რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
argani |
May 7 2008, 07:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა მოძღვარი არის ჩვენი გზის გამკვლევი სულიერ გზაზე, ამიტომაც ვუძახით მამა-ოს. გზის გამკვლევს ვუძახით მოძღვარს ან წინამძღოლს, ისევე როგორ ვინც უკრავს - დამკვრელს, და ვინც ასწავლის - მასწავლებელს. მამა არის ის ვინც გშობა. |
seminaristi |
May 8 2008, 04:11 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ამას პავლე ამბობს, მაგრამ იესო სხვა რამეს ამბობს და ძალიან გარკვევითაც. ნუ იწოდებით მამად რადგან მხოლოდ ერთია მამაო. იესო, სრულიად გარკვევით, ამასაც ამბობს: "თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქუმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფად;...ოდეს იტყვინ ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაიცა მისი მტყუვარი არს"(ინ. 8.44)?. ამას, კარგად დააკვირდი, პავლე მოციქული კი არა, თვით მაცხოვარი ამბობს, ის მაცხოვარი, რომელმაც თქვა:"მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედაო." მაშ, თავს ნუ არიდებ ჩემს კითხვას, მიპასუხე: მაცხოვარი ერთგან სხვას გვამცნებს, მეორეგან კი სხვას ამბობს? ციტატა გზის გამკვლევს ვუძახით მოძღვარს ან წინამძღოლს, ისევე როგორ ვინც უკრავს - დამკვრელს, და ვინც ასწავლის - მასწავლებელს. მამა არის ის ვინც გშობა. მართალი ხარ: "მამა არის ის ვინც გშობა". და მაცხოვრის სიტყვისამებრ, პირდაპირ გეტყვი, რომ "შენ მამისა შენისა ეშმაკისა ხარ", რადგანაც "გულისთქუმათა მამისა შენისათა გნებავს ყოფად". შენი აზრების მშობელი მამა, სრულიად შეუეჭვებლად შეიძლება ითქვას, არის ეშმაკი. შენ რომ რამეს ეძებდე, აუცილებლად დაფიქრდებოდი ჩემ მიერ უწინ დასმულ კითხვაზე, შენ კი, კითხვებს უპასუხოდ ტოვებ, ჯიუტად კი, ერთსა და იმავეს იჩემებ. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი