ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T I K O |
May 8 2008, 05:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ევთანაზია ლეგალურია ჰოლანდიაში(რომელმაც მსოფლიოში პირველმა დაუშვა აქტიური ევთანაზია) და ბელგიაში. ლუქსემბურგმაც მიიღო კანონი ამის შესახებ, მაგრამ ჯერ ძალაში არაა შესული.
როგორც მახსოვს, ორეგონის შტატში დაშვებულია მხოლოდ "Physician-assisted suicide” ანუ "ექიმის დახმარებით თვითმკვლელობა" და არა აქტიური ევთანაზია, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში კი - ორივე. ”Physician-assisted suicide” მცირედით განსხვავდება ევთანაზიისაგან. ამ შემთხვევაში, პაციენტი თავად იკლავს თავს, მას შემდეგ, რაც ექიმი საჭირო აბებით და ა.შ. მოამარაგებს, ხოლო ევთანაზია ხორციელდება მესამე პირის(ექიმის ან პაციენტის ოჯახის წევრის) მიერ ანუ ისინი უკეთებენ სასიკვდილო ინექციას ან სხვა საშუალებით იწვევენ სიკვდილს. აქტიურ და პასიურ ევთანაზიას შორის კი განსვავება ისაა, რომ აქტიური ევთანაზიის დროს ექიმი სპეციალური საშუალებებით იწვევს სიკვდილს, ხოლო პასიურის დროს არ ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში ან უთიშავს, ვთქვათ, აპარატს, საკვებ მილს და ა.შ. რაც პაციენტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. პ.ს. ევთანაზიაც და ”Physician-assisted suicide”-ც ორივე საშინელებაა, ხან მკვლელობა, ხან თვითმკვლელობა, რა მნიშვნელობა აქვს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი