![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე. 2)რომის პაპის პირველობის თაობაზე. 3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო ბაზე. 4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე. 5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე. 6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე. 7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე. 8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე. 9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში. 10)ორღანის თაობაზე. 11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე. 12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება. 13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება. 14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა". 15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე". 16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე" 17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის. 18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი. 19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ. 20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში. 21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე. 22)უნიები და უნიატობა. 23)ეკუმენიზმი 24)ბალამანდის შეთანხმება. 25)დასკვნა -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ციტატა შენ მგონი მიატოვე წმ.წერილის კითხვა არა ახლა ზუსტად ფილიპეს სახარეაბს ვკითხულობ ![]() ციტატა მამებმა კრებებში დაგვიტოვეს თუ რატომ არიან ლათინები მწვალებლები. რომელმა მამებმა? ისე ერთი მყავს მამა, რას იზამ ![]() ციტატა 1)პაპის პირველობა და ეკლესიის სათავეში დგომა;2)პაპის უცდომელობა; ციტატა 5)წმიდათა აღმატებული დამსახურებები და ინდულგენციები; და ესენი ჩვენთან არ არის ხო? ![]() ციტატა ა)ჩვილ ბავშვთა"წმიდა მირონცხების"უარყოფა;ბ)ჩვილ ბავშვთა "უზიარებლობა";გ)ერისკაცთა"სისხლით უზიარებლობა"; ისე მაგ ბალღების ჯოჯოხეთში გამწესება უფრო დიდი მწვალებლობაა მგონი ![]() ციტატა 8)წმიდა ზიარებაში ხმიადის გამოყენება; ქრისტემ ხმიადით აზიარა და გიორგი მთაწმინდელიც ემხრობოდა ხმიად პურს... ციტატა 9)ღვთისმსახურებაში ორღანის გამოყენება. ეგ ვიღან აკრძალა? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
არა ახლა ზუსტად ფილიპეს სახარეაბს ვკითხულობ ![]() რომელმა მამებმა? მს.კრებებზე მონაწილე სული წმიდით განბრძნობილმა მამებმა. ისე ერთი მყავს მამა, რას იზამ ![]() და ესენი ჩვენთან არ არის ხო? ![]() რას გულისხმობ,ეკლესიას გადახვევა არ ჰქონია,რადგანაც იგი ემორჩილება მსოფლიო კრებების დადგენილებებს. შენ რა გაქვს მხედველობაში? ისე მაგ ბალღების ჯოჯოხეთში გამწესება უფრო დიდი მწვალებლობაა მგონი ![]() მამების გარდმოცემა და ეკლესიის განჩინებები კარგად წაიკითხე. ქრისტემ ხმიადით აზიარა და გიორგი მთაწმინდელიც ემხრობოდა ხმიად პურს... ეგ ვიღან აკრძალა? ![]() შენ მგონი საერთოდ არ გაქვს წმ.გიორგი მთაწმიდელის აზრი წაკითხული ამის შესახებ.ეხლა კი მოისმინე რას წერს და ცრუ ინფორმაციებს ნუ ავრცელებ,მითუმეტეს როდესაც ეკლესიას ეხება საკითხი. წმ.გიორგი ათონელი წერს:"მართალია,ძველად ბერძნულეკლესიაში მრავალი ერესი აღმოცენდა,მაგრამ მან შეძლო მართლმადიდებლობის დაცვა და ამჟამად ამ წმიდა სარწმუნოებას მტკიცედ იცავს,ხოლო ლათინურ ეკლესიაში ეს ერესები არ აღმოცენებულა, არიანელობის, მონოთელიტობის, მონოფიზიტობის, ხატმებრძოლეობის,რომლის ერესიარქები თავის დროზე ბიზანტიაში იყვნენ,მაგრამ ლათინები ეკლესიაში არ იყენებენ აფუებულ პურს,როგორც მართლმადიდებლობის ბურჯები,ქართული და ბერძნული ეკლესიები.აი,რას ამბობს იგი წირვისას აფუებული პურის აუცილებელი გამოყენების შესახებ:"წმიდა მსოფლიო კრებაზე იქნა გამოძიებაი და დაწესეს,რათა მოვიღებთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესაითა,ხოლო პურის ცომსა-სახედ სულისა გონიერისა და მარილსა-სახედ გონებისა,წინააღმდეგ წვალებისა უსჯულოისა აპოლინარისა,რომელი იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგუნურად იტყოდა უგუნური იგი და უსჯულო,ხოლო ღვინოსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა,რომელ გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა,ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი.( ქართ.პროზა,ტ.1 გვ.488.) "ჭეშმარიტი სწავლება ყოველთვის უცვლელეად უნდა დარჩეს,რამეთუ იგი ისაა,რაც ყველგან სწამდათ,რაც ყოველთვის სწამდათ და რაც ყველას სწამდა."წმ.ბიკენტი ლირინელი. მოვითხოვ მოდერატორმა მიხედოს აქაურობას. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 01:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი