სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
კანუდოსელი |
May 8 2008, 12:06 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მარიამი
დავიღალე უკვე... ადექი და დაყავი ორ ნაწილად, ერთად ნუ განიხილავ პირველი: გაშიშვლება ცოდვაა - რატომ? ახლა უპასუხე რატომ, მე უკვე არაქათი გამომელია მერე ქვების სროლა ეკლესიაში განიხილე და ბოლოს გინება, როდესაც ეხები ადამიანის მშობელს და არა მის პირად ცოდვას - აქაც დასვი კითხვა და შეეცადე უპასუხო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
May 8 2008, 12:27 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი დავიღალე უკვე... ადექი და დაყავი ორ ნაწილად, ერთად ნუ განიხილავ პირველი: გაშიშვლება ცოდვაა - რატომ? ახლა უპასუხე რატომ, მე უკვე არაქათი გამომელია მერე ქვების სროლა ეკლესიაში განიხილე და ბოლოს გინება, როდესაც ეხები ადამიანის მშობელს და არა მის პირად ცოდვას - აქაც დასვი კითხვა და შეეცადე უპასუხო რატომ უნდა დავყო არ მესმის. მე ფაქტს ერთიანობაში განვიხილავ და არა ცალ-ცალკე. და ვიცი, რომ კაცის გაშიშვლება უცხო ქალებთან და პირიქით, ცოდვაა!!!! ასევე ეკლესიაში ქვების სროლაც ცოდვაა გინებაც ცოდვაა ახლა მეორე საკითხი: პირველი ორი "ცოდვა" აქ ჩამოთვლილთაგან "ჩაიდინა" წმინდა სვიმეონ სალოსმა. მესამე "ჩაიდინა" მამა გაბრიელმა, რომლისგანაც უამრავი სასწაული აღესრულება და აღესრულებოდა მის სიცოცხლეში. რომელმაც უამრავი ადამიანი იხსნა უნანელი ცოდვებისგან (რამდენიმე ჩემი ახლობელი მათ შორის). რომელსაც წმინდად აღიარებს როგორც უბრალო ხალხი, ასევე სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი იერარქებიც. ეს ყველაფერი მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს გინება ისეთივე "ცოდვა" იყო, როგორც წმ. სვიმეონ სალოსის ქვების სროლა და გაშიშვლება. რადგან ბილწსიტყვაობის ვნებით შეპყრობილი ადამიანი ვერ აღასრულებს სასწაულებს და საერთოდ ვერ იცხოვებს ისე, როგორც მამა გაბრიელი ცხოვრობდა. პ.ს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, ცრუ-სალოსობის ფენომენის არსებობას. მაგრამ მამა გაბრიელი ამასთან არაფერ შუაშია. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი