რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
seminaristi |
May 8 2008, 03:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება. ====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას ამაზე ალექსანდრემ სრულიად დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. აი ისიც: "ადამიანი შეიძლება იწოდოს მამად, თუკი მას ჰყავს ხორციელი შვილები. აბრაამი ''ხარანს დასახლდა. და მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყნად'' [საქმე 7. 4] ''გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი, და მთელი თავისი საგვარეულო'' [საქმე 7. 14] ''განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან'' [ლუკა. 12. 53] ''მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით'' [კოლ. 3. 21 ] პიროვნებას ეწოდება მამა, თუკი მას ჰყავს სულიერი შვილები. ელისა წინასწარმეტყველი ილია წინასწარმეტყველს მამას უწოდებს. ''ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეზახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! '' [4 მეფ. 2. 11-12] პავლე მოციქული თავის თავს უწოდებს მშობელს , ანუ სულიერ მამას. ''ვინაიდან მრავალი მზრდელი გყავთ ქრისტეს მიერ, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგან ქრისტე იესოს მიერ სახარებით მე გშობეთ თქვენ. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, რომელიც არის ჩემი საყვარელი შვილი და სარწმუნო უფლის მიერ, რათა მოგახსენოთ თქვენ ჩემი გზანი ქრისტეს მიერ'' [1კორ. 4. 15, 17] ''რადგან თავად იცით, რომ როგორც მამა - შვილებს, სათითაოდ შეგაგონებდით'' [1თეს. 2. 11-12] მოციქულები თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს უწოდებდნენ ''მოგიკითხავთ თქვენებრ რჩეული ეკლესია ბაბილონისა, და მარკოზი, ჩემი ძე'' [1პეტ. 5. 13] ''შვილნო ცემნო, რომელთატვისაც კვლავ შობის სალმობით მელმის, სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე'' [გალ. 4. 19] ''შვილნო, დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან'' [1იოან. 5. 21] ''იმაზე დიდი სიხარული არ გამაჩნია, როცა მესმის ჩემი შვილების ჭეშმარიტებით სიარული'' [3 იოან. 14] ''ტიმოტეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში'' [1ტიმ. 1. 2] ''შვილო ტიმოთე გაძლიერდი მადლითა იესო ქრისტესითა'' [2ტიმ. 2, 1] აქედან ჩანს რომ პავლე მოციქული იყო ტიმოთეს სულიერი მამა. აღსანიშნავია, რომ არც იოანე ღვთისმეტყველს და არც პავლე მოციქულს ხორციელი შვილები არ ჰყოლიათ. აქ ლაპარაკია სულიერ შვილებზე." მე ასევე დავამატებდი იმას, რაც უწინ ვთქვი: თვით წმიდა წერილში არის საფუძველი იმისა,რომ მოძღვრებს მამები ვუწოდოთ.ვინაიდან, პავლე მოციქული სრულიად გარკვევით ამბობს,რომ ბევრი მამა არ გყავთ,ხოლო მამად წოდება მე მეკუთვნის,რადგან სახარების მიერ მე გშობეთო თქვენ(1.კორ.4.15,17);(1.თეს.2.11-12).ასევე თვით პირველმოწამე სტეფანე უამრავჯერ უწოდებს მამებს თავის წინაპრებს(ადამიანებს)(საქ.თავი 7).ეს სტეფანე კი ისაა,რომელმაც ღმრთის მარჯვენით მჯდომარე მაცხოვარი იხილა,რომელიც იყო"სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა"(საქ.6.5) და "პირი მისი,ვითარცა პირი ანგელოზისაი"(საქ.6.15). აგრეთვე თვით ღმერთი ეუბნება მოსეს,რომ მე ვარო ღმერთი მამათა შენთა:"მე ვარ ღმერთი მამათა შენთა"(საქ.7.31-32).ასე რომ მაცხოვრის სიტყვები:ნუ ვის ხადით მამით ქუეყანასა ზედა", სიტყვასიტყვით კი არ უნდა გავიგოთ,არამედ ისე,როგორც მას განმარტავს "ერთი წმიდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეს ეკლესია კი იმ მტკიცე,შეურყეველ საფუძველზე დგას,რომელიც არის შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და თუ დავაკვირდებით,ყოველი კრება წინა კრებების მონაწილე მოძღვრებს, მამებს(უფრო მეტიც,წმიდა მამებს) უწოდებს. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2024 - 03:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი