სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Oct 21 2006, 02:18 PM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქთან დაკავშირებული საკითხები
მსოფლიოში ამჟამად არის 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია. ამასთან, რამდენიმე თვითგამოცხადებული ავტოკეფალური, ავტონომიური და სქიზმატური ეკლესიები ძირითადი სადავო საკითხებია: - ავტოკეფალია/ავტონომია - სამეთაურო ტიტული - საგამგებლო ტერიტორია - ე.წ. სრული უფლებამოსილება (12 მღვდელმთავარი სინოდში, მირონის მოხარშვის უფლება) - საღვთისმსახურო ენა და ეროვნული საკითხი (განსაკუთრებით ბერძნულენოვან საპატრიარქოებში) P.S. ეს თემა ეძღვნება mnate-ს განსაკუთრებულ ინტერესს ამ საკითხისადმი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Dec 28 2006, 03:27 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უწმიდესი ალექსი II პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა Святейший Алексий II Патриарх Московский и всея Руси ![]() უწმიდესი ალექსი II (ერისკაცობაში ალექსეი მიხეილის-ძე რიდიგერი) დაიბადა 1929 წლის 23 თებერვალს ქ. ტალინში (ესტონეთი). იგი არის გერმანელი თავადური გვარის - ფონ რიუდიგერების შთამომავალი. მამამისი მიხეილ რიდიგერი იყო დეკანოზი (1942 წლიდან). პატარა ალექსეი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ვალაამის მონასტერს. ამ სტუმრობებმა და მამის მსახურებამ უბიძგა მას სასულიერო მოღვაწეობისაკენ. 15 წლის ალექსეი ხელდებულ იქნა მნათედ - ნარვის (ესტონეთი) მთავარეპისკოპოსის იპოდიაკვნად. 1947 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ (1949 წ.) სწავლა განაგრძო ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. ამ პერიოდში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1950 წლის 15 აპრილს ლენინგრადის მიტროპოლიტმა გრიგორიმ (ჩუკოვი) ხელი დაასხა მას მღვდლად და დანიშნა ესტონეთის ქალაქ იიჰვის განცხადების ეკლესიის წინამძღვრად. 1957 წელს გადაიყვანეს ტარტუს მიძინების ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 1958 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ტარტუს ოლქის კეთილმოწესედ (ბლაღოჩინად). 1961 წლის 3 მარტს ტროიცე-სერგეევის ლავრაში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ალექსი (ალექსი მოსკოველის პატივსაცემად, მონათლული კი იყო ალექსი ღვთისკაცის სახელზე). წმ. სინოდის განჩინების შესაბამისად 1961 წლის 3 სექტემბერს ტალინის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ტალინისა და სრულიად ესტონეთის ეპისკოპოსად. ამ კათედრაზე მან იმოღვაწევა მეოთხედი საუკუნე. 1964 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1968 წელს მიტროპოლიტის ხარისხში. 1964 წელს დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველად. 1985 წლის 17 დეკემბერს ცნობილი "პერესტროიკის" გამოცხადების შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს სადაც მომავალმა პატრიარქმა მოუწოდა მას ახალი ურთიერთობების დაწყებისაკენ ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაში. ამ წერილის გამო მიტროპოლიტი ალექსი მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით გათავისუფლებულ იქნა საპატრიარქოს საქმეთა მმართველის თანამდებობიდან. 1986 წელს მიტროპოლიტი ალექსი გადაყვანილ იქნა ლენინგრადისა და ნოვგოროდის კათედრაზე. მისი აქ მოღვაწეობის პერიოდში ეკლესიას დაუბრუნდა პეტერბურგის არაერთი ტაძარი და სიწმიდე. პატრიარქ პიმენის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელმთავრო კრებამ მიტროპოლიტი ალექსი 1990 წლის 6 ივნისს აირჩია რუსეთის ეკლესიის მე-16 პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა მოსკოვის განცხადების ტაძარში ამავე წლის 10 ივნისს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი მართლმადიდებელი ეკლესიები Oct 21 2006, 02:18 PM
guja მსოფლიო მართლმადი... Oct 21 2006, 02:26 PM
mnate
უკვე ასეთ პატივში ... Oct 21 2006, 06:01 PM
Sotiris
ვფიქრობ საინტერეს... Dec 26 2006, 10:09 PM
კანონისტი mnate
დაგლოცოს, გაგახ... Oct 23 2006, 11:52 AM
კანონისტი ავტოკეფალური ეკლე... Nov 1 2006, 11:48 AM
კანონისტი ამჟამად ვმუშაობ ახ... Dec 26 2006, 12:14 PM
მნათე
http://l.foto.radikal.ru/0612/c337e768a712.jpg
... Dec 26 2006, 12:24 PM
მნათე
დაწერეეეე, უფ ამაზ... Dec 26 2006, 11:45 PM
Sotiris
დაწერეეეე, უფ ამაზ... Dec 27 2006, 01:25 AM
მნათე
არავის გადაიკიდე... Dec 27 2006, 01:27 AM
Sotiris
ნაციონალიზმის სუნ... Dec 27 2006, 01:41 AM
კანუდოსელი
მოკლედ რომ გითხრა, ... Dec 27 2006, 09:20 PM
მნათე
აი მომეწონააა :D ეს ... Dec 27 2006, 01:44 AM
კანონისტი მნათე
რატომ მაქვს ... Dec 27 2006, 12:32 PM
მნათე
იმეეე გდიიიი :lol:
აგ... Dec 27 2006, 12:55 PM
Sotiris
აგერ შოთა ჩამოწერ... Dec 27 2006, 09:16 PM
Sotiris ჰო, ერთი რამე დამავ... Dec 27 2006, 09:28 PM
კანონისტი [b]Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότ... Dec 27 2006, 01:37 PM
მნათე ეზოთერიას ვერ ვიტა... Dec 27 2006, 09:31 PM
კანუდოსელი
ეზოთერიას ვერ ვიტ... Dec 27 2006, 09:35 PM
Sotiris
მაგრამ ფილადელფიი... Dec 27 2006, 10:22 PM
მნათე
პატრიარქმა თქვა ვ... Dec 27 2006, 09:37 PM
კანუდოსელი
პატრიარქმა თქვა ვ... Dec 27 2006, 09:40 PM
მნათე
იიიმეეე :lol: Dec 27 2006, 09:43 PM
მნათე
მამალაძე :D
ბუნებ... Dec 27 2006, 10:31 PM
solomony მასე რუსეთის ერთერ... Dec 27 2006, 11:19 PM
Sotiris
ყველაზე უფრო სწორ... Dec 28 2006, 03:53 AM
კანონისტი კანუდოსელი
ძალიან... Dec 28 2006, 12:28 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
1. სრული... Dec 28 2006, 02:30 PM
კანონისტი [b]უნეტარესი
[size=3]ეგნ... Dec 28 2006, 01:18 PM
კანონისტი [size=2]უნეტარესი
[size=3]თე... Dec 28 2006, 02:26 PM
კანონისტი [b]მისი უწმიდესობა
[s... Dec 28 2006, 04:56 PM
კანონისტი [size=2]მისი უნეტარესო... Dec 29 2006, 01:29 PM
გლახა კანონისტი
ამას რა... Jan 28 2007, 01:03 PM
მარიამი
კანონისტი
ამას რა... Jan 28 2007, 06:15 PM
KAIROS http://www.orthodoxresearchinstitute.org/index.htm... Jan 28 2007, 06:39 PM
გლახა მარიამი
მე ვარ კოს... Jan 28 2007, 07:45 PM
მარიამი გლახა
აბა დამსახურ... Jan 28 2007, 08:04 PM
გლახა მარიამი
ისე პავლეს... Jan 28 2007, 08:44 PM
მარიამი
მარიამი
ისე პავლე... Jan 28 2007, 09:22 PM
კანონისტი KAIROS
რამდენადაც ვიც... Jan 29 2007, 10:34 PM
მნათე
ისე ქრისტეს რატომ ... Jul 2 2008, 02:50 AM
Ligia კანონისტი
ისე მე რ... Jul 2 2008, 11:25 AM
კანონისტი Ligia
არა, საქართველო ... Jul 2 2008, 11:46 AM
Ligia ააა იერუსალიმი ხო ,... Jul 2 2008, 12:17 PM
კანონისტი Ligia
მთელი აფრიკა :)
თ... Jul 2 2008, 12:26 PM
Ligia ააააა გასაგებია
ან... Jul 2 2008, 12:31 PM
კანონისტი Ligia
:დიახ:
სამოციქუ... Jul 2 2008, 12:35 PM
Ligia სამოციქულო ეკლესი... Jul 2 2008, 12:51 PM
კანონისტი Ligia
:დიახ:
კონსტანტი... Jul 3 2008, 01:19 PM
Ligia დიდი დიდი მადლობა
... Jul 3 2008, 02:38 PM
კანონისტი Ligia
გაიხარე :)
წმ. ანდ... Jul 3 2008, 02:47 PM
Ligia
Ligia
გაიხარე :)
წმ. ანდ... Jul 3 2008, 06:08 PM
კანონისტი Ligia
რუსეთის ეკლესია... Jul 3 2008, 06:16 PM
Ligia აჰა
გასაგებია
მადლ... Jul 3 2008, 06:24 PM
rarara საინტერესოა . . . . Oct 3 2008, 02:41 PM
jijikoi რატომ ფიქრობთ რომ ... Mar 16 2009, 11:27 PM
ნიკა ანდრია პირველწოდე... Mar 23 2009, 12:11 AM
gio--->13 აქა მშვიდობა.
ძალი... Aug 19 2010, 02:23 PM
კანონისტი gio--->13
შენ უშუალოდ რ... Mar 15 2011, 11:54 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 04:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი