სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
კანონისტი |
May 8 2008, 12:29 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
afxazi
ციტატა თუკი ეს საქციელი ადამიანს დააბრკოლებს გაგიმარჯოს! მე რა დავწერე: ციტატა მთავარი არის არა "რა?" არამედ "რატომ?" ზაზა არ მპასუხობს (იმედია რომ შემოვა, უპასუხებს) და აბა შენც იფიქრე ამ კითხვის პასუხზე: ციტატა უფალი გეუბნება, რომ მარჯვენამ არ იცოდეს რას აკეთებს მარცხენაო. დავუშვათ შენ 2 000 000 $ შესწირე ეკლესიას. ეს რაღაცნაირად გაიგეს, რომ შენ ქენი და ჟურნალისტები სახალხოდ, პირდაპირ ეთერში გეკითხებიან: - შენ შესწირე თუ არა ფული ეკლესიას? კითხვა: რას უპასუხებ შენ? სალოსი მართლაც ღვთისგან კურთხეული უნდა იყოს. ვინც ვთქვათ სალოსის გინებას მოისმენს, რა იცი, იმ დილით რას ფიქრობდა, იქნებ ფიქრობდა, რომ "რა უშავს დედის გინებას, ამით რა შავდებაო" და ამ გზით დაანახა სალოსმა მისი სიცუდე. ან იქნებ ისედაც განიკითხავდა ამ სალოსს და დედის გინებით არაფერი დაბრკოლება არ უნახავს, ან... ან... ან... და უამრავი აზრი შეიძლება ითქვას ამიტომ ჩვენთვის რახან ეს დაფარულია, უფლის სიტყვებისამებრ, "ნუ განვსჯით თვალაღებით" და ნურც რადიკალურად დავიწყებთ რაიმეს მტკიცებას. ჰო, ვიცით, რომ დედის გინება ცუდია, კარგიაო ვინმემ თქვა? მაგრამ, ცოტა ფართო თვალსაწიერით შევხედოთ... ამ ფიქრში ზემო კითხვის პასუხიც გავიაზროთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი