, 11:39 AM
saria-giorgi   ქვეთავი მე-6 დოგმატ...   Jun 2 2008, 11:33 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი