სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
კანონისტი |
May 8 2008, 12:13 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა დედის გინება შეიძლება ღმერთმა აკურთხოს? ახალი აღმოჩენაა ღვთისმეტყველებაში საშინლად ვიწრო აზროვნების შემოტანის მცდელობაა და, ისევ ობიექტივიზმის დამკვიდრება (რაც ადრე წარმოაჩინე "სიკვდილით დასჯაზე" მსჯელობისას) მთავარი არის არა "რა?" არამედ "რატომ?" უფალი გეუბნება, რომ მარჯვენამ არ იცოდეს რას აკეთებს მარცხენაო. დავუშვათ შენ 2 000 000 $ შესწირე ეკლესიას. ეს რაღაცნაირად გაიგეს, რომ შენ ქენი და ჟურნალისტები სახალხოდ, პირდაპირ ეთერში გეკითხებიან: - შენ შესწირე თუ არა ფული ეკლესიას? კითხვა: რას უპასუხებ შენ? ციტატა სხვათა შორის მათრახს იესო ხალხს არ ურტყამდა...განმმარტებლებთან ასეა ყოველ შემთხვევაში როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს, იესომ გამყიდველები ორჯერ გამოყარა. პირველად, თავისი ქადაგების დასაწყისში: ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. (ინ. 2;14-15) ხოლო მეორედ, მისი ამქვეყნიური აღსასრულის ბოლოს: შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. (მთ. 21;13) მოდით, ვნახოთ რას ამბობს წმ. მამა: "შეიძლება იკითხო, რისთვის ქნა ეს ქრისტემ, რატომ მიმართა ასეთ სიმკაცრეს მაშინ, როდესაც იგი არასდროს აკეთებდა ამას, მაშინაც კი, როცა მას შეურაცხყოფდნენ, ეძახდნენ სამარიტელსა და თვით ბოროტისაგან შეპყრობილს. აქ კი მას სიტყვითაც კი არაფერი დაუმოწმებია, აიღო მათრახი და ამ გზით გამოყარა ისინი..." http://www.mystudies.narod.ru/library/i/in...08/john/23.html შენ ვისი განმარტება მოიშველიე, არ ვიცი....... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
May 8 2008, 12:32 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანონისტი
მოდი რა მოკლედ გიპასუხებ მთავარი არის არა "რა?" არამედ "რატომ?" "შემაგინეს და გესვრის" არ იყოს, აი იმ ვინცხამ ჯერ შემაგინოს და მერე ვნახოთ რატომ პ.ს. შედარებები მოგყავს გლიჯავ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი