სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
მარიამი |
May 7 2008, 01:30 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კანუდოსელი
კონტრ-შეკითხვა: კაცისთვის ქალების აბანოში შიშველი შესვლა და ეკლესიაში ქვების სროლა შეიძლება კურთხეული იყოს ღვთისაგან? მიპასუხე და გიპასუხებ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
May 7 2008, 02:39 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი კონტრ-შეკითხვა: კაცისთვის ქალების აბანოში შიშველი შესვლა და ეკლესიაში ქვების სროლა შეიძლება კურთხეული იყოს ღვთისაგან? მიპასუხე და გიპასუხებ კითხვაზე კითხვით პასუხი, პასუხის არქონის ნიშანია... აზრი არა აქვს პასუხს, ჩათვალე რომ პასუხი არ მაქვს, მერე რაა, რომ მაქვს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
May 7 2008, 03:22 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კითხვაზე კითხვით პასუხი, პასუხის არქონის ნიშანია... სულაც არა შენი პასუხიდან გამომდინარეობს ჩემი პასუხი უბრალოდ ციტატა აზრი არა აქვს პასუხს, ჩათვალე რომ პასუხი არ მაქვს, მერე რაა, რომ მაქვს თუ გაქვს, გვითხარი, არაფერი დაგვიმალო -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
May 8 2008, 11:42 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სულაც არა შენი პასუხიდან გამომდინარეობს ჩემი პასუხი უბრალოდ არა მგონია, ცუდი პარალელია, რადგან: 1. ქვის სროლა თავისთავდ არ არის ცოდვა 2. ბილწსიტყვაობა, უკვე თავისთავად ცოდვაა, თან ოდნავ განვავრცობ - თუ აბანოში შესვლა ცოდვაა, ის ცოდვა იმიტომაა, რომ ადამიანს რომელიც შედის აყენებს ცდუნების წინაშე, თანაც შესაბამისი აკრძალვა სჯულის კანონშიც არის, ოღონდ იგულისხმება ორგიული თავყრილობები აბანოში, ანუ ის თავისთავად აბანოში შესვლას არ კრძალავს როგორც ასეთს. რაც შეეხება გინებას, რომ ამა თუ იმ ადამიანის დედა არის ***** (ბოდიში რომ ასეთ სისულელეებს ვწერ) წარმოადგენს არა იმ ადამიანის გამოსაცოცხლებელ ქმედებას. ქმედება ასეთი იქნებოდა, რომ თავად ადამიანს უთხრა უშუალოდ ისეთი რამ რაც კონკრეტულად მას ეხება და მისი ცოდვაა - ანუ ამხილო - სალოსთა ცხოვრება მამხილებელი ქმედებაა, ხოლო სამხილებელი ადამიანის დედას შეეხო - არის ა) შეურაცხყოფა იმ ადამიანის მშობლისა, ბ) მშობლის განკითხვა და რაც მთავარია გ) თავის ირიბი არიდება სამხილებელი ადამიანის ცოდვის მხილებისგან პ.ს. რას გავს ახლა ჩემი ნაწერი? რა ხდება ეს? ვწერ და ვამტკიცებ იმას, რომ დედის გინება არ შეიძლება, ნუთუ ამისი დამტკიცება საჭიროა ქრისტიანთათვის? პ.პ.ს. მარიამ ხანდახან უცნაურად მაკვირვებ ხოლმე....ზნეობრივი ღვთისმეტყველება სალოსებს არ ეხება თუ როგორაა ეს საქმე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი